უეფას ოფიციალურ საიტზე "ვიტესის" ქართველი მცველის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

უეფას ოფიციალურ საიტზე "ვიტესის" ქართველ მცველ გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. აპრილის შუაგულში "გრონინგენის" დამარცხებით კაშიას გუნდმა ჰოლანდიის ელიტურ დივიზიონში ადგილი პრაქტიკულად შეინარჩუნა, რაშიც მისი წვლილიც საკმაოდ დიდია.

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებსა და თბილისის "დინამოზე" საუბრობს.

"ძალიან მიხარია, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნაკრების თამაში და შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა, ამიტომ კიდევ უფრო მეტად მსურს ამ პროგრესში ჩემი წვლილი შევიტანო. ჯერჯერობით ჩემი დრო არ დამდგარა, თავდაუზოგავად ვიმუშავებ და მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს შანსს დავიმსახურებ."

რა თქმა უნდა, ნებისმიერი თბილისის დინამოელის გულში მშობლიური კლუბი სამუდამოდ რჩება.

"ჩემი პირველი გუნდის მატჩებისთვის თვალის სადევნებლად დროს ყოველთვის ვპოულობ. ჯერეჯრობით ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ მსურს ჩემი კარიერა იქვე დავასრულო, სადაც დავიწყე. ბუნებრივია, ყოფილ თანაგუნდელებთან კონტაქტს ვინარჩუნებ. "დინამოს" თავკაც კახაბერ კაჭარავას ხშირად ვურეკავ და ძალიან მიხარია, რომ "დინამო" თანდათან უკეთესობისკენ მიდის. ბედნიერი ვიქნები, თუ ასეთი დიდი ტრადიციების გუნდი წარსულ დიდებას დაიბრუნებს და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს", - თქვა კაშიამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა