შაბათს 6 აპრილს ლა ლიგაში სეზონის მთავარი თამაშია და არც ევროპული მასშტაბის ნაკლებობაზე დაიჩივლებს - "კამპ ნოუზე" "ატლეტიკო" ჩადის.

დიეგო სიმეონეს გუნდს საჩემპიონო ინტრიგის გასაღვივებლად ბარსელონაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.

ასეთ შემთხვევაში, ლიდერთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირდება, რომლის აღმოფხვრაც მომდევნო 7 ტურში უკვე აღარ იქნება ფანტასტიკის სფერო. აი, "ბარსელონას" გამარჯვება კი საჩემპიონო ინტრიგას რეალურად მოკლავს - ერნესტო ვალვერდეს გუნდი წინ 11 ქულით გაიჭრება, რაც ჩემპიონობის ტოლფასია.

"კამპ ნოუზე" მოგება ადვილი სათქმელია, შესასრულებლად კი ძალიან ძნელი. მით უფრო, დიეგო სიმეონეს გუნდისთვის, რომელსაც აგერ უკვე 18 ვიზიტია, რაც ამ სტადიონზე არ გაუმარჯვია. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს ნოემბერში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდნენ. მაშინ გუნდები 1:1 დაზავდნენ. დიეგო კოშტამ მასპინძლები კი დააწინაურა, მაგრამ ბოლო წუთზე უსმან დემბელემ ლეო მესის პასით გაათანაბრა და გუნდი მარცხისგან იხსნა.

"ატლეტიკომ" "ბარსას" ბოლოს ზუსტად სამი წლის წინათ ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო, "კამპ ნოუზე" ბოლო მოგება კი 2006 წლით თარიღდება. მაშინ ფერნანდო ტორესის დუბლის წყალობით მადრიდელებმა კატალონიელებს 3:1 მოუგეს. მაშინ ვინც ითამაშა, იმათგან ახლა მხოლოდ ლეო მესი შემორჩა "ბარსას", "ატლეტიკოს" კი - არავინ.

მასპინძლებს არ ეყოლებათ რაფინია, ალბათ, არც დემბელე და სილესენი, სტუმართა რიგებში გამორიცხულია "ბაიერნის" მოთამაშე ლუკა ერნანდესის თამაში. არ იქნება არც მისი თანამემამულე თომა ლემარი. ტრავმების გამო დააკლდებიან გუნდს დიეგო კოშტა და, დიდი ალბათობით, ალვარო მორატაც.

"რეალი", რომელიც საჩემპიონო რბოლაში საბოლოოდ "მესტალიაზე" დამარცხდა, "ეიბარს" მასპინძლობს და "ატლეტიკოს" ფეხის დაცდენას დაელოდება. ზინედინ ზიდანი მიწაზე ვალენსიაში დაუშვეს. ძალზე დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მეოთხე საგზურისთვის.

ამ საგზურისთვის "ვალენსია", "სევილია", "ხეტაფე", "ალავესი", "ბეტისი" და "ბილბაო" იბრძვიან. კანდიდატებს შორის "ღამურებისა" და ბასკების გამოჩენა ნამდვილი სასწაულის ტოლფასია, თუ ამ გუნდების მიერ პირველ წრეში ნაჩვენებ თამაშს გავითვალისწინებთ.

ფაქტები

"ბარსელონას" ლა ლიგაში უკვე 18 მატჩია, რაც არ წაუგია.

"ბარსელონას" ასევე ბოლო 18 მატჩია, რაც არ წაუგია შინ "ატლეტიკოსთან" ყველა შეჯიბრებაში.

"ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 7 ტურიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.

"ბარსელონამ" კამპ ნოუზე ბოლო 11 მატჩიდან (ლა ლიგა) 10-ში 2 ან მეტი გოლი გაიტანა.

შაბათი, 6 აპრილი

ჟირონა-ესპანიოლი 15:00

რეალი-ეიბარი 18:15

რაიო ვალეკანო-ვალენსია 20:30

ბარსელონა-ატლეტიკო 22:45

კვირა, 7 აპრილი

ალავესი-ლეგანესი 14:00

ხეტაფე-ბილბაო 16:00

ვალიადოლიდი-სევილია 18:15

სელტა-სოსიედადი 20:30

ლევანტე-უესკა 20:30

ბეტისი-ვილიარეალი 22:45

ბომბარდირები: 32 - მესი (ბარსელონა); 19 - სუარესი (ბარსელონა); 17 - სტუანი (ჟირონა); 16 - ბენ იედერი (სევილია); 15 - ბენზემა (რეალი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბარსას ქომაგი ნონა
ბიჭებო გისურვებთ კარგ თამაშს, მოგებას და გულშემატკივრების გახარებას! ტრადიციულად ლეოს სპექტაკლებს ველით!
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
[VIDEO] "ბარსამ" "კამპ ნოუ" გააბრაზა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა