გასული უქმეები მეტად მდიდარი აღმოჩნდა საავტომობილო სამყაროში, შესაბამისად

გასული უქმეები მეტად მდიდარი აღმოჩნდა საავტომობილო სამყაროში, შესაბამისად, სერიოზულად განახლდა სარბოლო რეიტინგი, რომელსაც პერიოდულად გაცნობთ ხოლმე. მასში ყველა სარბოლო სერიის შედეგებს ითვალისწინებენ.

უკვე დიდი ხანია პირველობას "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი ინარჩუნებს. ბუნებრივია, მის პოზიციებს არც ამჯერად დაემუქრებოდა საფრთხე, რადგან გერმანელმა კვირას თურქეთის გრანპრი მოიგო და უფრო გაზარდა უპირატესობა კონკურენტებზე. კლასიფიკაციის ქვედა ნაწილში კი გარკვეული ცვლილებები მოხდა.

იმის გამო, რომ რეიტინგში ბოლო ერთი წლის შედეგებს ითვალისწინებენ, ფორმულა 1-ის მონაწილეებმა დაკარგეს ჩინეთის გრან-პრიში მოპოვებული შარშანდელი ქულები და მარაგი თურქეთის ეტაპის ქულებით შეივსეს. ამიტომაც ბრიტანელი ლუის ჰემილტონი, ვინც ცოტა ხნის წინ დიდი გაჭირვებით დაასწრო ფერნანდო ალონსოს, ისევ ჩამორჩა ესპანელს - შარშან "მაკლარენის" პილოტმა შანხაიში მეორე ადგილი დაიკავა, ახლა კი მხოლოდ მეოთხე იყო.

მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ ფორმულა 1-ის ამ ორ ყოფილ ჩემპიონს სებასტიან ლოებმა გაუსწრო - ფრანგმა რალისტმა გასულ კვირას სარდინიის კუნძულზე იტალიის რალი მოიგო და რეიტინგში ისევ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

მეექვსე ადგილზეა ინდიკარის სერიის საუკეთესო წარმომადგენელი, ავსტრალიელი უილ პაუერი. მან დაგვიანებით მიიღო 2 მაისს სან პაულუს ქუჩებში მოპოვებული გამარჯვებისთვის ქულები. ის რბოლა წვიმის გამო ორშაბათისთვის გადაიტანეს, ამიტომაც მხოლოდ ახლა გაითვალისწინეს ახალ რეიტინგში.

სხვათა შორის, პაუერისა და "რედ ბულის" პილოტ მარკ უებერის წარმატებების წყალობით ავსტრალიის ნაკრები ქვეყნების რეიტინგში დამაჯერებლად უსწრებს ყველას. მეორე ადგილი გერმანელებისაა, მესამე - ბრიტანელების. ამ უკანასკნელის გუნდში ცვლილებაა. ცნობილია, რომ ქვეყნების კლაფისიკაციაში ორი საუკეთესო პილოტის შედეგებს ითვალისწინებენ. ასეთები ბრიტანეთის გუნდში დიდი ხანი ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი იყვნენ, მაგრამ ახლა მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა შანხაის შარშანდელი ტრიუმფისთვის მიღებული ქულები დაკარგა და წინ გაუშვა თანამემამულე დარიო ფრანკიტი, რომელიც ინდიკარის პილოტი გახლავთ.

ახალი რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 26 463

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 22 356

3. ს. ლოები (რალი) 20 139

4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 20 034

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 942

6. უ. პაუერი (IndyCar) 18 423

7. დ. ფრანკიტი (IndyCar) 17 042

8. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 555

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 197

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 628

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა