ეს ისტორიაა ფეხბურთელისა, რომელიც სსრკ-ს ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო, ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგა და 55 წლის ასაკში ბომჟია.

ბორის დერკაჩი ხარკოვის "მეტალისტში" 17 წლის აიყვანეს, 1986 წელს ამ გუნდის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და 1990 წელს ცნობილმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ კიევის "დინამოში" წაიყვანა, სადაც სსრკ-ს ჩემპიონი გახდა და კიდევ ერთხელ მოიგო თასი.

შემდეგ კაზინოში თამაში დაიწყო და ცუდ დღეში ჩავარდა. "ერთხელ შევედი კაზინოში - მოვიგე, მეორედაც, მესამედაც, შემდეგ კი 20 ათასი დოლარი წავაგე. მაშინ ეს დიდი ფული იყო, 15 ათასად კრეშატიკზე სამოთახიანი ბინა შეგეძლო გეყიდა. "დინამოში" დაახლოებით ათასი დოლარი მქონდა ხელფასი. რაღაც უნდა მეღონა.

ბულგარეთის "ლევსკიში" გადავედი. გასამრჯელო დიდი არ მქონდა, მაგრამ 25 ათასი "პადიომნი" მომცეს და ვალები გავისტუმრე. კიდევ ერთი წელი რომ დავრჩენილიყავი, კონტრაქტის მიხედვით "დინამო" ახალ "მერსედესს" დამიტოვებდა. მოკლედ, ისიც ჩავაბარე. არადა, ჩემპიონთა ლიგაზე შემეძლო მეთამაშა, მაგრამ იძულებული ვიყავი გუნდი გამომეცვალა", - იხსენებს დერკაჩი.

"ლევსკიში" ბორისმა დამკვიდრება ვერ მოახერხა და უნგრეთის "ნიდერჰაზაში" გადაბარგდა, სადაც თვეში 400-500 დოლარს უხდიდენ, მალე კი კლუბი გაკოტრდა და მან 29 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.

1993 წელს დერკაჩი ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ბუდაპეშტში დასახლდა, სადაც დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მოხვდა, გააგზავნეს სუტენიორთან საქმის გასარჩევად და სუტენიორს და ორ უკრაინელ მეძავს პისტოლეტიდან ესროლა. ცეცხლი მასაც გაუხსნეს. დაიჭრა, დაიჭირეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.

"არავინ არ მომიკლავს, თორემ იქ მკაცრი კანონებია და სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ნერვებმა მიმტყუნა და გაქცევა გადავწყვიტე. უნგრეთის ციხეებში ჩვენებურებს ძალიან ცუდად ექცევიან. გარედან დამეხმარნენ, ხერხი და თოკი შემომიგზავნეს. საკანში მეორე იარუსის საწოლზე ასაძრომად 2 ცალი მეტრონახევრიანი კიბე გვქონდა. მეზობელი საკნებიდანაც დამეხმარნენ, ერთში ქართველები იჯდნენ, მეორეში ჩეჩნები და ბელარუსები. კიბეები მომცეს.

იზოლიატირში 15 ვიყავით, მათგან 6 საბჭოელები. ადგილობრივ პატიმრებს ჩვენი ეშინოდათ. ჩვენი საკანი მესამე სართულზე იყო. კიბე ექვსმეტრიან ღობეზე გადასასვლელად გვჭირდებოდა, რომელსაც მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული. 1995 წლის 31 დეკემბერს საკნიდან გავაღწიეთ, მაგრამ შეგვამჩნიეს და კოშკურებიდან ცეცხლი გაგვიხსნეს - ამერიკული "რემინგტონიდან". შორს იყვნენ და ვერაფერი ვერ დაგვაკლეს. ღობეზე გადაძრომისას მავთულხლართზე დავზიანდი. ამან დამღუპა. მაგრად ვერ გავიქეცი და ტყეში ძაღლებმა დამიჭირეს. ვინც ჩემთან ერთად გაიქცა, ვერ დაიჭირეს. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს და მხოლოდ 5 წლის შემდეგ დააპატიმრეს.

ერთი სიტყვით, 5 წელი დამიმატეს და გამომივიდა 16 წელი. ოლგ ლუჟნიმ მიშველა, რომელიც მაშინ ლონდონის "არსენალში" თამაშობდა. მისი აგენტი შანდორ ვარგა შემხვდა, 10 ათასი დოლარი გადმომცა, ახალი ადვოკატები ავიყვანე და უკრაინის ციხეში გადაყვანას მივაღწიე.

გაქცევას არ ვნანობ. ლობანოვსკი ამბობდა:"ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს. თუნდაც რომ არ იყოს ისე". ღმერთმა გამოცდა მომიწყო და თან დამიფარა. ბევრი რამ გადავიტანე. 7 წელი მარტო ვიმყოფებოდი კარცერში. ამას ყველა ვერ გაუძლებს", - ამბობს დერკაჩი.

2005 წლის აპრილში ის გაათავისუფლეს, მეგობრებმა ძველი ავტომობილი უყიდეს და ხარკოვში ტაქსაობა დაიწყო. ხელმეორედ დაქორწინდა, შეეძინა შვილები: არტიომი და ანა. ძველმა მეგობარმა ახრიკ ცვეიბამ სკაუტად დააწყებინა მუშაობა.

თუმცა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ისეც დაიწყო კაზინოში თამაში და სმა, ვალებში ჩავარდა და ოჯახი დაენგრა. 2017 წელს ნაცნობებმა მალაიაზიაში სამუშაოდ წაიყვანეს. მშენებლობაზე 700-800 ევროს უხდიდნენ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გალოთდა და რუს ტურისტებს დასალევის სანაცვლოდ თავის "გმირულ ისტორიას" მოუთხრობდა.

2019 წლის 23 მარს პარტულმა უგონოდ და უსაბუთოდ მყოფი ბორისი ქუჩაში აღმოაჩინა, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, უმკურნალეს, მაგრამ მძიმედაა ავად, ფსიქიკური პრობლემები აქვს. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დერკაჩს სამშობლოში დაბრუნება არ სურს, ვინაიდან არავინ არ ელის, იქ კი ყოფნის უფლება არა აქვს და ჯარიმა (2.5 ათასი დოლარი) უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში ჩასვამენ, რასაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვერ გადაიტანს, მოკვდება და უკრაინაში გადამსვენებელიც არავინ არა ჰყავს.

"დინამომ" და "მეტალისტმა" განაცხადეს, რომ ასეთი ადამიანი დახმარებას არ იმსახურებს.

ადლეიბა
კი,ბორის! ვერ ხედავ, სპორტსმენზე წერია? გარინჩას ისტორია რო წაიკითხო, უარესებს ნახამ. ზნაჩიტ არც ის ყოფილა სპორტსმენი? ადრიანო? ასპრილია? ვალდერამა? აი უინტერესო ისაა ხოლმე, ვიგაცების ნაშებზე და მათი ძუძუს ზომებზე რო წერენ და ვინ ვის იმასა შვება
zas.
სამორინეები რომ ანგრევს ადამიანების ცხოვრებას,არ ესმით ფულზე დახარბებულ მთავრობას.
გელა 67
რითი ჰგავს გარინჩას? ეს ფლანგავდა უაზროდ, გარინჩა გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ისე რარაცეებში დაემსგავსა ბოლოსკენ,თორემ სტილით არა.......
გელა 67
ვორონინი ბატონო, სხვა,არაადამიანურმა და ბარბაროსმა ხელისუფლების წარმომადგენელმა ქალისმაგვარმა გაიმეტა, სიყვარულის გამო დასაჯეს. ამასთან რა შესადარებელია?
დავით 67
ყველა დროის სტრელცოვი მიჩნეული სსრკ-ში!
ბორისი
სპორტული საიტია????
ოკრიბელი
ამაზე მეტად დიდი ფეხბურთელების ცხოვრებაც ასე უხეიროდ დამთავრებულა. აი თუგინდ, საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ვალერი ვორონინი.
ზაზა
ცხოვრების სტილით კი გარინჩას ჰგავს.
გაგი
კაჩარავას მაგრად გავს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა