სად იყო უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 28 თებერვალს გამოგზავნილი წერილი 4 მაისამდე
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ზვიად სიჭინავას კომენტარი ისეთ საკითხებზე ვთხოვეთ, საზოგადოებაში კითხვებს რომ ბადებდა. უეფას მიერ გამოგზავნილ წერილში ლაპარაკი იყო სამ გარიგებულ მატჩზე.

ფედერაციის პრეზიდენტს უპირველესად ამის თაობაზე ვკითხეთ.

- უეფადან წერილი 28 თებერვალს გამოაგზავნეს, თქვენ კი ის საზოგადოებას 4 მაისს აჩვენეთ. ამხელა შუალედი რამ გამოიწვია?

- წერილი უეფადან 28 თებერვალს კი გამოაგზავნეს, მაგრამ ჩვენ გაცილებით გვიან მივიღეთ და შემიძლია გაჩვენოთ შტამპი, რომლითაც ეს დასტურდება. უბრალოდ, მსგავსი გზავნილი არ არის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წერილივით საჩქარო, რომელიც "დიეიჩელით" უნდა გააგზავნონ. საამისოდ ჩვეულებრივ ფოსტას იყენებენ და, ეტყობა, ამიტომ დააგვიანა. თუმცა, ზუსტად მეც არ ვიცი, ამდენი ხანი ჩვენამდე მოსვლას რატომ დასჭირდა. მოკლედ, წერილის დამალვა რომ მდომოდა, ცხადია, სახალხოდ არ წავიკითხავდი.

- ჯერ მხოლოდ ხუთი მოთამაშის ბრალეულობა დამტკიცდა. ნუთუ გარიგებები კლუბების მონაწილეობის გარეშე ხდებოდა?

- გარკვეული ეჭვები გვქონდა, მაგრამ მოქმედებაში პარალიზებული ვიყავით და ვერაფერს ვაკეთდებდით. სამართალდამცავებმა უდიდესი სამსახური გაგვიწიეს, რომ ხუთი მოთამაშე მაინც გამოავლინეს. ასე რომ, ჩვენ ახლა მხოლოდ მათი საკითხები განვიხილეთ, ვისზეც კონკრეტული მტკიცებულებანი გვქონდა. თუმცა გამოძიება ამით არ დასრულდება და თუ მომავალშიც ვიღაცას წაუცდება ხელი, მასაც მკაცრად დავსჯით. აღმასკომზე გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ფაქტებზე აღარ ვიმსჯელოთ და პირდაპირ სამუდამო დისკვალიფიკაცია მივუსაჯოთ.

- საფეხბურთო სამყარო საკუთარი ძალებით გარიგებულ მატჩებსა და კორუფციულ სქემებში გარეული გუნდებისა და ფეხბურთელების გამოვლენას ვერ ახერხებდა. სამართალდამცავებს დახმარებისთვის ამიტომ მიმართეთ?

- პასუხს სხვა კუთხით გაგცემთ: ნავთობი არის ბიზნესი, ჭადრაკი არის სპორტი, გაზი და ფეხბურთი კი - პოლიტიკა.

- ანუ, რისი თქმა გსურთ?

- ფეხბურთი არის ყველაზე დიდი პოლიტიკა. მასში ერთიანდება ქვეყნის კულტურა და ისტორია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მის განვითარებასა და ყოველდღიურ პროცესში უნდა იყოს ჩართული ყველა ის ადამიანი თუ სტრუქტურა - დამლაგებლით დაწყებული, ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული - ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. თუ ფეხბურთით ყველა ეს ადამიანი არ იქნება დაინტერესებული, წარმატებას ვერასოდეს მივაღწევთ.

ცხადია, სამართალდამცავებსაც ვგულისხმობ. გამოჩნდა კიდეც, რომ მათ ჩვენს სფეროში დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ და კორუფციული გარიგებების გამოვლენით უდიდესი სამსახური გაგვიწიეს.

dato
ბბ კინგის კომენტარი მაგარია. სიჭინავას პიარ აქციები და დემაგოგია დამღლელი გახდა. ნავთობი რატო არაა პოლიტიკა? და ფეხბურთი რატო არაა ბიზნესი? სამინისტროს დანამატია ეგ ფედერაცია და აღმასკომის და პრეზიდენტის არჩევნები გაიხსენეთ, ვისაც არ გჯერათ.
bb king
გაზზეც თქვი რამე რახან ახსენებ.... რა უსამართლოდ იქცევა ყაზტრანსგაზი!
david
ძალიან კარგი,რომ ასეთი უღირსი ადამიანები გამოავლინეს,თუმცა მეეჭვება, რომ ისინი მარტო არიან,სათავეს რაც შეეხება ის ალბათ იქ არის სანახავი სადაც დაბადების ცნობების გადასწორება იწყება,
tiko
ყველა თავისას იღებს და კმაყოფილები არიან,ფეხბურთს რო ასამარებდნენ მთელი ეს წლები არავის ამოუღია ხმა! მარტო ეგ 5 ფეხბურთელია დამნაშავე? კარგად გაახილეთ თვალები..ჯერ გამზრდელმა აგოს პასუხი და მერე მოთხოვეთ შვილებს!
zaza
ფეხბურთელი მწვრთნელმა უნდა გაზარდოს, როგორც პროფესონალი. მაგრამ მწვრთნელები ვინ არიან ნახევარი ლოთები და არაპროფესიონალები.რა ნამუსით დარჩა ბიას მწვრთნელი გუნდში.
dudu8811
სიჭინავა რომ "ამაყობს" ჩივძე და ხურცილავა მყავს გვერდითო...ეს ორი კაცია მთელი ფედერაცია?აღმასკომის წევრები ვინ არიან? სადისციპლინო კომიტეტში ვინ არიან? ღაღანიძე საიდან გაჩნდა ქართულ ფეხბურთში ერთი კვირა კამერებთან რომ იწონებდა თავს...?ფედერაციამ და სიჭინავამ თავის თავი მოატყუოს..ქეცბაიამ კიდევ საქმეს მიხედოს და საქმის გარჩევებს თავი დაანებოს..ქართული ფეხბურთისთვის მას ჯერ არაფერი გაუკეთებია რომ ამდენი იყვიროს და დაგვეძაბოს..
zaza
რატო წინა ფედერაციის საქმეეს არ იძიებთ ქეცბაიამ ხომ თქვა 20 წელი არაფერი გაკეთებულაო, სად წავიდა ამდენი მილიონები.ან თვითონ სად იყო სხავას რომეუბნება გვერდზეიდექიო. იყო კვიპროსზე..ჯერ საქმე გააკეთოს ადრეა ტრაბახი და თითის ქნევა...
davit berekashvili
"აქაც და იქაც"პროფესიონალო სიჭინავა,5 კაცზე ჯოხის გადატეხვა და დიდი სიბინძურის ჩაფარცხვა-მიჩუმათების "პროფიც"ყოპილხარ!ამაზე ამოიღოს ხმა ქეცბაიამ თორე 20 წლის მერე ნაკრების მწვრთნელი ეტყვის,დედა რომ ეტირა ფეხბურთს სად იყავი ძმაოო
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...