ამ სამიოდე დღის წინ, ეროვნული ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე...

ამ სამიოდე დღის წინ, ეროვნული ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხიზანიშვილსა და "ბლექბერნს" შორის კონტრაქტი გაწყდა და ჩვენებურმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. უცხოური სააგენტოების ინფორმაციაც გაგაცანით - ხიზანიშვილით, ინგლისური "რედინგი", შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და კიდევ ერთი თურქული კლუბი - "ანჯარაგიუჯუა" დაინტერესებული.

გუშინ უცხოურ ვებგვერდებზე მორიგი ცნობა გავრცელდა - შესაძლოა, ხიზანიშვილმა კარიერა რუსულ პრემიერლიგაში, კერძოდ, მახაჩყალის "ანჟიში" გააგრძელოს.

"საქართველოს ნაკრების მცველი ზურაბ ხიზანიშვილი "ანჟიში" სინჯებზეა. "ბლექბერნის" მცველი გასულ სეზონში "ჯერ "ნიუკასლში", ხოლო შემდეგ "რიდინგში" იყო განათხოვრებული. მახაჩყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის გაჯი გაჯიევის თქმით, ხიზანიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ეს ინფორმაცია გუშინ ჯერ "სპორტ-ექსპრესმა", ხოლო შემდეგ სხვა რუსულმა და ასევე აზერბაიჯანულმა წყაროებმაც გაავრცელეს. მერე ამას ბრიტანული "დეილი მეილიც" დაემატა:

"მას შემდეგ, რაც "ბლექბერნმა" ზურაბ ხიზანიშვილს თავისუფალი აგნტის სტატუსი მიანიჭა, ქართველ მცველთან რუსულმა "ანჟიმ" დაიწყო მოლაპარაკებები. "ანჟის", რომელიც ცხრილის შუაგულშია, ხიზანიშვილის გარდა განის ნაკრების ნახევარმცველ ლარი კინგსტონთან აწარმოებს მოლაპარაკებას".

გაჯიევს კვირკველიას დატოვება უნდა

ბოლოს დავუბრუნდეთ ისევ "სპორტ-ექსპრესს", რომელიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ამჯერად დავით კვირკველიაზე წერს. შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ანჟიში" ყაზანის "რუბინიდანაა" განათხოვრებული და ამ საიჯარო კონტრაქტის ვადა ხვალ, 31 ივლისს იწურება. როგორც ჩანს, "ანჟის" თავკაცს კვირკველია არ ეთობა. პრესასთან საუბარში გაჯიევმა აღნიშნა, რომ ქართველთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე მახაჩყალელები "რუბინთან" უკვე შეთანხმებულები არიან.

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია