ხორვატიის ნაკრების თავკაცი დარწმუნებულია, რომ თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეძლებს
ახლახან ხორვატიის ნაკრების საკადრო პრობლემებზე გიამბეთ და იმედი გამოვთქვით, რომ სლავენ ბილიჩის გუნდში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა საქართველოს ნაკრებს 3 ივნისს სპლიტში წარმატების შანსს დაუტოვებს.

თუმცა ხორვატიულ პრესასთან ბილიჩი ოპტიმისტური განწყობით ლაპარაკობს და ქართველებთან რევანშის დიდი იმედი აქვს, მეტიც, წარმატებაში ეჭვი არ ეპარება:

"დარწმუნებული ვარ, რაც თბილისში დაგვემართა, ეს სპლიტში აღარ განმეორდება. საშინაო მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მერე შემდგომ წარმატებებზე ვიფიქროთ."

თბილისში განცდილი მარცხი კი ხორვატთა თავკაცმა კიდევ ერთხელ მიაწერა უიღბლობას, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელების მიმართ აუგი არ დასცდენია და პასუხისმგებლობა თავად იტვირთა.

"ასეთი სიმწარე ნებისმიერ გუნდს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ, როცა მეტოქეებს საგრძნობლად ჯობიხარ, ვალდებული ხარ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავო. ყველაფერი ჩვენს ხელთაა და დარწმუნებული ვარ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - აცხადებს ბილიჩი.

რაც შეეხება ტრავმირებულთა სიმრავლეს, ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ივიცა ოლიჩსა და ივან რაკიტიჩს სრულფასოვანი შემცვლელები მოეძებნებათ: "ორი ვარსკვლავი გვაკლია და ამის ანაზღაურება გაგვიჭირდება, მაგრამ გვყავს მაღალი დონის სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც მათ არყოფნას არ გვაგრძნობინებენ." ბილიჩს განსაკუთრებით ედუარდოსი ეიმედება. შეგახსენებთ, დონეცკის "შახტარის" ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა ტრავმის გამო თბილისური მატჩი გამოტოვა.

ბილიჩმა გუნდის სხვა რგოლებში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა. მან აღიარა, რომ მეკარე ვედრან რუნიე ბოლო დროს დამაჯერებლად ვეღარ თამაშობს, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი მას საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. ბილიჩი ჯერჯერობით რუნიეს რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს.

მწვრთნელი დამწუხრებულია იმაში, რომ ვეტერან იოსიპ შიმუნიჩს გერმანულ "ჰოფენჰაიმში" აღარ ენდობიან, რის გამოც ნელ-ნელა ნაკრებშიც კარგავს პოზიციებს. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად პროგრესირებს ლიონელი დეიან ლოვრენი, რომელსაც დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, შესანიშნავ ფორმაშია ტოტენჰემელი ვედრან ჩორლუკაც. ნახევარდაცვა კი, ბუნებრივია, ხორვატთა უძლიერესი რგოლია...

ბილიჩს ისიც ჰკითხეს, უარყოფითად ხომ არ უმოქმედია ნაკრებზე მისი ასისტენტის, რობერტ პროსინეჩკის სერბულ "ცრვენა ზვეზდაში" წასვლას, რაზეც მან მიუგო, იგი შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ სისულელეა იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი არყოფნის გამო დავმარცხდითო.

ედუარდოს შემდეგ კი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ბრაზილიელის გამოჩენაა მოსალოდნელი, ოღონდ საქართველოს წინააღმდეგ არა, უფრო მოგვიანებით. წლებია, ზაგრების "დინამოში" წარმატებით ასპარეზობს 23 წლის თავდამსხმელი სამირი, რომელიც, ხორვატიის მოქალაქეობას თუ მიანიჭებენ, ნაკრებში დამკვიდრების შანსს აუცილებლად მიიღებს.

LASHA
მთავარია ნაკრებმა ჯიგრით ითამაშოს და გუნდში ერთსულოვნება იყოს და ყველაფერი კარგად იქნება. ქეცბაიას საქმეებში ვერ ჩავერევით მაგრამ გოგუა მაინც საჭირო კაცი მგონია, თამაშში სხვა მუხტი შეაქვს, ისე გოგუამაც უნდა აკონტროლოს თავი
gujakakhadze
ვარსკვლავები კი გყავს, მაგრამ გამოგადგა?
Tornike
აქაც 2 ვარიანტია, ან მოგვიგებენ, ან არა :)
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა