კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ არგენტინულ რადიო Club Octubre-სთან ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა.

მესის თქმით, მისი შვილი ძალიან განიცდის, როდესაც უარყოფით გამოხმაურებებს კითხულობს.

"რთულია, ჩემი შვილი ხშირად უყურებს ვიდეობს Youtube-ზე. მკითხა, რატომ სურთ არგენტინაში ჩემი მოკვლა. თუმცა, მე წინსვლას ვაგრძელებ. ისევ მსურს, ეროვნულ გუნდთან ერთად რაიმე მოვიგო. ყველა მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობას ვაპირებ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს (2014) მივაღწიეთ. ეს მარტივი არ არის. ბრაზილიაში "მუნდიალი" რომ მოგვეგო, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მცირე დეტალების გამო დავმარცხდით.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელებს მე არ ვარჩევ. ასეთი აზრი ხშირად მესმის და ამის მოსმენა რთულია. ლიონელ სკალონს ძლიერი და სოლიდური გუნდის გაკეთება სურს, რომელიც არ გაანიავებს შანსებს, დაცვაში კარგად ითამაშებს და უბურთოდ თამაშსაც მოახერხებს.

ამ მომენტში ეროვნულ გუნდში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. თუ გსურს, რომ კონკურენტუნარიანი იყო, ამას მოედანზე უნდა მიაღწიო და ამისთვის ბევრი მუშაობა გვჭირდება.

ბევრ ფეხბურთელს გუნდში მხოლოდ 7-8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა შეგვიძლია ძლიერები გავხდეთ, რადგან ამის პოტენციალი გვაქვს", - უთხრა ლიონელ მესიმ არგენტინულ რადიოს.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრები ორჯერ დატოვა: პირველად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ, მეორედ კი 2018 წლის "მუნდიალიდან" გამოვარდნის შემდეგ, თუმცა 22 მარტს გუნდში დაბრუნდა და ვენესუელასთან წაგებულ (1:3) მატჩში მიიღო მონაწილეობა.

tai
როდესაც ერთი გუნდი მეორესთან თანაბარ თამაშში ერთი ბურთით აგებს, რა თქმა უნდა მცირე დეტალებშია საქმე.
qwe
"მვირე დეტალებს" რას უძახის ეს კაცი? ჩემი აზრით ამით ამტკიცებს, რომ მაგარი ტექნიკური კი არის, ლამის ჯადოქარი, მაგრამ ტაქტიკასა და ზოგადად ფეხბურთზე წარმოდგენა არა აქვს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ლიონელ მესი: როცა მოვიწყენ, ინტერნეტში შევდივარ და ტანსაცმელს ვყიდულობ
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლიონელ მესი და გერდ მიულერი: რომელი უკეთესია?
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მანქანა დაეჯახა