ჰერტას ისეთი გუნდი მოყვება, პირველ ბუნდესლიგაში არასდროს რომ არ უთამაშია

ბერლინის „ჰერტას“ შემდეგ, პირველი ბუნდესლიგის საგზური კიდევ ერთმა გუნდმა გაინაღდა: ეს გახლავთ მიუნხენთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის, აუგსბურგის გუნდი ასეთივე სახელწოდებით FC Augsburg, შემოკლებითFCA. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „აუგსბურგს“ პირველ ბუნდესლიგაში აქამდე არასდროს უასპარეზია.

„ფრანკფურტთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, რამაც აუგსბურგელებს ელიტის საგზური ფაქტობრივად გაუნაღდა, ლუდით გაწუწული მწვრთნელი იოს ლუჰუკაი საპრესკონფერენციო დარბაზში იჯდა და როგორც ყოველთვის, დიდხანს ფიქრობდა, რა და როგორ ეთქვა. სწორედ ამ დროს, დარბაზში ფეხბურთელები შევარდნენ - მათ წინ თავდამსხმელი ნანდო რაფაელი მოუძღოდათ, რომელმაც ლუდის უდიდესი კათხა შემოიტანა და თანაგუნდელებთან ერთად ყველა გაწუწა - მწვრთნელიც, პრესატაშეც და ჟურნალისტებიც.

მერე რაფაელი მიკროფონს მივარდა და იყვირა: „ამიერიდან მე ვარ აქ მთავარი ბოსი და ახალი მწვრთნელიც, იოსს შეუძლია შვებულებაში წავიდეს!“ მალევე რაფაელს მიკროფონი ხელიდან ნახევარმცველმა იბრაჰიმა ტრაორემ გამოგლიჯა და ჩასძახა: „ლიონელ მესი ყოველდღე მირეკავს და მეკითხება, ასეთ რაღაცებს მოედანზე როგორ აკეთებთ, შენნაირი ფინტები არც კი დამესიზმრებაო. ყოველდღე მირეკავს ჟოზე მოურინიოც და მეხვეწება, „რეალში“ გადმოდი, ძალიან გვჭირდებიო, მაგრამ მე სულ უარს ვეუბნები.“ მოკლედ, აუგსბურგელები ხუმრობდნენ და ზეიმობდნენ, როგორც შეეძლოთ...

„ჩვენ აბსოლუტურად დამსახურებულად გადავდივართ პირველ ბუნდესლიგაში და ამ დღეებში ყველა ბარსა თუ ღამის კლუბს მოვივლით, ყველა შესაძლო სასმელს დავლევთ,“ - ეს კი თავდამსხმელ მიხაელ თურკის სიტყვებია. გასაკვირი არაფერია - „აუგსბურგი“ პირველად ითამაშებს ელიტაში.

„ეს ამ გუნდისთვის და ამ ქალაქისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, - აცხადებს მწვრთნელი ლუჰუკაი, - ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. სეზონის წინ ამაზე მხოლოც ვოცნებობდი. ეს პირადად ჩემთვის უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ პირველ ბუნდესლიგაში გადაყვანა, რაც 2008 წელს მოვახერხე. საქმე იმაშია, რომ „გლადბახი“ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, „აუგსბურგისგან“ კი ამას არც არავინ ელოდა და არც არავინ ითხოვდა.“

ამრიგად, „აუგსბურგი“ 51-ე გუნდია, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში იასპარეზებს. მართალია, გუნდს მეორე ადგილი ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ლუჰუკაის ბიჭებმა მეორე ადგილი დათმონ, რადგან ბოლო ტურის წინ მესამეადგილოსან „ბოხუმს“ სამი ქულით უსწრებენ, ბურთების შეფარდების მხრივ კი 20 გოლით სჯობნიან - ხომ ხვდებით, უტოპიაა ის, რომ „აუგსბურგმა“ ბოლო ტურში 0:10 წააგოს, „ბოხუმმა“ კი მინიმუმ 11:0 მოიგოს. შვაბები ბოლო ტურში „ჰერტას“ ხვდებიან და მოკლედ, ბერლინელები და აუგსბურგელები ერთად იზეიმებენ.

„უკვე დღეიდან პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვიწყებთ. „ფრაიბურგს“, „მაინცს“ და „ჰანოვერს“ უნდა მივბაძოთ. იმედია, ელიტიდან აღარასოდეს გავვარდებით,“ - ეს გუნდის მენეჯერის, ანდრეას რეტიგის სიტყვებია.

Giorgipirweli
შენ წარმოიდგინე და შვაბები ბავარიის მიწაზეც ცხოვრობენ... აუგსბურგი კი ბავარიის მიწაზე მდებარე შვაბური რეგიონის ცენტრია.
achiles
აუგსბურგელები ბავარიელები არიან და არა შვაბები,ვინაიდან ქალაქი აუგსბურგი ბავარიის მიწაზეა და არა ბადენ-ვიურტემბერგის,სადაც შვაბები ცხოვრობენ.
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...