30 მარტს თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობა 10-მა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო.

აქედან მედლისთვის მხოლოდ ორი იბრძოლებს, ისიც ბრინჯაოს მედლისთვის. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ვალერი იაშვილი იჭიდავებს, ხოლო 81-ში ტატო გრიგალაშვილი.

73 კგ.

ვალერი იაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში დმიტრი მინკოვი (ბელორუსი) არ გამოცხადდა და ჩვენებურს გამარჯვება ჩაეთვალა. მომდევნო ორ შეხვედრაში იაშვილმა უკრაინელი დმიტრო კანივეცი და რუსი ოლეგ ბაბგოევი დაამარცა და თან ორივე იპონით. ნახევარფინალში იაშვილი კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა და იპონით დამარცხა. შესაბამისად იაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იჭიდავებს, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დაუპირისპირდება.

ლაში გიუნაშვილი მეორე წრეში ვადიმ შოკას (ბელორუსი) შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, შემდეგ პორტუგალიელ ნუნო სარაივას იპონით მოუგო. მომდევნო ეტაპზე გიუნაშვილი დენის იარცევს შეხვდა, თუმცა დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადაიაცვლა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან სამი გაფრთხილებით წააგო.

ფრიდონ გიგანმა პირველ წრეში ჩოიჯილსურენ განბოლდი (მონღოლეთი) ეფექტური გდებით დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ ნილს სტამპთან ვაზარით წააგო.

გიორგი ჩიხელიძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში შატლიკ ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი) სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ჩიხელიძე მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დამატებით დროში დამარცხდა.

81 კგ.

ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ისვენება, ხოლო მეორე წრეში დაიანჩ ომიროვს (თურქმენეთი) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში სძლია. სამწუხაროდ მეოთხედფინალში გრიგალაშვილი გერმანელ ტიმო კაველიუსთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კობა მჭედლიშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, საბოლოოდ კი მჭედლიშვილი სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ ალფა უმარ ჯალოს შეხვდება.

კობა მჭედლიშვილი მეორე წრეში მატეო მარკონჩინის (იტალია) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისაც იპონით სძლია. მეოთხედფინალში მჭედლიშვილი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძეს შეხვდა და იპონით დამარცხდა. მჭედლიშვილი რეპეშაჟში გრიგალაშვილთან დამარცხდა.

გიორგი კაციაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჰენესს კონრადს (გერმანია) შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ბექა დონღვანი მეორე წრეში კამოლიდინ რასულოვთან (უზბეკეთი) ვაზარით დამარცხდა.

გოგონები

კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი გოგონების ასპარეზობა. ტურნირის მეორე დღეს ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

მზია ბებოშვილი (63 კგ) მეორე წრეში მარტინა ტრაიდოსთან (გერმანია) იპონით დამარცხდა

მარიამ ჭანტურია (70 კგ) მეორე წრეში ლაურა ვარგას კოხთან (გერმანია) ასევე იპონით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" წარმოადგენს.

ჯ ი ჯ ი
ყოველწლიურწდ ეცემა ჩვენი ერთდროს ,,მსოფლიოს მცირე პირველობად'' წოდებული ტურნირის პრესტიჟიც და დონეც. იაპონია ჩამოდიოდა სრული შემადგენლობით, ეხლა არც გვკადრულობენ.რას ფიქრობს ფედერაციის პრეზიდენტი საინტერესოა.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ვალერი იაშვილმა თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
კორონავირუსის გამო თბილისის გრან პრი გაუქმდა
[VIDEOS] ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
ეკატერინგბურგი გრანდ სლემი. II დღე: ბრინჯაოსთვის მარტო ერთი ქართველი იჭიდავებს
ნატალია ყიფშიძემ მეტოქე ისე გაგუდა, რომ ცოტა ხანი გონზე ვერ მოდიოდა [VIDEO]
თბილისის გრან პრი. I დღე: ორი ქართველი ფინალში, ორი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
არის იპონი! - ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]