ფოტო: Atptour.com

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდი საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ:

ნიკოლოზ ბასილაშვილი პერფექციონისტი და არტისტია. ის სუფთად ურტყამს, დამანგრეველ კომბინაციებს აწყობს და შესანიშნავ თამაშს აჩვენებს.

თუმცა ჩოგბურთში გონივრულად, საკუთარი გეგმის მიხედვით თამაშია ყველაზე გამოსადეგი.

"იდეალურობის სურვილი არ მაქვს. ვიცი, რომ ასეთი რეპუტაცია მაქვს. მთავარია, მარტივი გამოსავალი იპოვო. ნიკოლოზს ნამდვილად უყვარს იდეალურად თამაში და ამას ისე აჩენს, თითქოს ეს მარტივი იყოს." - ამბობს ბასილაშვილის გერმანელი მწვრთნელი იან დე ვიტი.

"ვიცი, სინამდვილეში როგორ მუშაობს ჩოგბურთი. საქმე მხოლოდ ჩოგნის მოქნევასა და ფიტნესში არ არის, აუცილებელია მენტალური მხარის დახვეწაც. ამ სპორტში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებულ მომენტებში ნერვები დაიწყნარო. ამ გამოცდილებას ჯერ კიდევ ვიღებ. 22-23 წლამდე ველური ვიყავი. ჩემი აზრით, პროფესიონალი არ ვიყავი. ვიცოდი, რომ კარგად თამაში მსურდა, მაგრამ ამ დონეზე თამაშის ნიჭი არ მქონდა. ვიცოდი, რომ რაღაც მაკლდა. დიდხანს ვიყავი 50-ესა და მე-100 ადგილებს შორის. მჭირდებოდა ვინმე, ვისაც 100 პროცენტით მივენდობოდი" - ეს უკვე ბასილაშვილის სიტყვებია.

მისი ტალანტი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს იდგა.

"მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საკმარისი თანხა მქონოდა ტურნირებზე მოსახვედრად. 2015 წელს, როდესაც უიმბლდონზე 2 მატჩი მოვიგე, გონებაში ცვლილება განვიცადე. კარგ ჩოგბურთს ვთამაშობდი, თუმცა საუკეთესო 50-ეულში ვერაფრით შევედი. მივხვდი, რომ მენტორი მჭირდებოდა. იანის ტაქტიკა ვიცოდი, მომწონდა და ამიტომაც დავუკავშირდი", - ამბობს ბასილაშვილი.

დე ვიტთან ერთად ბოლო 13 თვეში ნიკოლოზი 89-ე ადგილიდან მე-18 ადგილამდე აღზევდა. 2018 წელს მან ორი ტურნირი მოიგო - ჰამბურგსა და პეკინში.

"ამას დასახული გეგმით, პროფესიონალიზმითა და მწვრთნელის წყალობით მივაღწიე. მიმართულება მქონდა. ATP-ის ტურნირის მოგება ჩემი შრომის დასადასტურებლად მჭირდებოდა", - ამბობს ბასილაშვილი.

კარგი ფორჰედისა და ბექჰენდის მქონე ბასილაშვილს ყოველთვის ჰქონდა საკმარისი ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები, რომ უდიდესი მოთამაშეებისთვის ზიანი მიეყენებინა, თუმცა მისმა პერფექციონისტულმა და კრიტიკულმა ბუნებამ და უმწვრთნელობამ მისი განვითარება შეაფერხა.

"რომ შემეძლოს 21 წლის ნიკასთან საუბარი, სათამაშო სტილს არ შევცვლიდი, თუმცა მენტალურ მხარეზე მეტად ვიმუშავებდი. შედეგებზე არ ვფიქრობ, მთავარია, 100 პროცენტით დავიხარჯო. მსურს მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, რათა, როცა კარიერას დავასრულებ, ვიცოდე, რომ ქვა ქვაზე არ დავტოვე".

"გვქონდა ნათელი სურათი, თუ სად გვინდოდა მივსულიყავით. გაკვირვებული ვარ, რა სწრაფად განიცადა მან პროგრესი. ასეთი სწრაფად ამთვისებელი მოთამაშე არასდროს გამიწვრთნია. ვიცი, რომ სანამ TOP 10-ში არ მოხვდება, კმაყოფილი არ იქნება, მე კი ეს ნამდვილად არ გამიკვირდება. მსოფლიოს მე-20 ჩოგნობა მისი ან ჩემი მიზანი არ ყოფილა. არც მე-10 ადგილია მიზანი, რადგან თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დავგეგმეთ, ეს შედეგიც დადგება. ჩვენი მიზანი დიდი სლემის ტურნირის მოგებაა", - ამბობს იან დე ვიტი.

რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ, თუ როგორ მიეღწია ჩოგბურთის მწვერვალებისთვის, ნიკოლოზი ამ გზას დაადგა, ოჯახისა და მწვრთნელის მხარდაჭერით.

მსოფლიო კლასის ქართველი მოთამაშე ჩოგბურთის უფრო უკეთ შესწავლას განაგრძობს." - ვკითხულობთ Atptour.com-ზე.

ქართველი
ვულოცავ ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს! ვიდრე ერთმანეთს არ დავაფასებთ და ვუგულშემატკივრებთ არაფერი არ გამოგვივა. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა სპორტსმენს!
ushangi
ეგენი ქარტველები არ არიან. წარმატებები ნიკას.
Geo_Dinamo
ნიკას მიზანი და ჩვენი სურვილი ერთმანეთს ემთხვევა, დიდი სლემის ტურნირის მოგება. ჩვენც გავამხნევოთ ნიკა ამ მიზნის მისაღწევად, რომ უფრო მეტად ვიამაყოთ საქართველოს წარმატებულ და საამაყო შვილით. ნიკას გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყნის შვილი.
გიზოგ
ხელმოცარული ცინიკოსები და ქილიკის მოყვარულები მუდამ არსებობენ. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს. სულ ცოტა ხნის უკან NBA ქართველთათვის ფანტასტიკის სფერო იყო, ახლა კი ორი ოქროს ბეჭდის მფლობელსაც კი ქილიკით მოიხსენიებენ ჩვენი ზოგიერთი ბატონები.
დათო
ნიკას 20-ში ყოფნა არის უდიდესი მიღწევა!!! რამოდენიმეჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ, ნიკამ ამ ყველაფერს მიაღწია ყოველგვარი დახმარების გარეშე!!! სახელმწიფო, ფედერაციის სახით არც ერთი ცენტით არ დახმარებია მას!!! ნიშიკორის როგორც კი შეატყო სახელმწიფომ , რომ პერსპექტიული იყო, ეგრევე გაუშვეს ამერიკაში და მილიონები დახარჯეს მის , როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებაში!!! ვინ არის ნიკაზე წინ??? მხოლოდ ერთი ამერიკელი ისნერი, ორიენტირებული მხოლოდ ეისებზე!!! ნადალი ,მხოლოდ ერთი ესპანელი!!! ფრანგი არა( მონფილსს არ ვთვლი, თთქმის ერთნაირი ქულები აქვთ) !!! ინგლისელი არა!!! გერმანელი, მხოლოდ ზვერევი!!! ნიკას უკან, მთელი ტოპ არმიაა!!! გასაგებია, რომ მეტი გვინდა, მაგრამ დღევანდელ ჩოგბურთში ეს ძალიან ძნელია !!! დღეს ასეულის ყველა მოთამაშეს შეუძლია შედეგის დადება!!! ინდიანა-უელსი და მაიამი ამის თვალსაჩინო მაგალითია!!! კვალიფიკატორებმა გააღწიეს თითქმის ბოლომდე!!! ნიკას სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა!!! თაობების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო და ნიკას ვუსურვებ კიდევ უფრო ღირსეული ადგილის დაკავებას!!!
სოსო
წარმატებები ნიკას,ათეულში შესვლა,მას ნამდვილად შეუძლია.ვფიქრობ მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ბადესთან გასვლის ნაკლებობაა მისი მინუსი.პლიუს პირველი ჩაწოდების სიზუსტის 15-20 %-ით გაზრდა
ანიტა
საამაყო ქართველი. უამრავი წარმატება შენ ნიკოლოზ!
semi
ქართველი ვითომ გულშემატკივრები კი ერთი ფეხის დაცდენაზე ქილიკობენ. წარმატებები ნიკას.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!