ფოტო: CSM bucuresti

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლაშა თავართქილაძე რუმინეთის სუპერლიგის ლიდერის, "CSM ბუქარესტის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

32 წლის სპეციალისტს 2009-11 წლებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი. მან მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი რუმინეთში, "ფარულ კონსტანცაში" გაატარა, სამწვრთნელო კარიერა კი თბილისის "არმიაში" დაიწყო.

მისი, როგორც მწვრთნელის აღმავლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც "CSM ბუქარესტის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. 2019 წლის იანვარში მას რუმინეთის ნაკრებში უხმეს და შერკინების გაწვრთნა მიანდეს, ახლახან კი, კლუბში დააწინაურეს და მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს.

ლაშას კლუბში მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რუმინეთის რაგბის კავშირმაც მიულოცა:

"ლაშა თავართქილაძეს "CSM ბუქარესტის" მთავარ მწვრთნელად დაწინაურებას ვულოცავთ. მისმა პოტენციალმა და ნიჭმა გვიბიძგა იმ ნაბიჯისკენ, რომ კაცთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად დაგვენიშნა. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც საკლუბო, ასევე საერთაშორისო დონეზე", - წერია რუმინეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.

"ჩემი წარმატებები ერთმანეთს მიეწყო, ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი გაწეული შრომა დაფასდა. ეს დიდი ბიძგია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის. მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სასიხარულოა, თუმცა, ამავდროულად, დიდი გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ასაკის გათვალისწინებით. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველა გამოწვევას უნდა ჩაეჭიდო და სწორედ ასე ვხვდები ამ გამოწვევასაც" - განუცხადა საქართველოს რაგბის კავშირს თავართქილაძემ.

ლაშას "CSM ბუქარესტის" მთავარ მწვრთნელად დებიუტი კონსტანცაში ჰქონდა, ქალაქში, სადაც მოთამაშის რანგში არაერთი წელი გაატარა. მისმა გუნდმა მეტოქეს 39:8 მოუგო.

"მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი დებიუტი კონსტანცაში შედგა, იმ გუნდთან, რომელშიც არაერთი წელი გავატარე. ეს ერთგვარი დამთხვევა იყო. საერთაშორისო დონეზეც, რუმინეთის შერკინების მწვრთნელის რანგში დებიუტი საქართველოსთან მქონდა და დაახლოებით იგივე მოხდა საკლუბო დონეზეც" - იცინის თავართქილაძე და ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი რუმინეთის ჩემპიონობაა.

სუპერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "CSM ბუქარესტი" 44 ქულით პირველ ადგილზეა და მდევრებს 5-5 ქულით უსწრებს. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო პლეი-ოფში პირველი მეოთხე, ხოლო მეორე მესამეადგილოსან გუნდს მასპინძლობს, მერე კი ფინალის დრო დადგება.

"წელს სამი თასიდან ორი უკვე მოვიგეთ - აგვისტოში "სამეფო თასი" და მარტში ქვეყნის თასი, რომლის ფინალში მოქმედი ჩემპიონი "ტიმიშუარა-სარასენსი" დავამარცხეთ. მიზანი, რა თქმა უნდა, მესამე თასის მოგებაა, თუმცა ერთია რეგულარული პირველობის მოგება და მეორე - პლეი-ოფში წარმატებით გამოსვლა. ჩვენი კონკურენტები "ტიმიშუარა-სარასენსი", "ბეია მარე" და ბუქარესტის "სტიაუა" არიან, რომელთაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. ჩვენ არ გვყავს მასიური მოთამაშეები, ამიტომ ვცდილობთ, სწრაფი რაგბი ვითამაშოთ და წარმატებას ამის ხარჯზე მივაღწიოთ" - ამბობს თავართქილაძე, რომელსაც კლუბი გრძელვადიან კონტრაქტს აქედანვე სთავაზობს:

"კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი ჩემი ფილოსოფიით განვითარდეს და გრძელვადიან კონტრაქტს მთავაზობს. მოლაპარაკების პროცესი თითქმის დასრულებულია და კონტრაქტსაც ხელს უახლოეს პერიოდში მოვაწერ".

თავართქილაძე უკვე ფიქრობს სამომავლოდ გუნდის გაძლიერებაზე და ქართველი მორაგბეებიც ჰყავს სამიზნეში:

"ჩვენთან ომარ ბალიაშვილი და დავით გიგაური თამაშობენ, რომელსაც ახლახან ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში. გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ და ქართველი მორაგბეებიც გვყავს შერჩეული, რომლებთანაც მოლაპარაკებას კლუბის მესვეურები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ჩემთვის სასიხარულო იქნება ქართველ მორაგბეებთან მუშაობა და იმედია, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება