ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი, 25-ათასიანი საპრიზო ფონდით.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი, 25-ათასიანი საპრიზო ფონდით. სამი ქართველიდან ერთეულთა თანრიგს ერთი შემორჩა - 21 წლის სოფიო შაფათავა (292), რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად განთესეს, ნახევარფინალშია. მესამე წრეში შაფათავას მეტოქე 20 წლის ყირგიზი ქსენია პალკინა (319) იყო. პალკინა გასულ სეზონში უკეთ ასპარეზობდა და 150 ადგილით წინ იყო რეიტინგში, ვიდრე ახლა. ისინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და სოფიომ მეორედ იმარჯვა, თუმცა პირველი სეტი დათმო - 4:6, 6:2, 7:5.

თათია მიქაძის (343) 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა, ჩვენს თანამემამულეს მეოთხედფინალში ტურნირის პირველმა ჩოგანმა ზარინა დიასმა (ყაზახეთი, 273) აჯობა - 6:4, 4:6, 6:0. როგორც ხედავთ, მესამე სეტამდე თანაბარი თამაში იყო, შემდეგ კი 16 წლის ყაზახმა "აიშვა". სოფიო შაფათავას მორიგი მეტოქე რუსი დარია კუჩმინაა (405). 18 წლის მეტოქესთან დაპირისპირების წინ ქართველია ფავორიტი, რეიტინგში და გამოცდილებაში უპირატესობას ზურგს ბუხარას ტურნირის მეოთხედფინალი უმაგრებს, რომელშიც შაფათავამ კუჩმინას სამ სეტში მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე დაიბევა 24 სარეიტინგო ქულა, რაც მას საგრძნობლად დააწინაურებს რეიტინგში, ფინალში გასვლის შემთხვევაში შაფათავა 34 სარეიტინგო ქულას მოიმატებს. მეორე ნახევარფინალში ზარინა დიასი ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს (346) ეთამაშება. შაფათავასა და მიქაძის დუეტი წყვილთა ნახევარფინალში პალკინასა და უზბეკი ხაბიბულინას დუეტთან დამარცხდა - 2:6, 4:6.

ესპანურ ვიგოში (25 ათასი დოლარი) სოფიო ქვაცაბაია (397) მალევე დაემშვიდობა ერთეულთა თანრიგს, მაგრამ ის წყვილებში ყოჩაღობს. გერმანელ იუსტინ ოზგასთან დუეტში მან რუსული გუნდის (ლაზარევა, ციბიშევა) წინააღმდეგობა დაძლია და ნახევარფინალში გავიდა - 6:4, 6:4.

ლელო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს