თბილისში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ბელა ხოტენაშვილიცაა
არაერთხელ ითქვა, რომ თბილისში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ალბათ, ამიტომაცაა, რომ შეჯიბრების სტარტიდანვე ნახევარი ქულისთვისაც კი უშეღავათო ორთაბრძოლებია.

აი, შედეგიც: მხოლოდ სამი ტური მიილია და ტურნირს უდანაკარგოდ ოთხი დიდოსტატიღა შემორჩა. ერთ-ერთი ჩვენებურია - ბელა ხოტენაშვილი. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრ მარია რომანკოს ეთამაშებოდა. დებიუტში მიღებული უპირატესობა მან ბოლომდე შეინარჩუნა და 75-ე სვლაზე ჩრდილოელი მეზობელი აიძულა, საათი გაეჩერებინა.

ზედიზედ მესამე წარმატებას მიაღწია ჩემპიონატის რუსმა რეიტინგფავორიტმა ნადეჟდა კოსინცევამ. გუშინ მან ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) დაამარცხა. ჯიქურ მიიწევს წინ ელინა დანიელიანი. სომხეთის ნაკრების ლიდერმა ნინო ხურციძეს აჯობა. ევროპის სამგზის ვერცხლის პრიზიორმა ვიქტორია ჩმილიტემ (ლიტვა) ახალგაზრდა ნაზი პაიკიძეს სძლია.

ლიდერთა დანარჩენი პარტიები ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო (უკრაინა)-2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ლელა ჯავახიშვილი, ევგენია ოვოდი (რუსეთი)-მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ევროპის სამგზის პრიზიორი ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი)-ლილით გალოიანი (სომხეთი), სოფიკო გურამიშვილი-კონტინენტის 2008 წლის ბრინჯაოს მედალოსანი, უკრაინის ნაკრების წევრი ანა უშენინა, სოფი მილიე (საფრანგეთი)-ორგზის ევროპის ჩემპიონი, 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, ფიდეს ქალთა გრანპრის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე-საქართველოს 2011 წლის ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი, ინგა ჭარხალაშვილი-ოცწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (სლოვენია). ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი) ელენა სედინას (იტალია) სძლია.

გათამაშების ცხრილში ორი ყაიმის შემდეგ პირველი მოგება ჩაიწერა ალექსანდრა კოსტენიუკმა - თანამემამულე ალექსანდრა გორიაჩკინა დაჯაბნა... სოფიო გვეტაძე-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) 0.5:0.5, ინა გაპონენკო (უკრაინა)-მაკა ფურცელაძე 0.5:0.5, სალომე მელია-სვეტლანა ჩერედნიჩენკო (უკრაინა) 0.5:0.5, სოფიკო ხუხაშვილი-მარია მანაკოვა (სერბეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი-კატერინა ნემკოვა (ჩეხეთი) 1:0, ტერეზა ოლსაროვა (ჩეხეთი)-მირანდა მიქაძე 0:1...

დღეს მე-4 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლიდერები: ჩმილიტე (3)-ნადეჟდა კოსინცევა (3), ხოტენაშვილი (3)-დანიელიანი (3), სტეფანოვა (2,5)-ბაციაშვილი (2,5), ზავადსკა (2,5)-ლახნო (2,5), კრამლინგი (2,5)-ოვოდი (2,5), ჯავახიშვილი (2,5)-კოვანოვა (2,5), ბოდნარუკი (2,5)-გურამიშვილი (2,5).

"შერატონ მეტეხი პალასში" შეჯიბრებას ესწრება ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური მდივანი სავა სტოისავლევიჩი (სერბეთი), რომელსაც გუშინ ვესაუბრეთ:

- ჩემპიონატი შესანიშნავად არის ორგანიზებული, მარტო ჩემსას კი არა, ტურნირის მონაწილეთა აზრსაც გეუბნებით. აქ, მართლაც, ყოველგვარი პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ასპარეზობის თითოეულმა მონაწილემ ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთეს. ნათლად ჩანს, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. მადლიერების გამოსახატავად, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის.

- როცა შეჯიბრების მასპინძლად თბილისი დასახელდა, მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა?

- არასდროს დავეჭვებულვარ, რადგან საქართველოში უამრავი მნიშვნელოვანი ასპარეზობა გამართულა. ქალთა პირველი კონტინენტის ჩემპიონატს ხომ ბათუმმა უმასპინძლა. იქვე გაიმართა ევროპის გუნდური და ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატები, სხვადასხვა ასაკში ევროპისა და მსოფლიოს პირველობები; შეჯიბრებებიდან უკმაყოფილო არავინ წასულა. სწორედ, ამან განაპირობა ის, რომ თბილისში კონტინენტის უძლიერესი დიდოსტატები ჩამოვიდნენ.

- წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ორი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის იუბილეებს ეძღვნება...

- და ეს სასიამოვნოცაა. ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ ამგვარი პატივი დაიმსახურეს. ორივეს კარგად ვიცნობ. ქალბატონი ნონა სერბეთის "გოშას" შემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო მე და ქალბატონი მაია ერთად ვიცავდით "იუგომეტალის" ღირსებას. იუბილარები არა მარტო ძლიერი და სახელოვანი დიდოსტატები, არამედ დიდბუნებოვანი ადამიანები არიან.

- თბილისში მსოფლიოს საუკეთესო ათეულის 6 წარმომადგენელი თამაშობს. მედლების მოპოვების უპირველესი კანდიდატებიც, ალბათ, ისინი იქნებიან...

- ჩემპიონატის მოსაგებად ფავორიტობა სულაც არ არის აუცილებელი. ნახეთ, პირველმა ტურმა რამდენი სიურპრიზი შემოგვთავაზა: ევროპის პირველმა ჩემპიონმა ნატალია ჟუკოვამ წააგო ნელი ალექსანიანთან, რომლის რეიტინგი 2141-ს არ აღემატება. მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი ახალგაზრდა არაბიძეს დაუზავდა, მე-2 ტურში კი წაწალაშვილთან დაკარგა ნახევარი ქულა. ასე რომ, საპრიზო ადგილებზე გასვლა ფავორიტობაზე კი არა, მათს დღევანდელ სპორტულ ფორმაზეა დამოკიდებული. წინასწარ რამის თქმა ძნელია, წინ დიდი გზაა - მთელი რვა ტური. ევროპის ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო და, იმედია, ქომაგები არ მოიწყენენ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"