"შერატონში" მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მოასპარზე 4 დიდოსტატი დაუპირისპირდა ერთმანეთს
"შერატონში" მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ 4 დიდოსტატი მეწინავეობდა. გუშინ სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ბელა ხოტენაშვილისა და ელინა დანიელიანის (სომხეთი) პარტიაში დიდი შეხლა-შემოხლა არ გამართულა - 21-ე სვლაზე დაზავდნენ. სამაგიეროდ, ვიქტორია ჩმილიტესა (ლიტვა) და ნადეჟდა კოსინცევას (რუსეთი) ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ბალტიისპირელმა კუთა ენდშპილში ზედმეტი პაიკი შეინარჩუნა და 73-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. ევროპის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის პრიზიორი 4 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

დიდ ინტერესს იწვევდა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) და ნინო ბაციაშვილის შეხვედრა. მეტოქეებმა ლაზიერის გამბიტის ლასკერის ვარიანტი აირჩიეს. დებიუტში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. აი, მე-18 სვლაზე კი ქართველმა მოჭადრაკემ ბულგარელს პაიკი შესწირა და სათამაშო ინიციატივასაც დაეუფლა, რადგან სტეფანოვამ როქის გაკეთება ვერ მოახერხა და მეფე ცენტრში დარჩა.

- ოცდამეორე სვლის წინ საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ შეტევის არასწორი გეგმა ამირჩევია - ბ3 სვლით მეორე პაიკის შეწირვა შეცდომა იყო, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მივეცი. მომდევნო ხუთ სვლაში ფორსირებულად გამოვიდა საყაიმო სიტუაცია. მუდმივი ქიშის შესაძლებლობა რომ არ გამომეყენებინა, უარეს პოზიციას მივიღებდი. დასანანია, რომ სახელოვან დიდოსტატთან უპირატესობა სასურველ დასასრულამდე ვერ მივიყვანე, თუმცა სტეფანოვასთან ნახევარი ქულის მოპოვებაც საპატიოა", - მითხრა ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ ნინო ბაციაშვილმა.

მე-4 ტურში ლიდერთაგან, ასევე, დაზავდნენ: იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-კატერინა ლახნო (უკრაინა), პია კრამლინგი (შვედეთი)-ევგენია ოვოდი (რუსეთი), ანასტასია სავინა (რუსეთი)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), ლილით გალოიანი (სომხეთი)-ანა უშენინა (უკრაინა), ლელა ჯავახიშვილი-ბაირა კოვანოვა (რუსეთი), ქეთინო კახიანი-გერშინსკა (გერმანია)-სოფიკო ხუხაშვილი, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)-ოლგა ზიმინა (იტალია), მირანდა მიქაძე-ნანა ძაგნიძე, დარია ჩაროჩკინა (რუსეთი)-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)-გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი), ანუ პირველი 15 პარტიიდან 12 ყაიმით დამთავრდა და მხოლოდ სამი აღმოჩნდა შედეგიანი. ჩმილიტეს გამარჯვებაზე უკვე გითხარით. დანარჩენ ორ პარტიაში კი ჩვენებურები დამარცხდნენ: სოფიკო გურამიშვილს ანასტასია ბოდნარუკმა (რუსეთი) სძლია, სოფიო გვეტაძე კი ანა მუზიჩუკს (სლოვენია) დანებდა.

ორ-ორქულიან ქართველთა პარტიები კი ასე დასრულდა: ინგა ხურცილავა-სალომე მელია 0:1, ნინო ხურციძე-ნათია ჯანჯღავა 1:0, ნაზი პაიკიძე-ქეთი წაწალაშვილი 1:0, მაია ლომინეიშვილი-ალექსანდრე ვახანია 0,5:0,5, საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი)-ინგა ჭარხალაშვილი 0:1, ლაურა როგულე (ლატვია)-ანა გავაშელი 1:0, მაკა ფურცელაძე-ანა ჰაირაპეტიანი (სომხეთი) 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა: ჩმილიტე-4, დანიელიანი, ხოტენაშვილი, ბოდნარუკი-3,5:3,5 ქულა. 3-3 ქულა 25-მა მოჭადრაკემ მოაგროვა. მათ შორის ჩვენებურებიც არიან - ჯავახიშვილი, ხურციძე,. პაიკიძე, ფურცელაძე, ბაციაშვილი, ხუხაშვილი, მელია და ჭარხალაშვილი.

დღეს მე-5 ტურში დანიელიანი თეთრებით ჩმილიტეს შეხვდება, ბოდნარუკი-ხოტენაშვილს. ნ. კოსინცევა-პაიკიძეს, ბაციაშვილი-პია კრამლინგს, ჭარხალაშვილი-ჯავახიშვილს, მელია-გალოიანს, კოვანოვა-ხურციძეს, ხუხაშვილი-ფურცელაძეს, ხოლო 2,5-ქულიანი ძაგნიძე კახიანი-გერშინსკას დაუპირისპირდება.

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა