იტალიის ნაკრებმა მოდის სახლ Armani-სთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ეროვნული გუნდის ფორმაზე მუშაობის შემდეგ, დიზაინერმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 4-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

კონტრაქტში გაწერილია, რომ ბრენდმა უნდა იზრუნოს მამაკაცების, ქალებისა და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ჩაცმულობაზე.

ამ დრომდე იტალიის ნაკრებთან "დოლჩე და გაბანა" მუშაობდა.

ჯორჯო არმანიმ კოსტიუმი, პერანგი და პალტო შექმნა, ქსოვილად კი ტრიკოტაჟი შეარჩია - უბრალო და მოსახერხებელი.

კაცების ნაკრებმა ახალ კოსტიუმებში ფოტო უკვე გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ლუქს სრულყოფილ სახეს "არმანის" ფეხსაცმელები, ქამრები, ჩანთები, ზურგჩანთები და მზისგან დამცავი სათვალე აძლევს.

"ამ შეთანხმებამ განსაკუთრებით გამაბედნიერა. "ჩელსისა" და "ბაიერნთან" მუშაობის გამოცდილების შემდეგ კვლავ ფეხბურთს ვუბრუნდები და ახლა ტანისამოსს იტალიის ნაკრებისთვის ვქმნი, რომელსაც ჯერ კიდევ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავაცვი.

ფედერაციასთან თანამშრომლობით ვამაყობ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩვენს სპორტსმენებს წარმოდგენა შევუქმნა სირბილესა და ელეგანტურ პრაქტიკულობაზე. მე შევქმენი ჩემი სტილის შესაბამისი გარდერობი, რომელიც განკუთვნილია მუდმივ მოძრაობაში მყოფი სპორტსმენებისთვის. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომ მსოფლიო სტილის იტალიურ განცდას ვაზიაროთ" - განაცხადა ჯორჯო არმანიმ.

ჯორჯო გიჟდება სპორტზე
2004 წელს იტალიელი დიზაინერი საკალათბურთო კლუბ "მილანის" სპონსორი გახდა. კლუბს მაშინ ძალიან მძიმე ვითარება ჰქონდა და სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. დახმარება კი სრულიად მოულოდნელი მხრიდან მივიდა მათთან. Armani-ს კრეატიულმა დირექტორმა ლეო დელ ორკომ თავისი უფროსი დაარწმუნა, მომაკვდავი საკალათბურთო კლუბი გადაერჩინა. 2008 წელს ჯორჯომ საკალათბურთო კლუბი მისი წინა მფლობელისგან იყიდა. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "მილანმა" იტალიის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

ჯორჯო არმანი სპორტთან პირველად 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისას გადაიკვეთა, როდესაც საზოგადოების წინაშე იტალიის ნაკრების ტანისამოსის დიზაინერის როლში წარდგა. ამის შემდეგ ის სპორტსმენებთან და ფედერაციებთან მუდმივად თანამშრომლობდა (ზრუნავდა იტალიის ოლიმპიური გუნდის, "ნიუკასლისა" და "ჩელსის" ფეხბურთელების, ინგლისის ნაკრებისა და ისეთი ვარსკვლავების ჩაცმულობაზე, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და კრისტიან ვიერია).

"ფეხბურთის სამყარო მიზიდავს, თუმცა ის ძალიან რთულია. ზოგიერთმა მოთამაშემ შეიძლება დააზარალოს ბრენდი, თუ მოედანზე სათანადოდ ვერ გამოავლენს საკუთარ თავს. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ სუფთა რეპუტაციას, როგორიც კაკასა და შევჩენკოს აქვთ.

ჩემი პარტნიორები ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ მთავაზობდნენ ფეხბურთში ფულის ჩადებას, თუმცა მე თავს ვიკავებდი. ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, რომ ამას მტრების მომატება შეეძლო. საკალათბურთო კლუბ "მილანის" შემთხვევაში კი სენტიმენტალური აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდი. იმ შემთხვევაში ძალიან სერიოზული საჭიროება იყო. ახლა ვიმედოვნებ, რომ კლუბი ხშირად მოიგებს, სხვა გუნდების გულშემატკივრები კი მაპატიებენ და გააგრძელებენ ჩემი შარვლების ყიდვას".

კალათბურთი უკვე დიდი ხანია ჯორჯო არმანის ცხოვრების წესის ნაწილი გახდა.

მისი მეგობრები - სპაიკ ლი, რასელ ქროუ - მილანში ყოფნისას ყოველთვის ესწრებიან გუნდის მატჩებს. თავად დიზაინერი კი აუცილებლად ესწრება NBA-ს თამაშებს, სადაც ასევე უამრავი ნაცნობი ჰყავს.

დიზაინერს კარგი ურთიერთობა აქვს კალათბურთელ კობი ბრაიანტთან, რომელიც არმანისთან შესახვედრად მილანში ჯერ კიდევ 2008 წელს საგანგებოდ იმისთვის ჩავიდა, რათა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე რჩევები დიზაინერისგან მიეღო. არმანი ასევე კარგად იცნობს NBA-ს ელეგანტურობის ეტალონად აღიარებულ პეტ რაილის, რომელიც 90-იანებში მუდამ ცდილობდა იტალიაში არმანისთან შეხვედრის მიზნით ჩასვლას, არასდროს იშორებდა სპეციალურად მისთვის შეკერილ კოსტიუმებს და თავისი ვნება ალონცო მოურინგსა და ტიმ ჰარდუეისაც გადასდო.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

Beso
ჩ ა ა ც ვ ა მ ს ეს ჩააცმევს რა უბედურებაა, კაცო!!!
sdfffff
ფორმა კარგია, მაგრამ თამაშს უნდა უმენიე.
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"ნაპოლი" არმანის დიზაინის ფორმით შეიმოსა
ჯორჯო არმანი: მეც შემიძლია "მილანი" შევიძინო
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა