16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

დღეს გახდება ცნობილი იმ ორი კლუბის შესახებ, რომლებიც ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი

პირველი შეხვედრის შემდეგ უდიდესი უპირატესობა კატალონიელთა მხარესაა. ბევრი ამ წყვილში უპირატესობას "ბარსელონას" აძლევდა, ხოლო სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:0) "ბლაუგრანა" ერთპიროვნული ფავორიტია.

თუმცა ასე იყო მერვედფინალშიც, როდესაც "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ პსჟ-ს სტუმრად სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბარსელონას" ფავორიტობას კიდევ ერთი მომენტი განსაზღვრავს: მასპინძელთა მოთამაშეები დასვენებულები არიან, გასულ ტურში ერნესტო ვალვერდემ "უესკას" წინააღმდეგ (0:0) სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა. არ უთამაშიათ ლიონელ მესის, ჟერარდ პიკეს, ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და სხვა ლიდერებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი პრემიერლიგაში ნამდვილი ომი აქვს, "წითელი ეშმაკები" ოთხეულისთვის იბრძვიან და ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა გასულ ტურში "ვესტ ჰემთან" (2:1) სრული შემადგენლობით იასპარეზეს.

"ბარსელონას" დაუბრუნდა უსმან დემბელე, რომელმაც გასულ ტურში "უესკას" წინააღმდეგ ითამაშა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი დღევანდელ მატჩში ლუკ შოუ ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა მატჩი მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

პირველი შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერის" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ აღნიშნა, რომ "ბარსელონა" პსჟ არ არის, ამიტომ მასთან იმავე შედეგის ჩვენება ძალიან რთული იქნება. იგივე გაიმეორა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარკ ანდრე ტერ შტეგენმა.

ფაქტები

ამ კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 9 ოფიციალური მატჩი გამართეს და "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (4 ფრე, 4 მარცხი).

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 30 მატჩია არ დამარცხებულა (27 მოგება, 3 ფრე).

ლიონელ მესის 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ გაუტანია.

16 აპრილი. კამპ ნოუ

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00

შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, არტური, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დემბელე, სუარესი, მესი.

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა, დალოტი, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი, ფრედი, მაკტომინეი, პოგბა, მარსიალი, რაშფორდი, ლუკაკუ.

არ იქნებიან: ბაილი, ერერა, შოუ, ვალენსია (ყველა მანჩესტერი), რაფინია (ბარსელონა).

საეჭვოა: მატიჩი, ალექსის სანჩესი (ორივე მანჩესტერი), ვერმაელენი (ბარსელონა).

იუვენტუსი-აიაქსი

მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში "იუვენტუსმა" სტუმრად შედეგიანი ფრე ითამაშა, "აიაქსის" ჩამოწერას არავინ აპირებს.

მას შემდეგ, რაც ტენ ჰაგის შეგირდებმა მადრიდის "რეალთან" მოახერხეს, ყველას აქვს იმედი, რომ ჰოლანდიელებს კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ.

მასიმილიანო ალეგრიმ გასულ ტურში "სპალთან" კრიშტიანო რონალდო დაასვენა, მის გარეშე მოასპარეზე "იუვემ" კი წააგო (1:2) და ჩემპიონობის გაოფიციალურება ცოტა ხნით გადადო.

რაც შეეხება "აიაქსს", ტენ ჰაგის კლუბს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, რადგან ერედივიზიის გასულ ტურში ფრენკი დე იონგმა მოედანი ნაადრევად და კოჭლობით დატოვა და უცნობია, მოახერხებს თუ არა ის დღეს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას.

გარდა ამისა, ჰოლანდიელებს მარცხენა მცველი ნიკოლას ტალიაფიკოც დააკლდებათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

"იუვენტუსს" კი მატიას პერინი დაუშავდა, თუმცა მიმდინარე სეზონში პირველი მეკარის ფუნქციებს ვოიცეხ შჩესნი ასრულებს. ამიტომ ეს "ბებერი ქალბატონისთვის" სერიოზული პრობლემა არ უნდა იყოს.

ფაქტები

"აიაქსს" "იუვენტუსი" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 4 მარცხი).

კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩატარებული 21 მატჩიდან 24-ჯერ აქვს გატანილი. "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 4-ჯერ აქვს მოგებული, მათ დღევანდელ მეტოქეს კი - 2-ჯერ.

ჰოლანდიელები ფინალში 2-ჯერ დამარცხდნენ, "იუვენტუსს" კი წაგებათა რეკორდი აქვს დამყარებული - 7 მარცხი ფინალში.

16 აპრილი. ალიანს სთედიუმი

იუვენტუსი-აიაქსი 23:00

შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი, კანსელო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო, ემრე ჩანი, მატუიდი, პიანიჩი, ბენრნანდესკი, კინი, რონალდო.

აიაქსი (4-3-3): ონანა, ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრუი, შონე, ვან დე ბიკი, დე იონგი, ტადიჩი, ნერეში, ზიეჩი.

არ იქნებიან: მანჯუკიჩი, კიელინი, კასერესი, პერინი (ყველა იუვენტუსი), ბანდე, ტალიაფიკო (აიაქსი).

საეჭვოა: დე იონგი (აიაქსი), დუგლას კოშტა (იუვენტუსი).

10
ამაშია საქმე, უკვე მოგვაბეზრე თავი შენი ერთი და იგივე ამოჩემებული კომენტარებით.
ამაშია საქმე
კობა.გრიზმანმა იუვეს თამაშის შემდეგ თქვა.მეზიზღება კრიშტიანოო.მაგის გადამკიდე ჩ.ლ ვერ მოვიგეო.რეალში ორჯერ ფინალში და ორჯერ პლეიოფებში გამომაგდოო,ახლა იუვედანო.როცა გუნდს ჭირდება იგი ტერმინატორი,გიორგი სააკაძე ხდება და მარტოს შეუძლია თამაშის მოგება.ხოლო მესის გუნდში ყველა ფეხბურთელი 100-150 მილიონიანი თუ არ თამაშობს ვერაფერს აკეთებს და პარტნიორებს აბრალებს.მაგალითი-არგენტინის ნაკრები 12 წლის განმავლობაში.ბარსა ვეღარ გაძღა იმდენ ფეხბურთელს ყიდულობს.
a.a.
პინალი. ბარსა-აიაქსი!
იკა
34 წლის რონალდო სისწრაფით და ყველაფრით, აიაქსის ყველა ახალგაზრდა 17 წლის ფეხბურთელს ჯობია
იკა
იუვენტუსი რა ანგარიშითაც უნდა იმით მოუგებს, გაიხსენეთ ბარსელონასთან, რეალთან, ატლეტიკოსთან შედეგები
ფენომენო
ძალიან კარქი თამაშები იქნება ვინც ბოლომდე იბრძოლებს ის გავა ასერომ წარმატებები ოთხივე გუნდს.
koba
სარა დ ჯონ კოენებს, შენი ტერმინატორი როცა რეალში თამაშობდა, ელ კლასიკოში ბრწყინავდა არა? უნიჭიერესი მესი, ისე როგორც ადრე, ეხლაც ბრწყინავს ისე, რომ შევეშვათ მესის ხსენებას.
სარა და ჯონ კოენები
მთავარია კრიშტიანომ ტერმინატორი ჩართოს როგორც ატლეტიკოსთან გააკეთა და მასთან შედარებით ყველა ფერმკრთალად გამოიყურება მათ შორის უნიჭიერესი ლეო.ყოველ შემთხვევაში ბოლო 4 წელი ასეა.
ზურა
ძალიან მომწონს ახალგაზრდული აიაქსი ცოცხალ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ რაც არ უნდა ვინმეს არ მოსწონდეს რონალდო, იმას ვერასდროს უარყოფენ, რომ უდიდესი მოტივატორია ყველა გუნდისთვის და გამარჯვების ჟინს ჰმატებს თავის გუნდს.
ზურა
რაც არ უნდა მოხდეს დღეს ბარსელონა გაცილებით ძლიერია მანიუზე და ეს მგონია რომ შედეგსაც დაეტყობა
ნონა
ბარსა! გისურვებთ გამარჯვებას და გასვლას შემდეგ ეტაპზე! გვჯერა თქვენი! ლეო შენ კი ვალი უნდა დაუბრუნო იმ ფეხბურთელს, ვინც შენ ტრამვა მოგაყენა, გოლების გატანით.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს