"ჩვენი მიზანია, ბათუმის ახალ სტადიონზე არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები გაიმართოს, არამედ სანაკრებო თამაშები ჩატარდეს და უეფას ევროპის სუპერთასის მატჩისთვის ჩვენი კანდიდატურა შევთავაზოთ. ამის საფუძველს და იმედს სტადიონის ტევადობა და ტექნიკური მაჩვენებლები გვაძლევს", - განაცხადა "პირველ არხთან" მირზა ბოლქვაძემ, რომელიც სტადიონის მშენებელი კომპანიის, შპს "სტადიონის" მთავარი ინჟინერია.

მისი თქმით, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის მშენებლობა მაქსიმუმ 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

"სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია. დაგეგმილ გრაფიკს საკმაოდ ვუსწრებთ. ობიექტი 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩაგვებარებინა, თუმცა ახლანდელი გათვლით, შესაძლოა, სტადიონი 2019 წლის ოქტომბერში ან მაქსიმუმ 2020 წლის თებერვალში გაიხსნას", - განაცხადა მირზა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

წყარო: 1tv.ge

ოპტიმიზმი
მხოლოდ მშენებელი კომპანიების შედარება, ვინც აშენებდა ფოთში ზუგდიდში, კომპანიასთან რომელიც აშენებს ბათუმში, ოპტიმიზმი მეტი უნდა მოგვცეს ვიდრე პესიმიზმი..
სოსო
რატომ ასეთი აჩქარება?სადაც ჩქარობენ,იქ ხარისხის პრობლემებიც იქმნება,სიმართლე გითხრათ,დიდი იმედი არა მაქვს,რომ ხარისხზე ყოველდღიური და მკაცრი კონტროლი ხორციელდება.ეს კი მომავალში დამატებით ხარჯებს გამოიწვევს და კიდევ უფრო არარენტაბელურს გახდის ნაგებობას.კარგი იქნებოდა,თავის დროზე აკუსტიკური ფაქტორებიც გაეთვალისწინებინათ პროექტში(ამის შესახებ არაფერი თქმულა და დაწერილა),მაშინ აქ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც გახდებოდა შესაძლებელი და ესეც გაზრდიდა გამოყენების კოეფიციენტს,თუმცა ბლექსი არენაც დაუტვირთავი ცდება.
ბაჩო
ზუგდიდში როდის დაიწყეს და უნიათობის გამო რა გაკეთეს................................................................. ვულოცავ ბათუმს კოლხეთს ამ დიდ არენას
ლევან
გეთანხმებით უნდა აშენდეს სტადიონები და განვითარდეს ქართლი ფეხბურთი, მაგარამ არა სახლემწიფოს და ხახლის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე. ამას უნდა აკეთებდეს ბიზნესი და არა სახელწიფო. როგორ შეიძლება საფეხბურთ კლუბები ფინანსდებიდეს ბიუჯეტიდან და სტადიონები ქვეყნის მაშტაბით 90% ალბათ სახელმწიფო საკუთრება და უაზროდ იხარჯება ფული ხელფასებში და ა.შ. 150 მილიონი სატადიონი არ ჭირდება ბათუმს რომელსაც ჩვენი ფულით აშენებენ და ყველ წლიურად მილიონები მის შენახვას დაჭირდება.... სადა არის ლოგიქა გქონდეს სტადიონი რომელსაც შეოსავალი არ აქვს.... ეს არის უაზრობა ... და მხლოდ საქართველოში შეიძლება მოხვდეს...
ლევან
სახელმწიფო არ უნდა აშენებდეს სტადიონებს!!!!!! არ ჭრდება ქვეყანას ამდენი სტადიონი უაზრო გაბერილი შტატები, რომელიც ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსდება, როგორც ბიზნესი უაზრობა ქვეყნისთვის ზარალია იმდენი ხარჯი ექნება ყოველ თვიურად, !!!!უაზრობა ასეთი გადაწყვეტილება როცა ბათუმში უამრავი პრობლემა და 150 მილიონი სადიონზე იხარჯება. საერთოდ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს საფეხბურთო კლუბები.... კერძო მესკუთრის უნდა იყოს და არა მერის და მუნიციპალიტეტების....ასეთ უაზრობა მხლოდა საქართველოში შეილება იყოს და ხალხს უხაროდეს რო სტადიონი გვაქვს.....
ოპტიმიზმი VS პესიმიზმი
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ როგორც აშენდა ზუგდიდის და ფოთის სტადიონები, ამის მერე როგორ მქონდეს იმის იმედი რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას არანაირი დარღვევა არ არის და ისეთივე კატასტროფული არ იქნება როგორიცაა ზუგდიდის და ფოთის სტადიონები.
თაზო
ყოჩაღ რა,მაგარია,ასე ჩანს,ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქით და იმსახურებს მაღალი დონის სტადიონს.გილოცავთ ბათუმი!!!
ლაშა
მსგავსი და უკეთესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონები კიდევ უნდა აშენდეს და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, რათა განვითარდეს ფეხბურთი, რაც შემდეგ შედეგებზეც აისახება.
მერაბი
ერთი რამ - დაჩქარებულმა მშენებლობამ სტადიონის სამშენებლო პარამეტრების ხარისხზე არ მოახდინოს გავლენა. სხვა მხრივ, მისასალმებელია.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება