ორი კვირის განმავლობაში გუდაური სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისა და სპორტსმენების ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული.

15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი საქართველოს ეწვია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრებები სნოუბორდ ქროსსა და სქი ქროსში გაიმართა.

"ძალიან მიხარია, რომ გუდაურში ასეთი წარმატებით ჩატარდა ორივე ეტაპი, სნოუბორდ ქროსსა და სქი ქროსში. კიდევ ერთი ტესტი გავიარეთ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დიდი ნდობა გამოგვიცხადა. ბევრი თაობის ოცნება ახდა და უკვე ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიო დონის შეჯიბრებებს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს". - გიორგი რამიშვილი, სათხილამურო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელი.

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. 2023 წელს სწორედ საქართველოში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, ვალდებულების თანახმად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

გასულ წელს, ბაკურიანში პირველად ჩატარდა ეტაპები სქი ქროსში. 2019 წლის სეზონი დატვირთული იყო გუდაურისთვის, სადაც სათხილამურო სპორტში მოწინავე ქვეყნების სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ორი კვირის მანძილზე გუდაურში ვარჯიშობდნენ და ასპარეზობდნენ მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დისციპლინის ეტაპებმა FIS-ის დელეგატების მხრიდან, ასევე, მწვრთნელებისა და თავად სპორტსმენების მხრიდან, უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა ორგანიზების კუთხით.

"თოვლმა და ამინდმა ხელი შეგვიწყო და ორივე დისციპლინაში შეჯიბრება წარმატებით ჩავატარეთ. სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენის შანსი ჰქონდათ. ტექნიკური ტრასები იყო, ევროპის თასის სტანდარტების შესაბამისი. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო ყველა საშეჯიბრო დღე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარებოდა, რომ ეს ტურნირები უნაკლოდ ჩატარებულიყო". - კლაუს ვალდნერი, FIS-ის დელეგატი და შეჯიბრებების ხელმძღვანელი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თანამშრომლებს შეჯიბრების მომზადებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები, რეგიონალური ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები, ადგილობრივები და მოხალისეთა ჯგუფები ეხმარებოდნენ. სწორედ მათი ერთობლივი, დაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ მსოფლიო მასშტაბის ტურნირი საქართველოში წარმატებით ჩატარდა.

სნოუბორდ ქროსი და სქი ქროსი ფრისტაილის დისციპლინებია. შეჯიბრისას ტრასაში ოთხი სპორტსმენი ერთდროულად ეშვება და სპეციფიკური ტრასის გავლას უმოკლეს დროში ცდილობს, რის შედეგადაც საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს, აზარტული სანახაობა იქმნება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით ჩატარდა.

FIS-ის ევროპის თასის ეტაპის ბოლო საშეჯიბრო დღის გამარჯვებულები სქი ქროსის დისციპლინაში კანადელი მიკაილა მარტინი (Mikayla Martin) და ფრანგი იური დუპლესი კერომარდი (Youri Duplessis Kergomard) გახდნენ.

დანარჩენი საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:

II ადგილი

ქალთა შორის - ნიკოლ კუჩეროვა (Nikol Kucerova), ჩეხეთი;

ვაჟთა შორის - ტიმ ჰრონეკი (Tim Hronek), გერმანია;

III ადგილი

ქალთა შორის - ეკატერინა მალცევა (Ekaterina Maltseva), რუსეთი;

ვაჟთა შორის - ტომ ბონეფონდი (Tom Bonnefond), საფრანგეთი;

IV ადგილი

ქალთა შორის - ზოე ჩორი (Zoe Chore), კანადა;

ვაჟთა შორის - ჟილ მარტინი (Gil Martin), შვეიცარია.

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს