დანიაში სარბოლო ავტომობილები "ლეგენდა"-ს (Legends) ევროპის ჩემპიონატის ეტაპი ჩატარდა
8 მაისს ტრასა "პადბორგ"-ზე (Padborg) დანიაში ჩატარდა სარბოლო ავტომობილები "ლეგენდა"-ს (Legends) ევროპის ჩემპიონატის ეტაპი. ეტაპი შედგებოდა სამი რბოლისგან.

ქართველმა მრბოლელმა შოთა აფხაზავამ ორჯერ დაიკავა მეხუთე ადგილი, ხოლო ბოლო რბოლის ფინიშზე მეოთხე მივიდა. სულ რბოლაში მონაწილეობას იღებდა 18 სპორტსმენი დანიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პირველ წვრთნაზე აფხაზავა თითოეულ წრეზე ლიდერს ჩამორჩა 1.6 წამით. თუმცა, უკვე მეორე წვრთნაზე დაშორება 0,9 წამამდე შემცირდა. ამის ხარჯზე შოთამ კვალიფიკაციაში 8-ე ადგილი დაიკავა, მან განახორციელა რამოდენიმე გასწრება და 5-ე ადგილზე გავიდა.

შოთა აფხაზავა: "ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. პირველი რვა პილოტის შედეგები განსხვავდებოდა არაუმეტეს 1 წამით. ამის მიუხედავად, უკვე მეორე რბოლაში მე გავედი მეოთხე პოზიციაზე. წრეში ყოფნის დრო ლიდერს მხოლოდ 0,3 წამით ვუსწრებდი. ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, როგორც მიღებულია, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ვთვლი, რომ შედეგი არც ისე ცუდია."

შოთა აფხაზავას აქვს სარბოლო ავტომობილ "ლეგენდა"-ს მართვის დიდი გამოცდილება. მან რამდენჯერმე მოიგო "ლეგენდები"-ს რუსეთის სერია (2008-2010). 2008 წელს მან ლას-ვეგასში "ლეგენდები"-ს მსოფლიო ფინალზე დაიკავა 2-ე ადგილი. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე შოთა მონაწილეობას იღებს პირველად, და ჯერ კიდევ არასოდეს გამოსულა "პადპორგი"-ს ტრასაზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველ პილოტს ტრიბუნებზე მხარს უჭერდნენ მისი მშობლები და უფროსი ვაჟი. შოთა აფხაზავა არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (სსსა) პრეზიდენტი, პროფესიონალი სარბოლო ინჟინერი, "ფორმულა-3"-ის საავტომობილო კლასის კონსტრუქტორი. ამჟამად იგი ახორციელებს ინვესტიციას "რუსთავი"-ს ავტოდრომის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც უნდა გახდეს ავტოსპორტის ცენტრი მთელი ამიერკავკასიის და შავი ზღვის რეგიონში.

msy.gov.ge

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა