მსოფლიო ჩოგბურთის ელიტამ მადრიდიდან იტალიის დედაქალაქ რომში გადაინაცვლა, სადაც ზედიზედ მეორე მასტერსი იმართება
მსოფლიო ჩოგბურთის ელიტამ მადრიდიდან იტალიის დედაქალაქ რომში გადაინაცვლა, სადაც ზედიზედ მეორე მასტერსი იმართება. ჯერჯერობით ფავორიტები ისვენებენ, თუმცა პირველ წრეში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა მაინც ვიხილეთ.

მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ზედიზედ მეორე მასტერსის პირველივე წრეში ენდი როდიკის დამარცხება იყო, ისე კი ამერიკელმა უკვე ზედიზედ მეოთხე ტურნირის პირველ რაუნდში წააგო. ამჯერად მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვერაფერი მოუხერხა ფრანგ ჟილ სიმონს და ორი სეტში უშანსოდ დამარცხდა. სხვათა შორის, როდიკის მდგომარეობა კარგად ასახავს ამერიკულ ჩოგბურთში არსებულ კრიზისს - ორშაბათს გამოქვეყნდა ქალებისა და მამაკაცების მორიგი რეიტინგები და ათეულში ვერ ვხედავთ ვერც ერთ ამერიკელ ჩოგბურთელს.

ასევე დიდ ინტერესს იწვევდა ჟო-ვილფრიდ ცონგასა და მარკოს ბაღდატისის შეხვედრა, მაგრამ აქაც ბრძოლა არ ყოფილა, რადგან ფრანგმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა, ამასთან ექვსი ეისი ჩააწოდა და 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. სხვათა შორის, ეს ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილი ფინალისტების პირველი შეხვედრა იყო.

მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ ისევ უკლო თამაშს რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ. მან სერბ ვიქტორ ტროიცკისთან წააგო. ამ უკანასკნელმა ცონგას მსგავსად ექვსი ეისი ჩააწოდა, ორმაგი შეცდომა არ ჰქონია და მეტოქის ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ქალებს შორისაც მოხდა ერთი მოულოდნელობა. მისი ავტორი გრეტა არნი გახდა, რომელიც დღითი დღე აუმჯობესებს თამაშს. წელს უნგრელმა პირველად მოუგო საუკეთესო ოცეულის წევრს - მარია შარაპოვას, მაგრამ ამაზე არ შეჩერდა და ამჯერად კიდევ ერთი რუსი ჩოგბურთელი სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა.

ორშაბათს პლანეტის 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შესვლის შემდეგ არნმა კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამხო - მოუგო რეიტინგის მე-13 ნომერს. თამაში 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და ჩოგბურთელებს ერთნაირი რაოდენობის მოგებული ქულები დაუგროვდათ, თუმცა ორი წარმატებული ტაი-ბრეიკის წყალობით უნგრელმა შემდეგ ეტაპზე გააღწია.

ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ჩემპიონი მარია ხოსე მარტინეს სანჩესი. ის პირველივე წრეში დამარცხდა რუს ეკატერინა მაკაროვასთან, რომელმაც ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

შესანიშნავი თამაში აჩვენა სერბმა ანა ივანოვიჩმა - ზედიზედ ცხრა გეიმი მოუგო ნადია პეტროვას, რის შემდეგაც რუსმა ბარძაყის ტრავმა მოიმიზეზა და კორტი შერცხვენილმა დატოვა. მოულოდნელად იოლად მოუგო ივეტა ბენეშოვამ არგენტინელ ხისელა დულკოს - ამისთვის მას 77 წუთი დასჭირდა. ასევე აღვნიშნავთ დანილა ჰანტუხოვას გამარჯვებას ცვეტანა პირონკოვას წინააღმდეგ.

ATP

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

ქსავიე მალისე (ბელ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 7:5, 6:2; პოტიტო სტარაჩე (იტა)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:4, 7:5; ჟილ სიმონი (საფ)-ენდი როდიკი (აშშ) 6:3, 6:3; მარდი ფიში (აშშ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 4:6, 6:2, 6:2; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:2; იგორ ანდრეევი (რუს)-პეპე რიბა (ესპ) 6:4, 7:5; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-პაბლო კუევასი (ურუ) 7:6, 2:6, 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:3, 1:6, 7:6.

WTA

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

I წრე

მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:2, 6:3; გრეტა არნი (უნგ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11) 3:6, 7:6(4), 7:6(9); ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-ნადია პეტროვა (რუს) 6:0, 3:0 პეტროვას უარი; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 4:6, 6:3, 6:3; ალისა კლეიბანოვა (რუს)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:2, 6:2; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)-კორინა დენტონი (იტა) 6:1, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:0, 5:7, 6:4; ელენა ვესნინა (რუს)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 6:4; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:1, 0:6, 7:6(4); ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ხისელა დულკო (არგ) 6:2, 6:1; ვერა დუშევინა (რუს)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:3, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:3, 6:2; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:1, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-შუაი პენგი (ჩინ) 6:3, 2:6, 7:6(7).

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს