ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ოზურგეთში სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო
ოზურგეთში სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. ოზურგეთის "მერცხალის" დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი გახარებულია - უფულობისა და უპატრობონის გამო დაჩაჩანაკებული კლუბი და, საერთოდ, რაიონის ფეხბურთი გამოცოცხლდა.

"როდესაც ოზურგეთის "მერცხალში" მივედით, კლუბის აღორძინების გეგმა შევიმუშავეთ ინფრასტრუქტურის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტი იყო, რადგან მოედნის გარეშე გუნდი ვერ ითამაშებს; საჭირო იყო მწვრთნელთა განათლება, რაც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენისა და გაზრდის წინაპირობაა. 3 - საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება, კლუბს და ნაკრებებს მომავალი თაობები რომ გავუზარდოთ; სარეზერვო გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც "მერცხალს" ფეხბურთელებით მოამარაგებს; სოფელში არსებული საფეხბურთო სკოლების ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოყვანა და ამით რაიონის რესურსის უკეთ გამოყენება.

გეგმა ერთია, მაგრამ თანადგომის გარეშე მისი განხორციელება წარმოუდგენელი იყო. ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზვიად სიჭინავამ სტადიონების რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება მიაქცია, რადგან ხეირიანი მოედნების დეფიციტი ქართული ფეხბურთის დეგრადაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის სტადიონის რეკონსტრუქცია მის გეგმებშიც შედიოდა და სამუშაოების პირველი ეტაპი ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ ორმოც წელზე მეტია, ოზურგეთის სტადიონზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა. პირველი ეტაპი ხარისხიანი საფრის დაგება იყო. ძველი საფარი აიღეს, ახალი დააგეს და ერთ თვეში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მინდორი გვექნება. რეკონსტრუქციის შემდეგი ეტაპი ტრიბუნების მოდერნიზაცია და ახალი ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება იქნება - სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მომავალი სეზონისთვის იგეგმება. საბოლოოდ გვსურს, რომ ოზურგეთში ევროპული დონის სტადიონი აშენდეს.

ცხადია, ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებისთვის გვინდა და "მერცხალსაც" წაადგება. ამის ლოგიკური გაგრძელება ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება იქნება. სამომავლოდ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ უეფას ლიცენზირების მოთხოვნები, უმაღლესში თამაშის უფლება რომ მივიღოთ. ამის პრეტენზია კი ნამდვილად გვაქვს", - გვითხრა ჩხატარაშვილმა.

chiko
ოზურგეთში საფეხბურთო ბუმი იწყება, იმედია შემდეგ წელს უმაგლესში გადავალთ :)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"