ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მიერ ორთვიანი დისკვალიფიკაციის მიღბასთან დაკავშირებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განმარტებებს აკეთებს.

როგორც ფედერაციის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ ძიუდოისტებს სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობებში მონაწილეობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ჯერ კიდევ 2014 წელს აუკრძალა, ყაზახეთში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი გურამ თუშიშვილი დამოუკიდებლად გაემგზავრა და ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ ყოფილა.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დებულების შესახებ, რომელიც კრძალავს ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობებში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ინფორმირებული იყო. უფრო მეტიც, სანამ საერთაშორისო ფედერაცია ამ დებულებას მიიღებდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ 2014 წელს თავად მიიღო დებულება, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრებს სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში შეთანხმების გარეშე მონაწილეობას უკრძალავდა. გურამ თუშიშვილის შემთხვევაში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად", - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

გუშინ, 27 მარტს გურამ თუშიშვილი გამოეხმაურა ორთვიანი დისკვალიფიკაციის მიღებას და განაცხადა, რომ აღნიშნული არკძალვის შესახებ არაფერი იცოდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში კი კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

"მე აქამდეც მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა ყაზახურ ჭიდაობაში, ეს ფაქტი ცნობილი იყო როგორც საქ. ძიუდოს ფედერაციისათვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ აკრძალვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივაყენებდი ზიანს ჩემს სპორტულ კარიერას. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო", - წერია "ფეისბუქზე" თუშიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად თუშიშვილის მიერ მიღებული დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა, თუმცა შემდეგ საკუთარივე განცხადება დაარედაქტირა.

ეს განცხადება საქართველოს ძ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ

[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს