ორიოდე დღეც ვერ გაძლო უმუშევრად დარჩენილმა დიეგო მარადონამ და ალაპარაკდა... მაგრამ ისეთები თქვა, კოკოითის ახალ მეგობარს ერჩივნა ისევ პირში წყალი ჩაეგუბებინა.

ორიოდე დღეც ვერ გაძლო უმუშევრად დარჩენილმა დიეგო მარადონამ და ალაპარაკდა... მაგრამ ისეთები თქვა, კოკოითის ახალ მეგობარს ერჩივნა ისევ პირში წყალი ჩაეგუბებინა. დიეგომ ყველაფერი, მათ შორის, თანამდებობის დაკარგვა, ყოფილ მეგობარ კარლოს ბილარდოს დააბრალა. სხვათა შორის, სანამ მარადონას მოხსნიდნენ 1986 წლის ტრიუმფატორი მწვრთნელი, ახლა კი ნაკრების გენერალური მენეჯერი ბილარდო იმუქრებოდა, რომ ისიც გადადგებოდა თანამდებობიდან.

მარადონა რეპორტიორების წინაშე ახალთახალი პიჯაკით და წვერის უახლესი ვარცხნილობით წარდგა, ის მშვიდად გამოიყურებოდა. ნაკრების ყოფილმა თავკაცმა წინასწარ მომზადებული წერილი წაიკითხა, მაგრამ იქ ისეთები ეწერა... "ბილარდომ გამიჩალიჩა, ის მოღალატეა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყველა გერმანიასთან მატჩში წაგებას ვტიროდით, ბილარდო უკვე ზრუნავდა ჩემს გადაყენებაზე", - განაცხადა მან. მარადონამ არც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა "დაინდო", რომელსაც მან სიცრუეში დადო ბრალი. "მოკლედ ყველაფერი ბილარდომ და "უმბერტიტომ" მოაწყვეს. გასახდელში პირში მეუბნებოდნენ, რომ ისევ მე ვიქნებოდი ნაკრების მწვრთნელი, არადა უკვე "მოხსნილი" ვყავდით".

მარადონამ აღნიშნა, რომ მოთმინების ბოლო წვეთი იყო გრონდონასთან ორშაბათის შეხვედრა. მან მითხრა: "კი ბატონო, აგრძელებ მუშაობას, ოღონდ შენი 7 თანაშემწის გარეშე. ამის თქმას ერჩივნა, პირდაპირ ეთქვა, შენ აღარ მუშაობ ნაკრებში. მე ვალდებულიც ვარ დავიცვა ჩემი ხალხი ნაკრებში. ვერ შევიცვლიდი დამხმარეებს ესე ერთი ხელის მოსმით, მე ხომ გრონდონებს არ ვგავარ - სულ სხვა მორალური ფასეულობები მაქვს". სხვათა შორის, არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა ახლაც მარადონას მხარე დაიჭირა. "ძალიან ნაწყენი ვარ ასე რომ მოხდა. დიეგო ყოველთვის იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მთელი გულით აკეთებდა. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ როცა ეროვნულ ინტერესზეა საქმე, იქ დიეგო მუდამ პირნათელი იყო", - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.

კარლოს ბილარდო გაოცებული დარჩა: "ძალიან მაინტერესებს, როგორ "ვუღალატე" მარადონას. მან მიიღო ყველაფერი, რაც მოისურვა. ყოველთვის გვერდით ვედეგი დიეგიტოს და, აი, როგორ გადამიხადა მადლობა. მე მოვითხოვე მისთვის 4-წლიანი კონტრაქტი. აქამდე ჩუმად ვიყავი და ნაკრების საკეთილდღეოდ ხმას არ ვიღებდი, მაგრამ საკმარისია! მეგობრობა მე ცხოვრებაში გამიგია და არა ნაკრებში. როგორც შეიძლება ყველა შენი ნათესავი და ახლობელი ნაკრებში მოიყვანო, ეს არასერიოზული მიდგომაა, მისი თანამდებობა კი ძალზე სერიოზული იყო. თავს რომ ვისულელებდი მარადონას, რატომღაც, ეგონა, რომ მართლა სულელი ვარ", - განაცხადა კარლოს ბილარდომ საპასუხოდ.

ლელო

saxeli
ანტიმარადონა-ს და რა მერე? ოსურ საინფორმაციო სააგენტოს თუ დაუჯერებ ბორჯომიც მაგათია და რაჭის ნაწილიც... ცხინვალში არა და ქურთაში უეჭველი ჩავა :DDD შეხვედრა და ფოტო არაფერს ნიშნავს... მართლაც რომ ჩადიოდეს ეს სტატია სუფთა ჟურნალისტიკის პრინციპებით არაეთიკურია... ვოტ
antimaradona
saxeli-ს სანამ ჟურნალისტს რამეს დაუწუნებ, ჯერ ეს ლინკი ნახე! http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/1186-maradona-kokoithis-shekhvda.html არ წაიღეს ტვინი ამ დებილის ფანებმა? !!!
argentina
ვეთანხმები "სახელს". კოკოითის მეგობარი ბრჭყალებში მაინც უნდა ჩაესვა ავტორს... ეგრე მარადონა მილიარდს ვიღაცას შეხვედრია და ყველას მეგობარია?
giorgi
ვენესუელასჰი მყოფი კოკოიტი სჰეხვდა მარადონას, ედუარდმა გენიალური ფეხბურტელი სამრეტ ოსეტში მიიპატიჟა.. ოსურად დავწერე სპეციალურად :D
nika
რა მაინტერესებს იცით ,რა კოკითი ვერ გავიგე, ეტყობა რაგაც ინფორმაცია გამოვტოვე და იქნებ გამაგებინოთ
saxeli
"ორიოდე დღეც ვერ გაძლო უმუშევრად დარჩენილმა დიეგო მარადონამ და ალაპარაკდა... მაგრამ ისეთები თქვა, კოკოითის ახალ მეგობარს ერჩივნა ისევ პირში წყალი ჩაეგუბებინა. დიეგომ ყველაფერი, მათ შორის, თანამდებობის დაკარგვა, ყოფილ მეგობარ კარლოს ბილარდოს დააბრალა". და ეს ჟურნლისტის დაწერილია? ავტორთან მაქვს შეკითხვა, კოკოითის მეგობარი საიდან არის? ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერ ამას?
დაჩი ნაპირელი
ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ვერ არის ნორმალური! ისე რა დავაშავეთ ფეხბურთის გულშემატკივრებმა რომ ერთი ე. წ. მეფე ფეხბურთელი კი არა ყავა უფრო აღმოჩნდა, მეორე კი სულაც არანორმალური! აბა ნორმალური კაცი კოკოითს შეხვედებოდა და ხელს ჩამოართმევდა? ... ნეტავი თუ დაიბანა მერე ის ხელი?!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"