ფოტო: Gff.ge

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიული luzernerzeitung.ch-ი საქართველოს ნაკრებისა და ზაბრზეს "გურნიკის" ნახევარმცველის, ვაკო გვილიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.

24 წლის ნახევარმცველი პოლონურ კლუბში "ლუცერნიდან" იჯარის წესით ასპარეზობს, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.

"შვეიცარია ამ კვირაში ვაკო გვილიას სპორტული მეტოქეა. თუ ის ეროვნული გუნდის რიგებში ითამაშებს, ეს მისი მეოცე საერთაშორისო შეხვედრა იქნება და თბილისში პირველად ითამაშებს იმ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც 2018 წელი გაატარა.

"საინტერესო მატჩი იქნება. არ გვეშინია საკვალიფიკაციო ეტაპის შვეიცარიასთან მატჩით დაწყების, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ამბობს ვაკო გვილია.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთში მასზე უკვე კარგი შთაბეჭდილება ჩამოაყალიბა. ჯერ კიდევ "ლუცერნში", 24 წლის ნახევარმცველი საკუთარი ტემპერამენტით პროფესიონალიზმის მაგალითი იყო. იანვრის შემდეგ პოლონურ "გურნიკშია", რომელიც ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

გვილია ცენტრალურ და შემტევ ნახევარმცველად თამაშობს. მან პოლონეთში გადასვლის შემდეგ 6-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლიც გაიტანა. ამ პერიოდში "გურნიკმა" 10 ქულა მოიპოვა და მე-14 ადგილიდან მე-12-მდე დაწინაურდა.

"გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ და დიდ ენერგიას გვაძლევენ. ლუცერნშიც და ზაბრზეშიც კარგი ქომაგები გვყავს. ჩემთვის ფანები უმნიშვნელოვანესები არიან. ისინი ყოველთვის ერთგულები არიან კლუბის მიმართ, მაშინ, როდესაც ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც დროებით ვართ აქ", - განაცხადა ვაკო გვილიამ.

ქალაქი, სადაც 175 000 ადამიანი ცხოვრობს, გვილიას მოსწონს, რადგან აქაურები მის მიმართ ძალიან მეგობრულები არიან, თუმცა ვაკომ მთავარ განსხვავებად მაინც სხვა მიზეზი დაასახელა:

"პოლონეთში ყველაფერი მინიმუმ 5-ჯერ იაფია, ვიდრე შვეიცარიაში, თუმცა, ალბათ, ვერსად შეძლებ ისეთ მაღალ დონეზე ცხოვრებას, როგორც შვეიცარიაში".

"ლუცერნში" დაბრუნება სამი შესაძლებლობიდან ერთ-ერთია

ვაკო გვილია "ლუცერნიდან" ახლო კონტაქტს ინარჩუნებს თანამემამულე ოთარ კაკაბაძესა და სერბ ლაზარ ცირკოვიჩთან.

"ფეხბურთში წინასწარ არ იცი, რა მოხდება. ლუცერნი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ტბითა და მთებით. რაც შეეხება კლუბის ახალ მწვრთნელს, ტომას ჰაბერლის არ ვიცნობ, ვნახოთ", - ამბობს გვილია და გონება "გურნიკსა" და საქართველოს ნაკრებზე აქვს გადართული.

ზაფხულში ვაკო გვილიას სამი ვარიანტი ექნება: დარჩეს "გურნიკში", სხვა კლუბში წავიდეს თუ "ლუცერნში" დაბრუნდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

gia jashi
მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა ჩაკვეტაძის მიმართ, მარტო ფეხბურთში არაფერი არ ხდება პატივი ვცეთ ფეხბურთელებს ,რომლებიც თავს არ ზოგავენ.
tngh
ფეხბურთს "მარტო კაცი" ვერასდროს ვერ იგებს... არ არის საჭირო ახალგაზრდა ფეხბურთელის ფსიქოლოგიურად ზედმეტად დატვირთვა...
ჩემი ძმა
ხომ არ ჩავიცუცქოთ ბრატ:)
gia jashi
მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა ჩაკვეტაძის მიმართ, მარტო ფეხბურთში არაფერი არ ხდება პატივი ვცეთ ფეხბურთელებს ,რომლებიც თავს არ ზოგავენ.
gaga
Imebi nu mogvishalos.didgoris omi chveni mogebulia.
მაიხედე აქეთ
არ გეშინია იმიტომ, რომ საჩხუბრად არ მოდიან... რა გამოთქმაა ეს?! მარტო კაცი იგებდა, ჩაკვეტაძე და ესენი ყელყელაობენ
semi
დიდი ხანია ასე მოტივირებულები არ ყოფილან ჩვეი ბიჭები წარმატება მათ და ყველანი სტადიონზეეეეეეეეეე !
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]