5-7 აპრილს ქალაქ პეზაროში მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ ბაფთებით ასპარეზობისას აბრაგულის მუსიკაზე შესრულებული ვარჯიში 18.750 ქულით დაასრულა და 0.05 ქულა დააკლდა, რომ მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა.

ამავე კატეგორიაში, გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, რუსი ტანმოვარჯიშის, პირველადგილოსან დინა ავერინას 20.600 ქულა და ოქროს მედალი სერიოზულ პოლემიკაში გადაიზარდა. ვარჯიშის შესრულების საწყისი წუთებიდან აშკარად ჩანს, თუ როგორ არის დინას ლენტი გაკვანძული, რაც თავის მხრივ, მსაჯებსაც უნდა დაენახათ, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ. მიუხედავად ამისა, მან უმაღლესი შეფასება და ოქროს მედალი დაიმსახურა.

დამაინც, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიდია ვინოგრადნა ეხმაურება ამ ეპიზოდს და შესაძლო შედეგებზე საუბრობს, იმ შემთხვევაში, თუ მსაჯები ეპიზოდს კვლავ გადახედავენ. შედეგად კი სალომე ფაჟავას დიდი შანსი ექნება, მესამე ადგილზე გადაინაცვლოს.

ლიდიას ამ კომენტარს მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაცია თავისი ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით გამოეხმაურა:

"გადავწყვიტეთ, რომ ბლოგერ ლიდია ვინოგრადნას მიერ წამოყენებულ პოლემიკას, დინას ბაფთის გაკვანძვასთან დაკავშირებით, მსაჯების სახელით ვუპასუხოთ. თუ მას მიაჩნია, რომ კვანძი სერიოზულად შეცვლის დაფიქსირებულ შედეგებს, უნდა გავუცრუოთ იმედები. ამავე დროს, იტალიის ტანვარჯიშის ფედერაცია მზადაა, ყველა ქვეყნის მსაჯის შეკითხვას უპასუხოს ამ თემასთან დაკავშირებით. ითქვა ისიც, რომ თუ ტანმოვარჯიშე კვანძიანი ბაფთით ივარჯიშებს, მას არ შეექმნება პრობლემები სხვადასხვა კომპონენტის შეფასებისას. ამ შემთხვევაში მხოლოდ რისკის ფაქტორი შეფასდება. ესაა, რაც შეგვიძლია ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ვთქვათ".

ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" ტიაგო დე ოლივეირა გუშინდელი დღიდან მოყოლებული ღიად აღნიშნავს, რომ სალომე ფაჟავა მესამე ადგილს იმსახურებდა. მან თავისი აზრის დაფიქსირებისას განაცხადა, რომ "სამართლიანი იქნება, თუ დინას ოქროს მედალი ჩამოერთმევა. შესაბამისად, ტასევა გადაინაცვლებს პირველ ადგილზე, ჰარნასკო - მეორეზე, ხოლო ფაჟავა მესაზე იქნება. საერთაშორისო ტანვარჯიის ფედერაციავ - თქვენ შეგიძლიათ ეს სავალალო შეცდომა გამოასწოროთ".

სალომე ხარატიშვილი სპეციალურად საიტისთვის

fofo
კვანძს აქვს მნიშვნელობა, აბა რა. სალომეს ეგეთს ვინ აპატიებდა. უბრალოდ, რუსებისათვის ყველაფერი დასაშვებია, როგორც ჩანს.
Geo_Dinamo
მოკლად რუსების გაიძვერობას და თაღლითობას დასასრული არა აქვს. არც სპორტში და არც ზოგადათ ცხოვრებაში.
თამარი
კვანძს აქვს მნიშვნელობა . კვანძის მეშვეობით შეიძლება გამოითვალო სადამდე აისროლო ჯოხი და სად მოჰკიდონლენტას ხელინრომ არაფერიშეგეშალოს .
ნოდო
ალბათ უფრო მკითხველის მოსაზიდად უფროა ვიდრე არაპროფესიონალიზმი იმედია რატომ უნდა დაასათაურო სტატია მყვირალა სათაური როცა სტატიაშივე ჩანს რო გამორიცხულია ეგრე მოხდეს მსაჯებმა არ გადაიხედებაო და სხვას მაინც არ აქ უფლება რამის
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
"ვეცადე, ბოლომდე მომეთმინა, თუმცა მუდმივად გამაყუჩებლებით ასპარეზობა ძალიან რთულია"
საფეხბურთო სკანდალი - კორუფცია, ჩაწყობილი მატჩები და ფულის გათეთრება ბელგიაში?
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა