ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "სპორტფოტოს" ავტორები სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდნენ.

მოეწყო 2018 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის სფეროში ფოტოგრაფიის როლსა და მნიშვნელობაზე.

პროფესიონალმა სპორტულმა ფოტოგრაფებმა - ეკა ელოშვილმა, თამუნა ყულუმბეგაშვილმა და ლაშა კუპრაშვილმა სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

სპორტული მოვლენების ამსახველ მეხუთე გამოფენას - "სპორტფოტო 2018"-ს წელს "ფაბრიკის" საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.

საიუბილეო გამოფენის ფარგლებში გაიმართა კატალოგის პრეზენტაცია, რომელშიც 12 პროფესიონალი სპორტული ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. წლის ბოლომდე,"სპორტფოტოს" ავტორებს არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"