ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) გუშინდელი გამარჯვება გამოცდილ ვაკანოსატოზე კარიერაში 199-ე იყო
ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) გუშინდელი გამარჯვება გამოცდილ ვაკანოსატოზე კარიერაში 199-ე იყო. ასე რომ, დღეს ქართველ რიკიშისთვის 36 წლის მონღოლ კიოკუტენჰოს ძლევა საიუბილეო, მე-200 იქნება. ტოჩინოშინისთვის ნაცუ ბაშო დიდებულად დაიწყო, ის დაუმარცხებელ ექვსეულშია, რომელსაც სათავეში დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო უდგას. აი, სხვა ქართველ სუმოისტებზე იგივეს ვერ ვიტყვით.

გუშინ ტოჩინოშინს ვაკანოსატო ეჭიდავა, რიკიში, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა სუმოს იერარქიაში მესამე წოდებას - სეკივაკეობას. იაპონელმა ხერხი იხმარა და 23 წლის ქართველის ჰატაკიკომიზე დაჭერა მოინდომა, მაგრამ ტოჩინოშინმა ცაციათი იგდო ხელთ მეტოქის მავაში და შემდეგ ვეტერანი დოჰიოდან გაიყვანა. კიოკუტენჰო მონღოლური სუმოს პიონერია იაპონიაში. მას ჩვენებური აქამდე ხუთჯერ შეხვედრია, 3:2 წინ კიოკუტენჰოა.

გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ეს მე-5 ბაშოა უმაღლეს დივიზიონში და, თუ დროულად არ გამოფხიზლდა, დაქვეითება არ აცდება. გუშინ ჩვენებურმა კიმურაიამას ზურგი შეაქცია, რითაც იაპონელმა უმალ ისარგებლა და ოკურიდაშით გაიყვანა ქართველი დოჰიოს რკალიდან. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს და დღეს დაუმარცხებელ ტოიოჰიბიკის ხვდება. ქართველის არ იყოს, ტოიოჰიბიკიც დიდწონიანი სუმოისტია - 200-კილოიანი გაგამარუ, 170-კილოიან იაპონელს შეერკინება.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მესამე მარცხი იგემა ლევან ცაგურიამ (კოკაი). "შავი ზღვა" ამჯერად ჰატაკიკომიზე გამოიჭირეს. დღეს ჩვენებური სადანოფუჯის შეხვდება.

პუბლიკა კვლავ აღაფრთოვანა დიდმა ჩემპიონმა, ჰაკუჰომ მე-3 ორთაბრძოლა წინა ორზე უკეთ ჩაატარა და ამჯერად მე-2 მაეგაშირა ჰომაშოს 2 წამში მოუმთავრა საქმე. ოთხი ჩემპიონიდან (ოძეკი) დაუმარცხებელი მხოლოდ ბარუტო იყო და გუშინ ესტონელმაც წააგო. მას პირველმა მაეგაშირა გოეიდომ კონტრშეტევაზე აჯობა და გოლიათი თიხნარზე დაანარცხა.

III დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), გოეიდო-ბარუტო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (იორიტაოში), კიტატაიკი-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კაიო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-კისენოსატო (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტამავაში-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ვაკანოსატო (იორიკირი), იოშიკაძე-შოტენრო (ოშიდაში), ასასეკირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კიმურაიამა-გაგამარუ (ოკურიდაში), კაისეი-ტოჩინონადა (ოშიდაში), მიაბიამა-ტაკარაფუჯი (ოშიდაში). ძურიო: სადანოუმი-კოკაი (ჰატაკიკომი).

3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), ასასეკირიუ (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12), კაისეი (მ 16).

IV დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები, მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოოშუ-ჰომაშო, კაიო-კიტატაიკი, ბარუტო-ამინიშიკი, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, არანი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-სადანოფუჯი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა