ლეგენდარულ დამრიგებელს ნიქსის მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ

როგორც ვიცით, ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა უკვე ჩაატარა თავისი მდიდარი და შთამბეჭდავი კარიერის ბოლო მატჩი და პენსიაში გავიდა. მისმა "ლეიკერსმა" სამარცხვინოდ დაასრულა პლეი ოფის სერია "დალასთან", ამიტომაც ჯექსონის სათანადოდ გაცილება არ გამოუვიდა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. უფრო საინტერესოა გაზეთ "ნიუ იორკ პოსტის" ინფორმაცია, რომელიც ლიგასთან დაახლოებულ სანდო წყაროს ეყრდნობა. ფილმა შეიძლება გააგრძელოს კარიერა, კერძოდ, მომავალ სეზონში "ნიუ იორკ ნიქსი" ჩაიბაროს.

გაზეთი წერს, რომ NBA-ის ყველა დროის ტიტულოვანი მწვრთნელი იმ შემთხვევაში დათანხმდება "ნიქსის" წინადადებას, თუ ნიუიორკელთა შეთავაზება დამაჯერებელი იქნება. სხვათა შორის, ჯექსონი მოთამაშის რანგში ორჯერ იყო ჩემპიონი და ორივეჯერ "ნიუ იორკის" შემადგენლობაში.

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ლიგის 30 გუნდის მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგად შეადგინა ამ სეზონის საუკეთესო დამცველთა ორი სიმბოლური ნაკრები. თითო მწვრთნელს ორ-ორი ხუთეული უნდა დაესახელებინა და უფლება არ ჰქონდა იქ თავისი გუნდის კალათბურთელი შეეყვანა. ყველაზე მეტი ხმა (58 შესაძლებლიდან - 56) "ორლანდო მეჯიქის" სუპერცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მიიღო, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა ლიგის საუკეთესო დამცველი.

პირველი ხუთეული: რაჟონ რონდო ("ბოსტონი", 39 ქულა), კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი", 33), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი", 38), კევინ გარნეტი ("ბოსტონი", 33), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო", 56);

მეორე ხუთეული: კრის პოლი ("ნიუ ორლეანი"), ტონი ალენი ("მემფისი"), ანდრე იგუოდალა ("ფილადელფია"), ჟოაკიმ ნოა ("ჩიკაგო"), ტაისონ ჩენდლერი ("დალასი").

"ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტი, ლეგენდარული ლარი ბერდი გააგრძელებს მუშაობას თავის ამჟამინდელ პოსტზე. ასევე თანამდებობაზე დარჩება გუნდის გენერალური მენეჯერი დევიდ მორუეი. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "პეისერსი" 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა პლეი ოფში.

"ბერდმა სამწლიანი გეგმა შემოგვთავაზა და მესამე წლის თავზე დანაპირები აასრულა - ჩვენ პლეი ოფში გავედით, - ამბობს კლუბის მფლობელი ჰერბ საიმონი. - გარდა ამისა, მისი უნარიანი მოქმედებით ბიუჯეტში გარკვეული თანხა გამოგვინთავისუფლდა ახალი მოთამაშეების შესაძენად".

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა