18 აპრილს, ევროპა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტები გაირკვა.
"ნაპოლი" ლონდონში 0:2 წაგების შემდეგ სახლში გამარჯვებას იმედოვნებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ლაკაზეტმა საჯარიმოდან გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც საბოლოოდ გაირკვა.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაიჩივლა, რომ დებიუტში ორი კარგი მომენტიდან ერთი რომ გამოეყენებინათ, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა. მისი გუნდი ამ ბოლო ხანს ნელა მოქმედებს და თავდამსმელები აგრესიულობით აღარ გამოირჩევიან.
18.04.19. ნაპოლი-არსენალი 0:1
"ვალენსიამ" "ვილიარეალს" პირველ შეხვედრაში, სტუმრად 3:1 მოუგო, საკუთარ მოედანზე დებიუტშივე გაუტანა გოლი და ყველაფერი აქაც ცხადი შეიქნა. მეორე ტაიმში "ღამურებმა" კიდევ ერთხელ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი და "ყვითელი სუბმარინა" ჩაძირეს.
18.04.19. ვალენსია-ვილიარეალი 2:0
"ბენფიკა" გერმანიაში ორგოლიანი ფორით ჩავიდა და ერთი გოლი საპასუხო მატჩის შესვენებამდე ამოუქაჩა "აინტრახტმა". მეორე ტაიმში როდემ მეორედ დალაშქრა "არწივების" კარი და ფრანკფურტული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"აინტრახტი" უკანასკნელად ევროტურნირის ნახევარფინალში 1979/80 წლების სეზონში გავიდა - უეფას თასის 1/2-ფინალში "ბაიერნს" (0:2, 5:1) მოუგო, ხოლო ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" იმარჯვა (2:3, 1:0).
18.04.19. აინტრახტი-ბენფიკა 2:0
"ჩელსიმ" "სლავიას" პრაღაში 1:0 მოუგო, სახლში დებიუტში 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩეხურმა გუნდმა ანგარიში 4:3 გახადა. დუბლი ნახევარმცველმა შევჩიკმა შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. თუმცა მეტი "სლავიამ" ვეღარაფერი ვერ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.
ოლივიე ჟირუ "ჩელსის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროსეზონში 10 გოლი გაიტანა.
"მანჩესტერ სიტის" შემდეგ "ჩელსი" პრემიერლიგის პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 100 გოლი გაიტანა.
მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი პირველად გავიდა ევროტურნირის ნახევარფინალში.
35 წლის შემდეგ პირველად, ევროტურნირების ნახევარფინალში 4 ინგლისური გუნდი გავიდა - "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე და "არსენალი" და "ჩელსი" - ევროპა ლიგაზე.
18.04.19. ჩელსი-სლავია 4:3
ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - არსენალი 0:1
გოლი: ლაკაზეტი (36)
ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ლატო (13), 2:0 პარეხო (54)
ფრანკფურტი. "PSD ბანკ არენა"
აინტრახტი - ბენფიკა 2:0
გოლები: 1:0 კოსტიჩი (37), 2:0 როდე (67)
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - სლავია 4:3
გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 დელი (9, საკ.კარში), 3:0 ჟირუ (17), 3:1 სოუჩეკი (26), 4:1 პედრო (27), 4:2 შევჩიკი (51), 4:3 შევჩიკი (54)
ნახევარფინალში "არსენალი" "ვალენსიას", ხოლო "ჩელსი" "აინტრახტს" შეხვდება. მატჩები 2 და 9 მაისს გაიმართება.
1234
მე მგონი სხვა თამაშს უყურე :) ვინ იცოდვილა, აინტრახტმა? 85 წუთი ძან მაღალ ტემპში ითამაშა და მხოლოდ ბოლო 5-6 წუთი დათმო ინიციატივა.
სრული მარაზმი იყო ცალკე აინტრახტის და ცალკე ბენფიკას თამაში. იცოდვილეს და ბოლოს მაინც აინტრახტი გავიდა. ნახევარფინალი ორივესთვის მაქსიმუმი იქნებოდა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა