ფოტო: Wasps rugby

"ბორჯღალოსანმა" ზურაბ ჟვანიამ ინგლისის პრემიერშიფში თავისი პირველი ლელო გაიტანა. 27 წლის მორაგბეს "უოსპსის" მაისურით ლელოები ჩემპიონთა თასსა და ამხანაგურ მატჩში ჰქონდა გატანილი, ახლა კი ანგარიში ჩემპიონატშიც გახსნა.

მე-18 ტურში "უოსპსი" "ვუსტერს" მასპინძლობდა. ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელო მე-20 წუთზე გაიტანა: მან რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადახტა. ეს მასპინძელთა მესამე ლელო იყო და ანგარიში 21:3 გახდა. მეორე ტაიმში "ბზიკებმა" მეოთხე ლელოც გაიტანეს, 28:16 მოიგეს და ბონუსი აიღეს. ჟვანიამ მოედანზე 58 წუთი გაატარა. მისი გუნდი 42 ქულით მე-8 ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულა აშორებს მე-5 პოზიციას.

ტოპ-14

საფრანგეთის ტოპ-14-ის 21-ე ტურის შეხვედრაში "კლერმონმა" "რასინგ 92"-ს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 31:31 დასრულდა. სტუმართა შორის ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. გურამ გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 33-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა შეცვალა. შეხვედრის მიწურულს გოგიჩაშვილი კაკოვინის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა.

"ტულონმა" მიმდინარე სეზონის ლიდერი, "ტულუზი" მიიღო და 25:10 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში წვლილი მამუკა გორგოძემაც შეიტანა, რომელიც თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წუთი ტულონელებმა კაცნაკლულებმა ითამაშეს, თუმცა მესამე ლელოს გატანა მოახერხეს და ბოლოსწინა წუთზე ლელო თავადაც რომ არ გაეშვათ, ბონუსს აიღებდნენ.

ექვსეულისთვის მებრძოლმა "ბორდომ" "პერპინიანი" მიიღო და 31:22 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. ლაშა ტაბიძე თამაშში 55-ე, ხოლო ბექა გორგაძე 61-ე წუთიდან ჩაერთო.

"გრენობლმა" "სტად ფრანსე" მიიღო და მისი 21:17 დამარცხებით, ტოპ-14-ში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. პარიზელთა შორის 52-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმრებმა ორი ლელო დასკვნით 15 წუთში გაიტანეს და საპლეიოფო ექვსეულის მახლობლად არიან.

ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო "მონპელიემ". 21-ე ტურში ქართველების გუნდმა "აჟენს" უმასპინძლა და ბონუსით, 33:17 სძლია. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა გიორგი თეთრაშვილმა.

პრო დე2

პრო დე2-ს რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე "ოიონა" ლიდერობს, რომელმაც 27-ე ტურში "ნევერი" 30:22 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა რიგებში თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო თორნიკე მატარაძე. "ნევერი" 71 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

78 ქულით მეორე ადგილზეა და ტოპ-14-ში დასაბრუნებლად იბრძვის ქართველების "ბრივი", რომელიც კიდევ ერთ ქართულ გუნდ "ორიაკს" ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 11:14.

მოედანზე ხუთი ქართველი მორაგბე გავიდა. "ორიაკის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ცუცქირიძე და ის 32-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა, ხოლო მერაბ შარიქაძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა ძირითადში იყო და 65 წუთი ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. თამაშში მე-3 წუთიდან ჩაერთო ოთარ გიორგაძე, ხოლო კარლენ ასეიშვილი მოედანზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა.

"პროვანსის" შემადგენლობაში მესამე თამაში ჩაატარა კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა. მისი გუნდი "ბეზიეს" ეწვია, 19:20 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. ალხაზაშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა.

"კარკასონმა" "ბურგ-ან-ბრესი" მიიღო და ბონუსით, 45:10 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა და 74-ე წუთზე მასპინძელთა მე-7 ლელო გაიტანა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ვაჟა კაპანაძე.

"კოლომიეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. მისმა გუნდმა "მასი" 31:7 დაამარცხა. სტუმართა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ილია კაიკაციშვილმა.

"მონ-დე-მარსანმა" დაძაბულ მატჩში "ანგულემი" 26:23 დაამარცხა. "მონ-დე-მარსანის" შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში ანტონ ფეიქრიშვილი, რომელმაც მოედანზე 45 წუთი გაატარა. სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან