ფოტო: Marca

"სახლში ისინი ჩემი შვილები არიან, კლუბში კი მუშაობენ და სწავლობენ. მათ ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორიც "რეალის" სხვა ფეხბურთელებს", - თქვა ზიდანმა, დაღლილმა კითხვებისგან "რეალის" აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში მის მიმოფანტულ შვილებზე.

ფეხბურთელი შვილი ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი სიამაყეა. შეგიძლია შვილს ასწავლო ყველაფერი, რაც თვითონ იცი და საფეხბურთო დინასტია გააგრძელო. მაგრამ ამასთანავე, ამას თან დიდი ზეწოლა სდევს, რომელიც პირველ რიგში, უმცროს თაობას აწვება.

რთულია, იყო ძლიერი, როდესაც სახლში მამის მიერ მოგებული უამრავი თასი გაქვს, ფეხბურთში მამაშენის სახელს საფირმო დრიბლინგი ატარებს, მამაშენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეტოქეს თავი დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, მწვრთნელის რანგში კი დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა. ზიდანმა ფეხბურთში დიდი მემკვიდრეობა დატოვა, მისი შვილები კი ლეგენდარული მამის გზის გამეორებას ცდილობენ.

ენცო ფერნანდესი, 24 წლის. "რაიო მაჰადაონდა"

საკუთარ თავზე ზეწოლა პირველმა ზიდანის უფროსმა ვაჟმა იგრძნო. როდესაც ზიზუ ტურინში თამაშობდა, მისი ვაჟი "იუვენტუსის" აკადემიაში ვარჯიშობდა, "რეალში" გადასვლისას კი ზიდანმა ენცო "რეალის" აკადემიაში გადაიყვანა. ფანებმა უმალ დაიწყეს საუბარი, რომ ფრანგი შვილის ინტერესებს ლობირებს.

"გვარის გამო ზეწოლას ბავშვობიდან ვგრძნობდი. ასე იქნება ყოველთვის. ადამიანები რაღაცას ითხოვენ, მაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აქ მამის დამსახურების გამო ვარ", - ამბობდა ენცო, რომელიც მას შემდეგ ფეხბურთს დედის გვარით, ფერნანდესით თამაშობს.

ნახევარმცელი "რეალის" მეორე გუნდში მოხვდა, კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და ინგლისში წასვლაც შეეძლო. ენცოს საკუთარ გუნდში ხილვას "მიდლსბროს" თავკაცი აიტორ კარანკა ითხოვდა, რომელმაც 3 წელი "რეალში" მოურინიოს თანაშემწედ იმუშავა. ტრანსფერი არ შედგა, ენცო ფერნანდესმა კი პროგრესირება შეწყვიტა: 22 წლის ასაკში ის კვლავ "რეალის" მეორე გუნდში ირიცხებოდა.

2016 წლის 30 ნოემბერს ზიზუმ ენცო ესპანეთის თასზე, მესამე ლიგის წარმომადგენელ "კულტურალ ლეონესასთან" ერთი ტაიმი ათამაშა და ენცომ "სამეფო კლუბის" პირველ გუნდში საკუთარი პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.

Video

ენცო ფერნანდესის გოლი ლეონესას კარში

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. რთულია, აქ საკუთარი ადგილი იპოვო. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. წასვლა მინდა, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდეს", - ამბობდა ენცო.

ის "რეალის" მეორე გუნდიდან "ალავესში" გადავიდა. ბასკურ კლუბში ენცოს მამის ჩრდილიდან გამოსვლისა და მშვიდად თამაშის იმედი ჰქონდა, თუმცა ვერ გაქაჩა. ენცომ "ალავესს" იმედები გაუცრუა და ის "ლოზანაში" გაყიდეს, თუმცა ნახევარმცველმა ვერც შვეიცარიაში ითამაშა.

ახლა ენცო ფერნანდესი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ "რაიო მაჰადაონდაში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მას 1 საგოლე გადაცემა აქვს.

"რაც მთავარია, ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა მინდა, განვვითარდე, როგორც ენცო", - თქვა უმცროსმა ზიდანმა.

ლიუკა ზიდანი, 20 წლის. მადრიდის "რეალი"

"რეალში" ნეპოტიზმის შესახებ საუბრების მორიგი სერია მიმდინარე წლის 31 მარტს დაიწყო: ტრავმირებული ტიბო კურტუას ნაცვლად ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში არა კეილორ ნავასმა, არამედ ლიუკა ზიდანმა დაიწყო, რომელიც ხულენ ლოპეტეგისთან სეზონს მეხუთე მეკარის რანგში იწყებდა (კურტუას, ნავასის, კიკო კასილიას და ანდრეი ლუნინის შემდეგ), თუმცა ზიზუ ლიუკას ენდო.

"მე ის იმიტომ ვათამაშე, რომ ერთი მეკარე დაშავებული გვყავს, მეორე კი სანაკრებო მატჩების შემდეგ გვიან დაგვიბრუნდა. მას ძლიერი ხასიათია აქვს, ის "რეალის" ფეხბურთელია და შესაბამისად, ძლიერი მეკარეა", - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა.

ფანები ვარაუდობენ, რომ ზიდანი შვილს ახალი კონტრაქტის გაფორმებაში ეხმარება, თუმცა რომელ კლუბთან - ჯერ უცნობია. "რეალთან" ლიუკას კონტრაქტი ზაფხულამდეა გათვლილი და "სამეფო კლუბის" ძირითადში თამაშით, შესაძლოა, მან უფრო პატარა კლუბების ინტერესი მიიპყროს. მაგალითად, The Sun-ის მტკიცებით, "ბაზელმა" ლიუკა ზიდანს მიწვევა უკვე გაუგზავნა.

"კმაყოფილი ვარ დებიუტით. მატჩამდე ერთი დღით ადრე მამამ მითხრა, რომ ძირითადში გამოვალ. მან ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება მირჩია. მეამაყება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ", - განაცხადა ლიუკამ, რომელმაც აუტსაიდერ "უესკასთან" მატჩში ორი გოლი გაუშვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების წევრის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენის შანსები ძალიან მცირეა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - 20 წლის ლიუკა მეკარისთვის ძალიან დაბალია (180 სმ); მეორე - კურტუასთან და ნავასთან კონკურენცია შეუძლებელია; მესამე - "რეალი" დიდ იმედებს ამყარებს უკრაინელ ლუნინზე, რომელიც "ლეგანესშია" განათხოვრებული და უკვე ორი პენალტის მოგერიება მოასწრო.

მეოთხე და ყველაზე მთავარი მიზეზი - ლიუკა სუსტი მეკარეა. "უესკასთან" მატჩში მან არაერთი შეცდომა დაუშვა, ბურთის შიშმა კი ინტერნეტში სახალისო რეაქციები გამოიწვია.

Video

ლიუკა ზიდანის რეაქცია

ლიუკას, ისევე, როგორც ენცოს, მთავარ მწვრთნელთან ნათესაური კავშირის ეშინია: "როდესაც მოედანზე გავდივარ, მე ლიუკა ვარ და არა ზიდანი".

ტეო ზიდანი, 17 წლის. "რეალი" U18

პროფესიონალურ ფეხბურთში ლიუკას და ენცოს დებიუტი უკვე შედგა, მაგრამ ზიზუს შვილებს შორის ყველაზე ნიჭიერად 17 წლის ტეო ითვლება. დიდ ფეხბურთში ის ჯერ არ გადასულა, თუმცა თანატოლებში მას რთულად მოეძებნება ბადალი. პოზიციით და ბურთთან მუშაობით ტეო მამას ჰგავს.

Video

ტეო ზიდანის გოლი სან-ფერნანდოს კარში

2018 წელს ტეო საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

"ეს წარმოუდგენელი იყო. ნაკრებში ჩემს ძმებსაც უთამაშიათ, ამიტომ ისინი ძალიან დამეხმარნენ", - აცხადებს ტეო.

ტეოს ასაკობრივ ნაკრებში უკვე 11 მატჩი აქვს ჩატარებული და აუცილებლად გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

ელიას ზიდანი, 13 წლის. "რეალი" U13

ზიდანის ყველაზე უმცროსი ვაჟი მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ისიც "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობს. ელიასი ცაციაა და მცველის პოზიციაზე თამაშობს, მისი მწვრთნელი კი მსოფლიო ჩემპიონი ხაბი ალონსოა.

"ბარსელონას" კარში ელიასის მიერ გატანილი შემთხვევითი, მაგრამ ლამაზი გოლი YouTube-ზეც მოხვდა.

Video

ელიას ზიდანის გოლი ბარსელონას კარში

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

გიორგი
ლიუკა რა უბედურებაა? ლუკა ვერ ქვია?
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
რასისტული სკანდალი გრძელდება, ენცომ ბოდიში მოიხადა, თანაგუნდელებმა კი "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს
ლიუკა ზიდანი "ბორდოში" აპირებს გადასვლას
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
"ბოდიში მომიხადა, ვიცი, რომ რასისტი არ არის" - ფოფანამ ფერნანდესს აპატია
"ჩელსიმ" ენცო ფერნანდესთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივა
ლიუკა ზიდანმა "რაიო ვალეკანოსთან" გააფორმა კონტრაქტი
ლიუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
ზიდანის შვილს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და "რეალს" დატოვებს
ზიდანის შვილმა ასენსიოს ყოფილ მეგობარ გოგონასთან გააბა რომანი
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი
"ახლახან დაგინახე და თუ სურვილი გაქვს, მომწერე" - ვანდა ნარა ახალ სკანდალში გაეხვია
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყდა - ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]
"რეალმა" რეგილიონი ზიდანის შვილთან კონფლიქტის გამო გაყიდა