"სუპერსპორტი" იუწყება, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობა მალე ესპანეთის ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით აზიაში ტურნირის პრეზენტაციას მოაწყობს.

ლა ლიგა აზიაში

"სუპერსპორტი" იუწყება, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობა მალე ესპანეთის ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით აზიაში ტურნირის პრეზენტაციას მოაწყობს. ამ ახალ გათამაშებას ლფპ-ის საერთაშორისო თასი ეწოდება. პირველი ტურნირი გაისად გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 3 ესპანური და ერთი ადგილობრივი გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ შეჯიბრი "მოგზაური" აღმოჩნდეს და მან წლების განმავლობაში დედამიწა "შემოიაროს".

პერესი დეპორში

გალისიურმა "დეპორტივომ" ოფიციალურად გაუფორმა ხელშეკრულება "ატლეტიკოს" ნახევარმცველ რუბენ პერესს. პერესი "დეპორში" ორ სეზონს გაატარებს იჯარით. ეს ტრანსფერი მას მერე განხორციელდა, რაც "ატლეტიკომ" დეპორტივოსგან" ბრაზილიელი მცველი ფილიპე ლუიში შეიძინა. 21 წლის პერესმა შარშანდელ სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო ძირითად გუნდში თამაში, 28 თამაში კი "ატლეტიკო ბ-ში" გაატარა, რომელიც ტერსერა დივიზიონის მკვიდრია. რუბენ პერესი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ესპანეთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჰლები არ სჭირდებათ

ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" ნორვეგიაში გაემართა ამხანაგური მატჩის გასამართად. ხოსეპ გვარდიოლამ ვიკინგების ქვეყანაში 13 ფეხბურთელი იახლა სარეზერვო გუნდიდან, არადა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა ბელარუს ალიაქსანდრ ჰლებს. ჰლები კატალონიაში დატოვეს, რითაც ხაზი გადაესვა მის შანსს დარჩეს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში. შარშანდელი სეზონი ჰლებმა "შტუტგარტში" გაატარა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აღარ სურდა სხვა კლუბში იჯარით წასვლა და "ბარსელონაში" ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას აპირებდა.

ვილიარეალს რამირესი სურს

სამხრეთამერიკული მედიის ინფორმაციის თანახმად, ესპანური "ვილიარეალი" ცდილობს "პენიაროლის" 19 წლის ნახევარმცველი გასტონ რამირესი შეიძინოს. "ვილიარეალის" მწვრთნელი ხუან კარლოს გარიდო ახალგაზრდა ურუგვაელის ნიჭის დიდი დამფასებელია. რამირესი "პენიაროლის" აკადემიის აღზრდილია. მას 2009 წლის მარტში ჰქონდა დებიუტი ძირითად გუნდში. მას შემდეგ რამირესი "კარბონეროსის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. "პენიაროლი" ახალგაზრდას 3 მილიონ ევროდ აფასებს. მისი შეძენა "ელ სუბმარინოს" გარდა იტალიურ "ნაპოლისა" და "მილანსაც" სურთ.

ფოტო: გასტონ რამირესი

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა