საეჭვო მატჩები ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება, თუმცა საფეხბურთო მაფია ყველაზე მეტად გერმანიაში ჰყვავის
უეფადან გამოგზავნილი წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩების შესახებ ატყობინებდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო პერიოდულად ღიად აცხადებს ჩაწყობილ თამაშებთან ბრძოლას და უკვე ნათელია, რომ უეფას საქართველოს საკითხზეც აქტიური მუშაობა დასჭირდება.

თუკი აქამდე საქართველოს ჩემპიონატში არსებულ სიბინძურეებზე მხოლოდ ეჭვი არსებობდა, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წყალობით რამდენიმე უკანონო საფეხბურთო გარიგებას ფარდა აეხადა.

უეფას მსგავსად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე უმსგავსობების მიმართ გულგრილი არც ფიფაა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზეპ ბლატერის უწყება ინტერპოლთან ათწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და საფეხბურთო მაქინაციების გამოვლენაზე უკვე სისხლის სამართლის საერთაშორისო პოლიციასთან ერთად იმუშავებს. პირველ ეტაპზე ფიფა ამ საქმისთვის 20 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

საეჭვო მატჩები კი ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება. სავარაუდოდ, ევროპაში ამ მხრივ გერმანია უნდა ლიდერობდეს. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინ პოლიციამ ამ ქვეყანაში მოქმედი ხორვატიული კლანი გაანეიტრალა და მას ციხეში არბიტრი რობერტ ჰოიცერიც მიუსვა, რჩება სერიოზული ეჭვი, რომ გერმანიაში საფეხბურთო მაფია ძველებურად ჰყვავის. ფიფა და ინტერპოლი გერმანიის სხვადასხვა ლიგებში გამართული 300 (!) საეჭვო მატჩის დეტალებს იძიებენ. მეორე ადგილზე ხორვატიაა, სადაც ძიების ობიექტი 47 შეხვედრაა, მესამე საფეხურს კი ფინეთი იკავებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა დიდი სკანდალი და მოწმის სტატუსით პოლიციასთან საქმე ძმებ ხორგუაშვილებსაც ჰქონდათ.

ფიფა მხოლოდ ამ სამ "ლიდერ" ქვეყანას ასახელებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ადგილი უჭირავს ამ "საპატიო" რეიტინგში საქართველოს, მაგრამ ვეჭვობთ, ჩვენს ქვეყანას გარიგებული მატჩების რაოდენობით იმაზე გაცილებით მეტი "მიღწევა" ექნება, ვიდრე ფიფას სანაკრებო რეიტინგში აქვს.

გამოძიება მხოლოდ საკლუბო კი არა, სანაკრებო მატჩებზეც მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ბოლივია-ლატვიისა და ბულგარეთ-ესტონეთის ამხანაგურ შეხვედრებში უხვად დანიშნული პენალტები წინასწარ დადგმული სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო.

გამოძიების კვალდაკვალ, ფიფა თავის წევრ ქვეყნებში კლუბების ხელმძღვანელთათვის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც შეეცდება, აუხსნას მათ, რაოდენ მძიმე შედეგები მოჰყვება ბინძურ საფეხბურთო გარიგებებში მონაწილეობას. ამასთან, ფიფა მათ სპეციალურ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს, რომელიც კეთილისინდისიერ ფეხბურთელებს თაღლითების გამოვლენაში სამართალდამცავი ორგანოების დახმარებას გაუადვილებს. ფიფა სთხოვს თავის წევრ ყველა ფედერაციასა და ასოციაციას, კარგად გაითავისონ შექმნილი პრობლემის სიმძიმე და მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ უკანონობასთან საბრძოლველად.

ფიფა არც საკუთარი შეცდომების აღიარებას ერიდება და აცხადებს, რომ სჯობდა, ინტერპოლთან საქმე აქამდეც დაეჭირა. თუკი დღემდე პოლიცია საფეხბურთო დამნაშავეების პოვნას იშვიათად ახერხებდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო იმედოვნებს, რომ ეს ხელშეკრულება ფეხბურთის "განწმენდის" დასაბამი გახდება.

ქართულ სკანდალზე ჯერჯერობით კომენტარი არც ფიფას გაუკეთებია და არც უეფას, მაგრამ, საუბედუროდ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი მათი დაკვირვების ობიექტია და ასე გაგრძელდება ახლო მომავალშიც.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა