ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდები ასპარეზობენ. არგენტინა და ბრაზილია უდანაკარგოდ მიდიან, პარაგვაიმ იტალიას არ დაუდო ტოლი და ჯგუფიდან ალბათ ყველა შემთხვევაში გავა, ურუგვაიმ კი საფრანგეთს გამოუყვანა წირვა და ყველა ლოგიკით, მერვედფინალში უნდა იასპარეზოს. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩილეს უმთავრესმა გუნდმა, რომელიც ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მექსიკა მთლად სამხრეთამერიკა არაა, მაგრამ ჩამოთვლილი ქვეყნების გვერდით თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ. ყველაზე ცუდად კი ჯერჯერობით აფრიკელები ასპარეზობენ...

ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდები ასპარეზობენ. არგენტინა და ბრაზილია უდანაკარგოდ მიდიან, პარაგვაიმ იტალიას არ დაუდო ტოლი და ჯგუფიდან ალბათ ყველა შემთხვევაში გავა, ურუგვაიმ კი საფრანგეთს გამოუყვანა წირვა და ყველა ლოგიკით, მერვედფინალში უნდა იასპარეზოს. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩილეს უმთავრესმა გუნდმა, რომელიც ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მექსიკა მთლად სამხრეთამერიკა არაა, მაგრამ ჩამოთვლილი ქვეყნების გვერდით თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ. ყველაზე ცუდად კი ჯერჯერობით აფრიკელები ასპარეზობენ და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ტენდენცია ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, განამ მოიპოვა ქულები და მერვედფინალში გასვლის შანსი აქვს, იქ ალჟირმა გაახერხა ფრე ინგლისთან, მაგრამ ეს უფრო ლოკარული წარმატებებია – ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ განამ და ამ ალჟირმა დიდ შედეგებს მიაღწიონ. არადა, შავი კონტინენტის წარმომადგენლებს სწორედაც რომ ძალიან დიდ შედეგებს უწინასწარმეტყველებდნენ – ექსპერტთა უმეტესობა დაჟინებით ამტკიცებდა, ერთ-ერთ აფრიკულ გუნდს აუცილებლად ნახევარფინალში ვიხილავთო.

არადა, როგორც მიმდინარე მუნდიალი გვიჩვენებს, აფრიკული ფეხბურთი არც ისეთი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, როგორც ეს ბევრს გონია. ფაქტია, რომ თუნდაც ათი წლის წინ, მათ გაცილებით უფრო ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი ჰყავდათ. თუნდაც ნიგერია და კამერუნი ავიღოთ, ალბათ ყველაზე ტრადიციული აფრიკული გუნდები. იყო დრო, როდესაც ნიგერიაში მართლა მსოფლიო დონის ვარსკვლავები ასპარეზობდნენ, ევროპის სხვადასხვა გრანდებიდან. დღეს კი რას ვხედავთ? – საშუალო დონის ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობა მეორეხარსხოვან ევროპულ ლიგებში ასპარეზობს. კამერუნელებს გამონაკლისის სახით სამუელ ეტოო ჰყავთ, მაგრამ აბა ერთი ფეხბურთელი მარტო რას გახდება. აფრიკელთათვის მთავარი თავშესაფარი საფრანგეთის ჩემპიონატია, მაგრამ თუ დააკვირდებით, აღარც პრემიერდივიზიონში ასპარეზობენ იმდენი რაოდენობით და ისეთივე წამყვანი როლებით, როგორც წინა წლებში. ყველაზე კარგი შემადგენლობა კოტდივუარს ჰყავს, მაგრამ მათ ყველაზე მეტად არ გაუმართლათ. დიდიე დროგბა და კომპანია ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიასთან და პორტუგალიასთან მოხვდნენ, რამაც მნიშვნელოვნად შემაცირა მართლაც ძალიან კარგი გუნდის შანსები. დღევანდელი გადასახედიდან, აბსურდულად ჟღერს ის ამბავი, რომ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მასპინძელთა ნაკრებს ოთხეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდა. არადა, პირველმა ორმა ტურმა დაგვანახა, რომ სამხრეთაფრიკას ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს. დიახ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სუსტი გუნდი. ძალიან მონდომებულნი არიან, ბევრს დარბიან და ამის ხარჯზე გამოკრეს ხელი იმ კინკილა ქულას, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

და რატომ უნდა გაებრწყინათ აფრიკელებს 2010 წლის მუნდიალზე? - იმიტომ, რომ მასპინძლები არიან – იმიტომ, რომ სხვა კონტინენტის წარმომადგენლებს მძიმე კლიმატურ პირობებში უნდა ეთამაშათ - იმიტომ, რომ არსებობს აფრიკული პატრიოტიზმი და სამხრეთაფრიკელი გულშემატკივრები შავი კონტინენტის სხვა წარმომადგელებსაც მხურვალედ უქომაგებდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ხდება. გულშემატკივრობა უბრალოდ არ არის და თუ რაიმე ისმის ტრიბუნებიდან, ეს ვუვუზელას გამაყრუებელი ბზუილია. შესაძლოა, ვუვუზელა სამხრეთაფრიკელებს სალამურივით ჩაესმით ყურში, მაგრამ არაგვგონია, რომ ანალოგიური რამ ხდებოდეს სხვა აფრიკულ გუნდებთან მიმართებაში. რაც შეეხება მძიმე კლიმატურ პირობებს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამინდი ყველაზე უფრო მძიმე სწორედ აფრიკელთათვის გახლავთ. არა გვგონია, კამერუნელები, განელები, კოტდივურელები, ნიგერიელები და ალჟირელები ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს მოედანზე, როდესაც ტემპერატურა სამი გრადუსია.

რაც შეეხება სუფთა სათამაშო კომპონენტებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ აფრიკელები ზედმეტად ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ და ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოსდით. გაცილებით უფრო ბუნებრივი სანახავი გახლდათ 1990 წლის კამერუნის და 1994 წლის ნიგერიის გუნდები, რომლებიც ნამდვილ აფრიკულ ფეხბურთს თამაშობდნენ: ცოტა არაორგანიზებულს, შემტევს, აგრესიულს და ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, არაპროგნოზირებადს და ეგზოტიკურს. დღეს კი ევროპელი მწვრთნელების მიერ დალაგებულ და დავარცხნილ აფრიკულ გუნდებს ვუყურებთ, რომლებიც არაფერ განსხვავებულს არ გვთავაზობენ, არაფერს თავისებურს. მაგალითად, ლარს ლაგერბაკი და ნიგერია ისეთივე შეუთავსებელი ჩანს ერთმანეთთან, როგორიც შვედეთის ნაკრები და ნიგერიელი მწვრთნელი იქნებოდა.

აქამდე ყოველთვის ისე იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს რაიმე ახალი უნდა მიეცა ფეხბურთისთვის. ახალი ტენდენციები უნდა გამოკვეთილიყო და ახალი საფეხბურთო მოდა უნდა დამკვიდრებულიყო. მოკლედ, რაღაც ახალი უნდა გაგვეგო, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მხრივ, სათქმელი პრაქტიკულად არაფერია. როგორც ჩანს, იმდენად დიდი დოზით ვუყურებთ ფეხბურთს მთელი სეზონის განმავლობაში და იმდენად ნაცნობია ყველაფერი ის, რაც მოედნებზე ხდება, რომ რაიმე ახლის დაჭერა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამის თქმა მაინც შეიძლება – ბოლო წლების მუდმივი საუბრები აფრიკული ფეხბურთის გიგანტური და რაც მთავარია, პროგრესული ნაბიჯების შესახებ, სერიოზული დარტყმის წინაშე აღმოჩნდა.

ლაშა წიკლაური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...