გიგა ბეჭვაია, როინ ონიანი, ლევან ვართაგავა, სპარტაკ გოგია და ზაზა კირთაძე ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5 ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო გარიგებებში იყვნენ ჩართული, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საკმაოდ რთულად წარიმართა შეხვედრა და საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხმები გაიყო. სიჭინავას განმარტებით, 8 წევრის პოზიცია იყო, რომ ფეხბურთელებს სასჯელის სახით 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეღოთ, ხოლო 9 წევრი მოითხოვდა, მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია შეფარდებოდათ.

საბოლოოდ, სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გატარებულიყო უმკაცრესი ზომა, რაც ინქება კარგი მაგალითი, რათა მომავალში სხვა ფეხბურთელებს და კლუბებს აღარ გაუჩნდეთ მატჩების გაყიდვის სურვილი. შესაბამისად, 5 ფეხბურთელს, "ვიტ-ჯორიას" მოთამაშე გიგა ბეჭვაიას, ზუგდიდის "ბაიას" ორ ფეხბურთელს - როინ ონიანს და ლევან ვართაგავას და "სამტრედიის" ორ ფეხბურთელს - სპარტაკ გოგიას და ზაზა კირთაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდათ.

რაც შეეხება პრევენციული ხასიათის სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც აღამსრულებელი კომიტეტის წევრები აცხადებენ, გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით და, ზოგადად, ამ მიმართულებით ისინი აღმასრულებელი კომიტეტის მომავალ სხდომებზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორებას გამორიცხავს.

interpressnews.ge

dima
რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფეხბურთელები დამნაშავეები არიან, მაგრამ ხომ ჯობდა რომ ესე სამართლიანად თუნდაც ჟორდანია და ახალკაცი დაესაჯათ :) სამართალი ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს :) და ეს საქმეც არ არის ბოლომდე გამოძიებული :)ყველას კარგად მოეხსენება რომ ამ საქმეს მარტო 5 კაცი ვერ გააკეთებდა :) 5კაცზე გადატეხეს ჯოხი :) რეალურად კი ქართულ ფეხბურთს უცოდინარი ხალხი მართავს :)
davit berekashvili
აღმასკომის წევრებს მინდა ვკითხო,ასე ცხარედ რომ უკამათიათ და თურმე ხმებიც გაყოფილა,რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის სამუდამოთ მოკვეთავდნენ თუ 5 წლით?5 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნება როგორ წარმოუდგენიათ?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო