დასრულდა თუ არა გასული სეზონი, ალბერტო ჯილარდინომ "ფიორენტინას" მესვეურები მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში...

დასრულდა თუ არა გასული სეზონი, ალბერტო ჯილარდინომ "ფიორენტინას" მესვეურები მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პასიურობა გახლდათ, რის გამოც "ვიოლამ" სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდო და შედეგად, ხელმოცარული დარჩა. იმდენად დაიძაბა ფეხბურთელსა და კლუბის მესვეურებს შორის ურთიერთობა, რომ ყველა მოლოდინით ჯილას ფლორენცია უნდა დაეტოვებინა.

დასახელდა ვარიანტებიც, ჯერ "იუვენტუსში' გადაიყვანეს, შემდეგ "რომას" დაუკავშირეს მისი ბედი, ბოლოს კი სულაც ფრანგული "მარსელის" ვარიანტი გაჟღერდა. თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ჭორები გახლდათ - თავად ჯილარდინო აცხადებს, რომ საკუთარ მომავალს მხოლოდ "ვიოლაში" ხედავს:

"შევხვდი თუ არა სინიშა მიხაილოვიჩს, პირველი ის ვუთხარი, რომ კლუბში დარჩენა მინდა. ფლორენციაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ხელშეკრულების მიხედვით "ფიორენტინაში" კიდევ სამი წლის განმავლობაში უნდა ვიასპარეზო და ჩემი სურვილია, რომ კონტრაქტის პირობები სრულად შევასრულო. როგორც ვიცი, სინიშასაც უნდა, რომ "ვიოლაში" დავრჩე, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს".

თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ფიორენტინას" მესვეურებმა დიდძალ თანხაზე თქვეს უარი და სტევან იოვეტიჩი დაიტოვეს. საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელსაც ჩერნოგორიელ ფეხბურთელში "მანჩესტერ სიტი" იხდიდა. ფლორენციული კლუბის სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ პირდაპირ განაცხადა, რომ სტევანს არც ერთ შემთხვევაში არ შეელევა:

"სულ რომ 100 მილიონი ევრო დაგვიდონ, იოვეტიჩს მაინც არ გავყიდით. ის "ფიორენტინას" მომავალია და გუნდისთვის უაღრესად საჭირო ფეხბურთელი. სინიშა მიხაელოვიჩთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ სტევანზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს. ასე რომ, მისი გაყიდვა აზრადაც არ მოგვსვლია".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო