15 მაისს ამსტერდამ არენაზე ჰოლანდიის ჩემპიონის ბედი გაირკვევა

“აიაქსმა” ჰოლანდიის თასი მე-19-ედ ვერ მოიგო და ამსტერდამელთა ბანაკში ამ ფაქტმა ყველა ძალიან დაამწუხრა. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება. ახლა მთელი კლუბის ყურადღება საოცნებო მესამე ვარსკვლავის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული, რაც 30-ე საჩემპიონო ტიტულის აღმნიშვნელი იქნება. შეგახსენებთ, რომ “აიაქსი” ბოლოს ერედივიზიეს ჩემპიონი შორეულ 2004 წელს გახდა. ყველას მხოლოდ ერთი რამ აკერია პირზე: შემდეგ კვირაში... ამსტერდამელთა ახალი თაობის ვარსკვლავები კრისტიან ერიკსენი (19 წლის), იან ფერტონგენი (24) და კენეტ ვერმეერი (26) 15 მაისის მატჩს დიდი იმედებით ელოდებიან.

“მომდევნო კვირას” – ეს ფრაზა ყველაზე ხშირად “ტვენტესთან” კვირას წაგებული თამაშის შემდეგ შეიძლებოდა მოგესმინათ. ორშაბათიდან კი ფეხბურთელები ალბათ უკვე “ამ კვირასო”, იტყვიან. აღნიშნული თემა რომ ზეაქტუალურია და მასზე ყველა აიაქსელი თანაბარად მოუთმენლად ლაპარაკობს, ეჭვი არ შეგეპაროთ. და არამარტო დედაქალაქი, დიახ, მთელი ჰოლანდიური საფეხბურთო სამყარო ამ ერთ შეხვედრაზე ლაპარაკობს – 15 მაისს, 34-ე ტურის მატჩში “აიაქსი” “ამსტერდამ არენაზე” სწორედ “ტვენტეს” შეხვდება.

მაგალითად კრისტიან ერიკსენი არ მალავს გულისტკივილს თასის ფინალში დამარცხების გამო და რევანშზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რისი დახსომება მართებდათ მის თანაგუნდელებს კვირის მატჩიდან, კრისტიანმა დაუფიქრელად უპასუხა “არაფრის”. “რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ თასი ვერ მოვიგეთ, რადგან პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. იმდენი მომენტი გვქონდა, რომ შესვენებამდე შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ნამდვილად შეგვეძლო, - თქვა დანიელმა შემტევმა ნახევარმცველმა. - ნამდვილად ვერაფერს ვხედავ დადებითს, რაც ამ მატჩიდან დამახსომდება. ორი გოლი გავიტანეთ, თავი ღირსეულად გვეჭირა მეოტე ტაიმშიც, იმაზე უფრო მეტი ენერგია დავხარჯეთ, ვიდრე “ტვენტეს” ფეხბურთელებმა - ეს იმის ნიშანია, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც კვირას შედგება, ჩვენ მზად ვართ”.

“აიაქსის” კიდევ ერთმა 19 წლის დანიელმა ლეგიონერმა ნიკოლაი ბოილესენმა ჟურნალისტებთან აღშფოთებულმა ილაპარაკა თავისი არცთუ სრულყოფილი ჰოლანდიურით, რამაც საკმაოდ უხერხული სიტუაცია გამოიწვია. თანამემამულის “ცოდვების” გამოსწორება ისევ ერიკსენს მოუხდა. “ახლა ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ და ვხვდებით, რომ რეაბილიტაცია აუცილებლად გვჭირდება. მგონი არც ისე ცუდია, როცა უარყოფითი ემოციებისგან უცბად დაიცლები. ორშაბათიდან მთელ ყურადღებას მომდევნო თამაშზე გადავიტანთ, ისე კი ვეცდებით, რომ კარგად დავფიქრდეთ და ყველაფერი უახლოეს საათებში გავაანალიზოთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც დღეს 90 წუთი გვერდით გვედგა და გვამხნევებდა მატჩის დასრულების შემდეგაც. თუკი “ამსტერდამ არენას” ისინი მომდევნო კვირას პირთამდე შეავსებენ, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარებიან. აუცილებელია, რომ ტრიბუნები მათი შეძახილებით ინგრეოდეს. ჩვენი მხრიდან კი პირობას ვდებთ, მათ დადებითი ემოციების დიდ დოზას ვაჩუქებთ”.

კენეტ ვერმეერი ის ფეხბურთელია, ვისი იმედიანი განწყობაც თანაგუნდელებს ყოველთვის ბევრ რამეში ეხმარება. ის ახლაც არ კარგავს ოპტიმიზმს: “ტვენტესთან” თასის წაგება უკვე ისტორიაა. რაღაცა დოზით ჩვენთვის წაგება შეიძლება დადებით გამოცდილებადაც მივიჩნიოთ და უარყოფითადაც. ძოგადად მოვლენებს ოპტიმისტური კუთხიდან უნდა შევხედოთ. ხომ ნახეთ, მატჩის დიდი ნაწილი ვლიდერობდით და საერთოდაც, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ახლა ერთადერთი რამ დაგვრჩენია, გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთიანი ძალა ვართ. მომდევნო კვირას “ტვენტესთან” დაპირისპირებაში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ უნდა დავასრულოთ”.

ერიკსენისგან განსხვავებით იან ფერტონგენმა უკვე მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში სცადა წაგების მიზეზების გაანალიზება. ბელგიელმა აღიარა, რომ მეტოქეს უკეთესი დაცვა ჰყავს და ყურადღებაც სწორედ ამაზე გაამახვილა:

“ტვენტესთან” ჩემპიონატის შეხვედრაში საკუთარი კარის უსაფრთხოების მიზნით უფრო მეტი ყურადღებით ყოფნა გვმართებს. რა თქმა უნდა, ასეთ სტილში გარჯა ჩვენთვის დამღლელი იქნება, მაგრამ უეჭველად მოგვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ენსხედელებს კარგად ეხერხებათ შეტევაში თამაში. ისინი განსაკუთრებით ძლიერები არიან საჰაერო ორთაბრძოლებში. აუცილებელია ძალების მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენი უკანა ხაზი მათ შეტევებს გაუმკლავდეს. იცით რა? ერთ კვირაში ჩვენ ვერ გავხდებით სიმაღლეში 10 სმ მაღლები და შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღებად ეს სასიცოცხლო კომპონენტი იქნება. კარგი იქნება, თუკი გვეცოდინება ჩვენი სუსტი წერტილების შესახებ და ვიმუშავებთ მათ გამოსასწორებლად. მომდევნო კვირას “ამსტერდამ არენაზე” ასეთი ლაფსუსები აღარ უნდა დავუშვათ”.

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია