რუსული გამოცემა sport-express.ru მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მის მამას, "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩას მხოლოდ "ლოკომოტივი" არ იწვევდა, ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება "ლევერკუზენს" და "დორტმუნდსაც" სურდათ.

"მე კარიერა აზერბაიჯანში დავასრულე. ხვიჩამაც ფეხბურთის თამაში იქ დაიწყო, პირველი პროფესიონალური ვარჯიში კი საქართველოში ჩაატარა. 11 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ხვიჩა სკოლას წელს ამთავრებს. სწავლა უყვარს, თუმცა მისი მთავარი მოწოდება ყოველთვის ფეხბურთი იყო. თავისუფალ დროსაც მუდმივად ფეხბურთს თამაშობდა, იღებდა ბურთს და ეზოში გარბოდა.

"დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა. კლუბმა ახალი, სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ეს არ გვსურდა. ამის გამო მას მოედანზე აღარ უშვებდნენ და ნახევარი წელი უსაქმოდ გაატარა, არადა, 16 წლის ასაკში "დინამოს" მთავარ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "რუსთავში" წავიდა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, პირიქით, დარჩენა ჩვენ არ გვსურდა.

"ლოკომოტივი" ერთადერთი ვარიანტი არ ყოფილა. მისით "ლევერკუზენი", დორტმუნდის "ბორუსია" და სხვა კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, ქართველმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა გვირჩია, რომ "ლოკომოტივი" აგვერჩია. დავუჯერე, რადგან ის ჩემი ოჯახის მეგობარია.

ხვიჩას თავად სურდა აქ თამაში, თქვა, რომ "ლოკო" ძალიან ძლიერი კლუბია და აქ ვარჯიში სურდა. ჩვენ ნახევარწლიან ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

18 წლის ასაკამდე კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი იყო. "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებებს 2-3 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით, მაგრამ არცერთი წამით არც მე და არც ხვიჩას უარი არ გვითქვამს, რადგან ეს ძლიერი რუსული კლუბია, თან რუსეთი შორს არ არის და ჩემს შვილთან ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შემიძლია.

იური სიომინი ამ ტრანსფერით პირადად იყო დაინტერესებული, ის დიდხანს აკვირდებოდა ხვიჩას. მე სიომინს აზერბაიჯანიდან ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილი ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობს, მისგან ბევრს ისწავლის. ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ნამდვილად დაიმსახურა ის დრო, რასაც სიომინი აძლევს.

ხვიჩა საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და მას ყველაფერში მხარს ვუჭერ. თუ "ლოკო" მას კონტრაქტს შესთავაზებს, გადაწყვეტილებას ის საკუთარ აგენტთან ერთად მიიღებს. ეს რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, უდიდესი ისტორიით. მინდა აქ დარჩეს და პროგრესი განაგრძოს, მაგრამ ვიმეორებ: ხვიჩამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვურ კლუბში იჯარის წესით "რუსთავიდან" გადავიდა. მან მცირე დროში რუსეთის პრემიერლიგაში 3 მატჩის გამართვა მოასწრო, "ზენიტთან" შეხვედრა (1:1) კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

კ ო მ ბ ლ ე
რუსეთია ახლოს და დორტმუნდი გადაკარგულში??? პროსტამც რუსები უფრო ბევრს იხდიან და.....
სოსო
იქნება ღამით გამოგზავნილი პოსტებიც გაუშვათ?
ჰაჰა
შენც გაიხარე და ჩვენც გაგვახარე. მთავრია ნაკრებში ივარგო. იმწუთას ჩაყუჩდებიან ეს "კლავიატურის ლომები".
Emigranti
Un likebi ise damiceres titqos movigone rame da ar afuchebdnen bavshvebs ra. Anda fulebs ar txovdnen da ar moutxoviat arasdros rom gundshi aeyvanat ceret da iyavit mara realobas ver gaveqcevit
Gigi
Xmertma xeli moumartos
Musenbezi
კომენტარებს გადავხედე და შემრცხვა, კლავიატურაზე კაკუნის მეტი რა გაგიკეთებიათ სხვას რომ აკრიტიკებთ? წარმატებები ხვიჩას!!!
კახა ქირია
სხვა გუნდი და მწვრთნელი რომ ყოფილიყო მეც გამიჩნდებოდა უნდობლობის გრძნობა,მაგრამ სიომინი კარგი სპეციალისტია და ყველამ ვიცით მისი დამოკიდებულება ქართველების მიმართ.წარმატებები ხვიჩას!
barba
მერე შე დალოცვილო, დორტმუნდი თუ იწვევდა მოსკოვის ლოკომოტივში რამ გაგაშვებინა???
me
რუსეთში ვინც წავიდა, თითქმის ყველა გაფუჭდა. სიცივის გამო სინტეტიკაზე თამაშობენ დარბაზში და ტრავმებს იღებენ ხშირად. რუსი მცველები უხეშობენ. თან ოკუპანტები არიან რუსები. რა გინდათ რუსეთში?
emigranti
აბა თქვენ იცით, სასწრაფოდ ათამაშეთ ნაკრებში რუსეთის მოქალაქეობა რომ არ მიიღოს:).კლიმენტის ბიჭი ხომ უკვე დაკარგულია:(
გიო
დორტმუნდში დაფრინავს ნახევარი საქართველო ამას რატო ეშორა ვერ გავიგე? :დ თან ელემენტარულად ვიზაც კი არ ჭირდება რუსეთისგან განსხვავებით...
ვაი
რა გჭირთ ხალხო რამ გაგაბოროტათ? რამე პოზიტივი რომ ნახოთ ვერა?
ნოდო
რეალმა და ბარსამ საუკუნოვანი მტრობა ხვიჩას გამო დაიწყეს თორე დაძმაკაცებული კლუბები იყვნენ მანამდის :D
Tbiliseli
ყველა ქართველ ფეხბურთელს დორტმუნდი როგორ იწვევს))))) ქეცბოს ხო არ ნიშნავენ მანდაც?)))) ნუ ბაქიბუქობთ, არავის აღარ გვჯერა მაგეების ))))
odala
წავიდა ქართული გაბუქება. დააყენეს მტვერი. აბა თქვენ იცით, წინ 'დესნაა'.
reali
ამბობდნენ რეალსაც უნდოდა, ნეტავ რატომ არ წავიდა რეალში?
ნიკა კ
ასეთი უმადურობა ძნელი გასახსენებელია. დინამო 16 წლის ფეხბურთელს კონრტაქტს სთავაზობდა და არმივიღეთო მეტი რაუნდოდა ლოკოში გადასვლას კი საშვალო დონის ევროპული კლუბი მირჩევნია. წავიდა იქ სადაც ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს აფუჭებენ და ფულის სანაცვლოდ იმონებენ. ყველაფერი ჩემი აზრი[ მამამისის ბრალია
Emigranti
Dinamo da ara marto dinamos ramdeni bavshvi yavt gafuchebuli da dadziruli kontraqtis gagrdzelebaze uars rom ambobdnen da amboben. Fulis monebi ar unda iyot tu karg saqmes aketebt bolomde gaaketet da axalgaxrdebs nu cdilobt momavals gafuchebas
G.A.L.
კვარა დარწმუნებული ვარ შენისთანა შრომისმოყვარე იქნება შენი ბიჭი. წარმატებას ვუსურვებ მას ოჯახის და სამშობლოს სასახელოდ!
ქუთაისი
და კიდო ბარსელონა . . .
mikheil kopaleishvili
რუსეთის ჩრემპიონატი თურმე გერმანიის ჩემპიონატს ჯობია
gio
დორტმუნდი იწვევდა, ლევერკუზენი...რიჟა ბაზარი)
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
"ჩემი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევს" - კვარაცხელიას მამამ ხვიჩას პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა