მარკო მატერაცის "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფეხბურთელს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა...

მარკო მატერაცის "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფეხბურთელს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა რომაა, ცხადზე ცხადია. მის აზრს ყოველთვის განსაკუთრებული ფასი ჰქონდა და ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა თუ რას ფიქრობს ახალ მთავარ მწვრთნელზე. მოვუსმინოთ, მარკოს, რომელიც ძალიან საინტერესოდ საუბრობს:

"თუ როგორი პიროვნება და მწვრთნელია რაფაელ ბენიტესი, ერთი წლის შემდეგ მეცოდინება. მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ესპანელს ვიცნობ და ასე მალე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ადამიანი რთულ სიტუაციებში უნდა გამოსცადო, ასეთი კი წინ ძალიან ბევრი გველის. როდესაც ჟოზე მოურინიო მოვიდა გუნდში, მაშინაც ვთქვი, რომ ერთი წელი მჭირდებოდა დასკვნების გასმოსატანად. პორტუგალიელთან ერთად ორი სეზონი ვითამაშე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის უნიკალური ადამიანი და ბრწყინვალე სპეციალისტია. მეტსაც გეტყვით, ჟოზე საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა მასიმო მორატი, როდესაც არჩევანი ჟოზეზე შეაჩერა. თავად განსაჯეთ, მას მოურინიოს სამსახური 18 მილიონი ევრო დაუჯდა, მადრიდის "რეალისგან" კი მწვრთნელთან ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის გამო 16 მილიონი მიიღო - გამოდის, რომ მხოლოდ ორი მილიონი ევროს სანაცვლოდ, ორი წლის განმავლობაში "ინტერს" საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდა მსოფლიოში".

ხომ არ იქნება ბენიტესი მოურინიოს ჩრდილში და რამდენად შეუშლის მას ხელს პორტუგალიელის ავტორიტეტი? - ამაზე მარკოს შემდეგი პოზიცია აქვს:

"რაფა სწორად მოიქცა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მუშაობის სტილი მოურინიოსგან რადიკალურად განსხვავდება. არავის კოპირება არ არის საჭირო, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ბენიტესმა თავისი ხელწერით უნდა გვათამაშოს და ისე უნდა იმუშავოს, როგორც "ლივერპულში". პირადად მე, ისევე დავუდგები მხარში, როგორც მოურინიოს ვედექი. რამდენჯერაც მომიწევს მოედანზე გასვლა, იმდენჯერ დავიხარჯები ბოლომდე და ვეცდები, გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. რაც მთავარია, არც მწვრთნელს და არც ფეხბურთელებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს".

ბენიტესთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სამუელ ეტო'ომ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ რაფა შეტევის წინა ხაზზე ათამაშებს:

"ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანაა და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემექმნება. ბენიტესი ძალიან კარგი სპეციალისტია და ამაში უკვე დავრწმუნდი. იმედია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მათამაშებს, ასე უფრო სასარგებლო ვიქნები გუნდისთვის. თუმცა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის ფუნქციებში ნამდვილად არ ვიჭრები".

ეტო'ოს კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ გასულ სეზონში მისი სათამაშო პოზიციით მთლად კმაყოფილი არ გახლდათ. მოურინიო მას გარემარბად ათამაშებდა და დაცვის აქტიურად დახმარებას სთხოვდა, რისი გაკეთებაც როგორც ჩანს აღარ სურს. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს ეტოოს სურვილს ბენიტესი.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა