ფოტო: Wasps Rugby

გასულ კვირაში ქართველმა ლეგიონერებმა - ზურაბ ჟვანიამ, ოთარ გიორგაძემ და გიორგი ჯავახიამ ლელოები დადეს.

ინგლისის პრემიერშიფის მე-19 ტურში შესანიშნავი ლელო დადო ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ და თანაც, ეს მიმდინარე გათამაშების ლიდერთან, "ექსეთერთან" გასვლით მატჩში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის მორაგბემ ინგლისის ჩემპიონატში პირველი ლელო ერთი კვირის წინ დადო და მომდევნო ტურშივე მონაგარი ორამდე გაზარდა.

ზურაბ ჟვანიას ლელო

Video

13.04.19 ექსეთერი - უოსპსი 26:19. ზურაბ ჟვანიას ლელო

მე-60 წუთზე ჟვანიამ მეტოქის ნახევარზე თერნოვერი გაახერხა და საქმეში მალევე დაბრუნდა, კონტრშეტევას მიჰყვა, 22-ის ხაზთან ხაზი გაჭრა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და "უოსპსის" მეოთხე ლელო გაიტანა. ამ მომენტში სტუმრები 26:12 დაწინაურდნენ, თამაში 26:19 მოიგეს და ბონუსიც ჩაიწერეს. შედეგად, "უოსპსი" 47 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა, მე-4 ადგილს მხოლოდ 3 ქულა აშორებს და საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჟვანიამ მოედანზე 62 წუთი გაატარა, ბურთით 4-ჯერ შეუტია და ჯამში 18 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 10 ბოჭვა და ორი თერნოვერი გაახერხა.

ქართველების "ბრივი" პრო დე 2-ში გალიდერდა

"ბორჯღალოსანი" ოთარ გიორგაძე შესანიშნავ სეზონს აგრძელებს და პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე ლელო გაიტანა. 28-ე ტურში მისი, კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა ჯაფარიძისა და ლუკა გოგინავას "ბრივი" "კარკასონს" დაუხვდა და ბონუსით, 54:17 დაამარცხა.

ოთარ გიორგაძის ლელო

Video

13.04.19. ბრივი - კარკასონი 57:17. ოთარ გიორგაძის ლელო

ქართველი შერკინების შემკვრელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მან რაქიდან მიიღო ბურთი, მბოჭავების მცდელობის მიუხედავად, ფეხზე დარჩა, ორი თანაგუნდელის დახმარებით უპირატესობის ხაზი გადალახა და ბურთი დაამიწა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. "ბრივი" ტოპ 14-ში დასაბრუნებელი პირდაპირი საგზურისთვის იბრძვის და ბოლოსწინა ტურში, ორ კვირაში მთავარ კონკურენტ "ოიონას" სტუმრად ეთამაშება, რომელმაც მოცემული მომენტისთვის პირველობა "ბრივს" გადაულოცა.

საფრანგეთში ლელოთა ანგარიში გახსნა გიორგი ჯავახიამ. ის "ორიაკს" მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და თავი მე-10 მატჩში გამოიჩინა.

"ვანთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში, მან შერკინების მეორე ხაზში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მე-5 წუთზე მოლს მოწყდა და ლელოთი ანგარიში გახსნა.

გიორგი ჯავახიას ლელო

Video

13.04.19 ვანი - ორიაკი. 5:25. გიორგი ჯავახიას ლელო

სამწუხაროდ, სტუმრებმა მეტი ქულის აღება ვერ შეძლეს და 5:25 დამარცხდნენ. ჯავახიამ მოედანზე 68 წუთი გაატარა. "ორიაკის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა, შუამარბმა მერაბ შარიქაძემ.

"კოლომიე" "ბიარიცს" ეწვია, მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და მასპინძელი 21:18 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა ბექა შეყლაშვილმა. "ბიარიცის" რიგებში თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო ვახტანგ ახობაძე.

"მასიმ" "მონ-დე-მარსანს" ოთხი ლელო გაუტანა და თავად მხოლოდ სამი გაუშვა, თუმცა საბოლოოდ 24:28 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს ილია კაიკაციშვილი.

"ანგულემმა" "ბეიონს" უმასპინძლა და 22:18 სძლია, რითაც პლეი-ოფში შესვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. გამარჯვებულთა შორის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი.

ტურის დასკვნით მატჩში "ოიონა" "პროვანსს" ეწვია და 26:29 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მისმა გუნდმა "გაწითლებულზე“ გატანილი ჯარიმით ბონუსი აიღო, თუმცა ლიდერობა ვერ დაიბრუნა. ახლა "ოიონას" და "ბრივს" 83-83 ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერობისთვის 25 აპრილს შეიბმებიან.

Top 14

Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, "ტულუზმა" "კლერმონი" 47:44 დაამარცხა და პირველი ადგილი თითქმის დაიბევა. "ვულკანებს“ გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, 63-დან 69-ე წუთამდე სამი ლელო გაიტანეს და 44:33 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ და ახლა ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან. "კლერმონის" ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ბექა კაკაბაძემ.

საინტერესო შეხვედრა შედგა პარიზში, სადაც "რასინგ 92"-მა "მონპელიეს" უმასპინძლა, 26:25 დაამარცხა და 62 ქულით მეოთხე ადგილზეა. "მონპელიემ" ბონუსი აიღო, 52 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება და პლეი-ოფში შესვლის შანსს ინარჩუნებს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი, რომელსაც დასკვნით 4 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. შერკინებებში მის წინააღმდეგ ლევან ჩილაჩავა იდგა, რომელიც ტაიმის მიწურულს სინბინით დაისაჯა და 75-ე წუთამდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვების ლელო-გარდასახვა 77-ე წუთზე გაიტანეს.

57 ქულით მე-6 ადგილზე და პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძვის "ბორდო". ამის შანსი უფრო დიდი იქნებოდა, ჟირონდელებს "კასტრის" დამარცხება რომ მოეხერხებინათ, მაგრამ უშუალო კონკურენტთან საკუთარ მოედანზე 12:16 დამარცხდნენ. "ბორდოს" შემადგენლობაში შეცვლაზე ორმა ქართველმა ითამაშა - ბექა გორგაძემ 58-ე, ხოლო ლაშა ტაბიძემ 61-ე წუთიდან.

"სტად ფრანსემ" "აჟენთან" მატჩში წითელი ბარათით ორი მორაგბე დაკარგა, მაგრამ "აჟენის" დამარცხება მაინც მოახერხა - 25:22. სტუმართა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

"გრენობლმა" "ტულონი" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 19:18 დაამარცხა. ტულონელთა შორის 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ლეგიონერები - ქართული ლელოები "ორიაკისთვის"
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან