ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა"რეალის" წინააღმდეგ კატალონიელთა ამასწინდელი მატჩები შეაფასა
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა "რეალის" წინააღმდეგ ამასწინდელი მატჩები შეაფასა.

"სევილია"-"რეალის" მატჩის ყურების შემდეგ (2:6), როდესაც ვნახე როგორ ითამაშა "რეალმა", საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, რა მოხდებოდა, მადრიდელებს რომ "ბარსელონას" წინააღმდგ სხვა შემადგენლობით და სხვა ტაქტიკით ეთამაშათ. "სევილიასთან" სტუმრად, სადაც კატალონიელებმა გამარჯვებისთვის იბრძოლეს, "რეალმა" უბრალოდ გაისეირნა და მეტოქის მიმართ სიფრთხილის ან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო დათრგუნულობის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.

"რეალის" პრობლემა ისაა, რომ მოურინიო ფეხბურთისადმი მიდგომას მხოლოდ "ბარსელონასთან" მატჩებში იცვლის. ასე არ უნდა იყოს, თუ შენი გუნდის გჯერა. მაგრამ ის მთავარი მწვრთნელია და ამ გადაწყვეტილებებს თავად იღებს. თუ მას საკუთარი მოთამაშეები ტაშს უკრავენ, შესანიშნავია. ყველა პუბლიკისთვის თამაშობს, საკუთარი გულშემატკივრებისთვის. "მაგრამ "რეალი", ისევე როგორც "ბარსელონა" - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ესპანეთის თასი მოიგო, მოურინიოს ოთხ მატჩში ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. ეს მის მოედნის გარეთ ქცევასაც ეხება და უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მიღებულ გადაწყვეტილებებსაც.

ვერასდროს გავიგებთ, რა იქნებოდა, "რეალს" რომ "ბარსელონასთან" სხვაგვარად ეთამაშა, მაგრამ ნათელია, რომ გუნდში ასეთი მოთამაშეებით, ამ მატჩებისთვის თამაშის სხვაგვარი მოდელის არჩევა შეიძლებოდა", - თქვა კრუიფმა.

მომზადებულია Мarca-ს მიხედვით

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა