"სამეფო კლუბი" ლოს ანჯელესშია, საიდანაც "რეალის" ამერიკული ტურნე იწყება.

"სამეფო კლუბი" ლოს ანჯელესშია, საიდანაც "რეალის" ამერიკული ტურნე იწყება. გუნდს ამერიკელმა გულშემატკივრებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინტერესი ამერიკელ ფანებში კრიშტიანო რონალდომ გამოიწვია. ჟოზე მოურინიომ გუშინ პირველი ვარჯიში კალიფორნიის უნივერსიტეტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. კლუბით თვითმფრინავმა ამერიკაში ეს ფეხბურთელები ჩაფრინდნენ: დუდეკი, ადანი, პეპე, მარსელო, გარაი, დრენტე, მ. დიარა, ლ. დიარა, პედრო ლეონი, გაგო, რონალდო და ბენზემა. გუშინ კრიშტიანო რონალდომ მუნდიალის შემდეგ პირველად ივარჯიშა კლუბში. მოურინიომ სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელიც იახლა ტურნეზე: ნაჩო, ტებარი, ალექსი, ხუანფრანი და მორატა. დღეისათვის პორტუგალიელი თავკაცის განკარგულებაში ეს კონტინგენტია.

შაბათს კალიფორნიაში კაკა, იგუაინი და ახალწვეული დი მარია ჩავლენ. ორშაბათს გუნდს ვარსკვლავები კიდევ დაემატებიან, შვებულებიდან პირდაპირ ლოს ანჯელესში მსოფლიოს ჩემპიონები კასილიასი, რამოსი, არბელოა, ალბიოლი და ჩაბი ალონსო გამოვლენ. ჯერ ზუსტად არ იციან, მაგრამ, სავარაუდოდ, მუნდიალის ფინალისტი რაფაელ ვან დერ ვაარტიც ორშAაბათს შეუერთდება დანარჩენებს. ყველაზე ბოლოს მოურინიოს განკარგულებაში გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჩადგება, სერხიო კანალესი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

ამერიკაში "რეალი" მხოლოდ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 4 აგვისტოს სან ფრანცისკოში მექსიკურ "ამერიკას" შეხვდება, ხოლო 10-ში ლოს ანჯელესში ადგილობრივი "გალაქსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ლელო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე