საქართველოს მხრიდან შეხევდრაში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა- EPAS-ში, გიორგი ჭანიშვილმა მიიღო
სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში 3 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს პროგრამა - EPAS-ის (ევროსაბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) მორიგი შეხვედრა-მოსმენა.

შეხვედრა მიეძღვნა ევროპული ინსტიტუციებისა და სპორტული ორგანიზაციების, სპორტული მოძრაობის გაერთიანებას, სპორტში გარიგებული და ჩაწყობილი თამაშებისა და ზოგადად სპორტში შედეგების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური კამპანიის დასაწყებად.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სპორტულ უწყებებთან ერთად, "უეფას", საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის საბჭოს, საპარლამენტო ასამბლეის, სადამკვირვებლო კომიტეტის, ევროპული და მსოფლიო ლატარიის კომპანიების წევრები, ევროპული ტოტალიზატორების ბუკმეკერები და სხვადასხვა ექსპერტები ესწრებოდნენ მწვავე დისკუსია გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეხევდრაში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა- EPAS-ში, გიორგი ჭანიშვილმა მიიღო.

ითქვა, რომ გარიგებული თამაშების ბიზნესმა მიიღო ორგანიზებული კრიმინალის სახე, რის წინააღმდეგაც მიზანმიმართული და სამართლებრივი ბრძოლაა საჭირო.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ EPAS-ი წევრ ქვეყნებთან და კონსულტანტებთან ერთად დაიწყებს მუშაობას ჩაწყობილი და გარიგებული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, საერთაშორისო შეთანხმების - კონვენციის შესაქმნელად.

დღეისათვის, EPAS-ს მზად აქვს ოფიციალური დოკუმენტი რეკომენდაციების სახით, რომლის ბაზაზეც მომზადდება კონვენცია. კონვენციის შექმნას შეხვედრაზე დამსწრებ ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად მხარი უკვე დაუჭირა "უეფამ", ასევე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვადასხვა სპორტულმა ორგანიზაციებმა. გადაწყდა ისიც, რომ დოკუმენტზე მუშაობის დროს მოწვეული იქნება საერთაშორისო კრიმინალური პოლიცია - ინტერპოლი.

კონვენციის უშუალოდ EPAS-ის წევრ ქვეყნებში რატიფიცირების შემთახვევაში, EPAS-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები განიხილება როგორც კანონთან შესაბამისობაში არსებული დოკუმენტაცია და საქართველოს, როგორც EPAS-ის წევრ ქვეყანას კანონმდებლობით დაეკისრება კონვენციის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ინფორმაცია EPAS-ის შესახებ

EPAS - ევროპის საბჭოს პროგრამა - ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ (EPAS) 2007 წლიდან მუშაობს და დღეისთვის კონტინენტის 35 ქვეყანას აერთიანებს.

EPAS ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტიტუციებთან, აღნიშნული პროგრამის 17 პარტნიორ ორგანიზაციას შორის არინ ევროპის ფეხბურთის ასოციაცია - "უეფა", ევროპის რაგბის ასოციაცია - "ფირა აერი", საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაცია - "ფიბა", ევროპის ძიუდოს კავშირი - "ეჯუ", ევროპის ოლიმპიური კომიტეტი - "ეოს", ევროპის პარაოლიმპიური კომიტეტი, სამბოს საერთაშორისო ფედერაცია და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები.

საქართველო EPAS-ში 2011 წელს მიიღეს, რითაც ჩვენი ქვეყანა ევროპას არა მარტო პოლიტიკური, არამედ სპორტული თვალსაზრისითაც დაუახლოვდა.

საქართველოს EPAS -თან შეერთება 2010 წლის 21-23 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრების მე-18 მინისტერიალზე გადაწყდა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა.

EPAS-ში გაერთიანების საკითხი განიხილა და მოიწონა საქართველოს პარლამენტმა, რადგან ევროპის საბჭოს რეკომენდაციების გაზიარება ჩვენს ქვეყანაში სპორტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

EPAS-ი თავისი რეკომენდაციებით, რჩევებით ცდილობს სპორტში სამართლიანი გარემო შექმნას - დაიცვას ადამიანთა უფლებები, არასრულწლოვანი სპორტსმენები არალეგალური მიგრაციისგან და სპორტის საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად.

EPAS-ი წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებს გასცემს სპორტში კორუფციის აღმოსაფხვრელად, ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ზომების მისღებად, დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაყურებელთა მხრიდან ძალადობის საკითხების დასარეგულირებლად, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სპორტში მასობრივად ჩასაბმელად.

msy.gov.ge

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა