31 მარტს დასრულდა თბილისის გრან პრი, რომლის ბოლო დღესაც ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს.

მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ლევან მატიაშვილი, რომელმაც ფინალში ბელორუსი ალექსანდრ ვახავიაკი ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ონისე ბუღაძემ, მან რეპეშაჟში გელა ზაალიშვილს სძლია.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ფინალში კუბელ სილვა მორალესთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ფინალამდე მან ბექა ღვინიაშვილს აჯობა, რომელმაც რეპეშაჟში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა უშანგი მარგიანიც, რომელმაც პირველივე შეხვედრა დათმო უზბეკ დავლატ ბობონოვთან და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ასევე პირველი რაუნდში დამარცხდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც ბელორუსი ვიქტორ კლიავუსაუ იყო.

100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი ლაშა ტაველურს ჰქონდა, თუმცა ის რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ ოველართან დამარცხდა.

გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე და გიორგი ჩიქოვანი ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშენ.

საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე სამი დღის განმავლობაში სულ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ჯ ი ჯ ი
თაობათა ჩანაცვლება არ ჩანს, აქ იაპონიას მე-5 ნომრებიც რომ ჩამოეყვანა და კორეასაც ვფიქრობ ბრინჯაოს მედლებიც გაგვიჭირდებოდა.
შოთა
ყოჩაღ ბიჭებს. უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და მაინც დაიდო შედეგი. გილოცავთ პირველ ადგილს!
გეორგი ფაიზაღოვი
გაიხარე ნათია-ჯან, გენაცვალე!
ნათია
ვენაცვალე ფაიზაღოვებს! :)
გეორგი ფაიზაღოვი
ვინმემ თავი არ მოიტყუოს და არ თქვას რომ ქართული ძიუდო კარგ დღეშია, 37 ძიუდოსტიდან 2 მა აიღო ოქრო!!! რა დონის ძიუდოისტებთან წაააგეს ცალკე თემაა! ოლიმპიური ლოგოს ტატუდ დახატვა არ შველის საქმეს !
bajo
ტრაკსჰია ზიუდო
koko
თბილისის გრანპრიმ გულშემატკივარს დაანახა რომ დღეს ქართული ძიუდო დიდი სიჩქარით დაღმა სვლას განიცდის!
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თბილისის გრან პრი. III დღე: მათიაშვილმა ოქრუაშვილის შემდეგ ზაალიშვილიც დაამარცხა და ფინალში გავიდა
თბილისის გრან პრი. III დღე: ქართველებმა ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს!
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
პარიზის გრანდ-სლემი. II: სამი მედლის მოპოვების შანსი
პარიზის გრანდ-სლემი. II: ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალში გავიდა
გელა ზაალიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში არიან [VIDEO]