ჯერ ეს ჩემპიონატი არ დასრულებულა, მაგრამ „ჩელსის“ კაპიტანი, ჯონ ტერი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე სამომავლოდ ემუქრება
ჯერ ეს ჩემპიონატი არ დასრულებულა, მაგრამ „ჩელსის“ კაპიტანი, ჯონ ტერი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე სამომავლოდ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ კვირას „იუნაიტედმა“ „ლურჯებს“ 2:1 მოუგო და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრა რომ დამთავრდა ტერიმ მანჩესტერელთა თავკაც ალექს ფერგიუსონს გამარჯვება მიულოცა, თუმცა უკვე კბილების ლესვასაც შეუდგა.

„მანჩესტერელებს წარმატებებს ვუსურვებ. ადამიანს წაგებაც დიდსულოვნად უნდა შეგეძლოს. კარგად ვიცი რამხელა სიხარულია დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვება. ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გავხდით ჩემპიონები, ფერგიუსონი მოვიდა და მოგვილოცა. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ის და მისი გუნდი მთელ მსოფლიოში უყვართ. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველგან პატივს სცემენ. სხვა საქმეა, რომ ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეიძლებოდა წარმატება კვლავ ჩვენთვის მოელოცათ. რა გაეწყობა, ახლა გაისისთვის უნდა მოვემზადოთ. „იუნაიტედს“ შემდეგ სეზონში აუცილებლად უნდა ვაჯობოთ“.

შემდეგ ტერის შეახსენეს, რომ ბევრის აზრით, მას მერე, რაც „ჩელსი“ რომან აბრამოვიჩმა იყიდა, გუნდს ასეთი ცუდი სეზონი არ ჰქონია. თავის მხრივ, სტატისტიკაც მეტყველებს, რომ მიჯრით ამდენი წაგება და ფრე, 2010 წლის მიწურულს რომ ჰქონდათ, „ლურჯებს“ მთელი 15 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ. დასავლეთლონდონელთა კაპიტანმა თქვა:

„სამწუხაროდ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საუკეთესო ფორმაში მაშინ შევიდა, როდესაც ჩვენ ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო. „იუნაიტედმა“ სწორედ მაშინ გადაგვასწრო დიდი უპირატესობაც მოიპოვა. ამის მიუხედავად ჩვენი მწვრთნელების, ფეხბურთელების და ბრწყინვალე ფანების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ორი თვის წინ ჩვენი შემხედვარე ვერავინ იტყოდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩავებმებოდით. მეტიც, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილიც კი შეიძლებოდა დაგვეკარგა. მაგრამ, როგორც ნახეთ, თავი ხელში ავიყვანეთ, შედეგები გავაუმჯობესეთ და საქმე კვირის გადამწყვეტ თამაშამდეც კი მივიყვანეთ“.

„ლურჯები“ მართლაც შეუდგნენ მომავალი სეზონისთვის მზადებას. კერძოდ, მათ ყველასთვის საყვარელ იტალიელს, ჯანფრანკო ძოლას სთხოვეს კლუბში დაბრუნება. „სტემფორდ ბრიჯზე“ 44 წლის ყოფილი ვარსკვლავი და სპეციალისტი, რომელსაც „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი წელიწადია არსად უმუშავია, ნოემბერში გაშვებული მწვრთნელის, რეი უილკინსის ნაცვლად უნდათ. ვარაუდობენ, რომ ძოლა „ლურჯებს“ სატყუარადაც გამოადგებათ — 64 წლის ჰოლანდიელ გუს ჰიდინკს მასთან თანამშრომლობა მოუნდება და აბრამოვიჩის წინადადებას დაყაბულდება. ჰიდინკს „ჩელსიში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, 2009 წელს ცოტა ხნით ედგა „ლურჯებს“ სათავეში. დღეს ის თურქეთის ნაკრების მწვრთნელია და ამბობს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სამსახურს თავს არ დაანებეს. ჰიდინკი ამაყობს, რომ ხელშეკრულება ცხოვრებაში არ დაურღვევია.

ჯანფრანკო ძოლას „ჩელსის“ შემადგენლობაში 300 თამაშზე მეტი აქვს ჩატარებული. 2003 წელს, მან, „ლურჯების“ ქომაგთა გამოკითხვაში გაიმარჯვა, როგორც გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა. ამბობენ, რომ ძოლას დაბრუნება ძალიან გაუხარდებათ ფეხბურთელებსაც, რომელთაც ახლანდელი მწვრთნელები, მაიკლ ემილიანო და პოლ კლემენტი თვალსი არ მოსდით.

man.utd
წყაროს რატო აღარ უწერთ ხოლმე სტატიებს? :)
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა