თავიდანვე უნდა აღინიშოს, რომ "ზესტაფონმა" გუშინ პირველად იასპარეზა ევროტურნირების მესამე ეტაპზე. სამწუხაროდ, ამ რაუნდში პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა...

ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

29.07.10. ლვოვი. უკრაინა. 3 000 მაყურებელი

კარპატი-ზესტაფონი 1:0

1:0 ხუდობიაკი (6. ფედეცკის პასით)

კარპატი: ტლუმაკი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშჩიპკო - გოდვინი (76. გ. ბარანეცი), ტკაჩუკი, ხუდობიაკი - - ზენევი (53. გურული), კოჟანოვი (85. ბ. ბარანეცი) - ბატიშტა.

სათადარიგოები: რუდენკო, აველაარი, პეტრივსკი, ტარასენკო.

ზესტაფონი: კვასხვაძე - ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - დაუშვილი, ძარია (80. ფიფია), გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი (56. აფციაური) - გელაშვილი (90. ს. ლომია), დვალი.

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, მაკარიანი, გორგიაშვილი.

გაფრთხილება: კოჟანოვი (30), მილოშევიჩი (85)

არბიტრი: ლარს კრისტოფერსენი (დანია)

თავიდანვე უნდა აღინიშოს, რომ "ზესტაფონმა" გუშინ პირველად იასპარეზა ევროტურნირების მესამე ეტაპზე. სამწუხაროდ, ამ რაუნდში პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა 1:0 წაგება და მით უმეტეს "კარპატის" მიერ ნაჩვენები თამაში, მცირე ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზესტაფონელებს ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ, თუმცა ამისი გაკეთება იოლი ნამდვილად არ იქნება.

უკრაინელები შინ მოპოვებულ მინიმალურ ფორას იგორ ხუდობიაკს უნდა უმადლოდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში "კარპატი" "ზესტაფონს" ვერ სჯობს. უფრო მეტიც, რიგ ეპიზოდებში, განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში, იმერლებმა დაჯაბნეს მეტოქე და ბურთის გასატანად რეალური საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლეს. ეს ერთადერთი გოლი კი წამიერმა უყურადღებობამ განაპირობა. თუმცა სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

მატჩის სტარტზე მეტოქეებმა ერთმანეთი დაზვერეს. ტერიტორიული და მით უმეტეს სათამაშო უპირატესობა ჯერ არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოპოვებული, რომ შეცდომის გამო ჩვენი გუნდი დაისაჯა. მე-6 წუთზე მარჯვენა ფრთიდან არტემ ფედეცკის მიერ შორეულ ძელთან ჩაწოდებისას, ზესტაფონელებს ხუდობიაკი გაექცათ და მანაც თავურით ანგარიში გახსნა - 1:0. მიღებული გოლის მიუხედავად იმერლები არ დაბნეულან, ორიოდე წუთში კახა ალადაშვილის მარჯვნიდან ჩაწოდებული ნიკოლოზ გელაშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ლვოველთა მეკარე ანდრეი ტლუმაკმა იმარჯვა.

კიდევ ორ წუთში ირაკლი ძარიამ მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ისევ ტლუმაკი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მასპინძლებიც არ იყვნენ უქმად და ზესტაფონელთა საჯარიმოში არღვევდნენ სიმშვიდეს, მაგრამ იმერელთა მცველები ყურადღებით თამაშობდნენ. ჩვენებურებმა ბრაზილიელ ფორვარდ ბატიშტას განეიტრალება შეძლეს. ლვოველთაგან ყველაზე აქტიური კოჟანოვი იყო, ზესტაფონელთა შორის კი ფორვარდი ჯაბა დვალი გამოირჩეოდა. 32-ე წუთზე სწორედ მას მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მერე თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმი უკეთ ითამაშეს და არაერთხელ შეეძლოთ ბურთის გატანა. 52-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას გიორგი ონიანმა თავით ყველას დაასწრო, მაგრამ ბურთი მცირედით გადასცდა ლვოველთა კარს. უკრაინელებმა სტუმრებს მალევე უპასუხეს, 55-ე წუთზე კოანოვის გადაცემით ხუდობიაკმა მოსინჯა როინ კვასხვაძის სიფხიზლე, მაგრამ იმერელთა მეკარემ იმარჯვა.

3 წუთში კვასხვაძემ უკვე კოჟანოვი გააწბილა. 62-ე წუთზე გელაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ კონტრშეტევა გონივრულად ვეღარ გააგრძელა. შემდეგ ძარიასა და ელიავას დარტმებმა ჩაიარა უშედეგოდ. 75-ე წუთზე ჯაბა დვალმა მორიგი გარღვევა განახორციელა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. შეცვლაზე შესულმა თორნიკე აფციაურმაც კარგად გაისროლა, მაგრამ მცირედით არაზუსტად. მატჩის მიწურულს კი იმერლები აშკარა გოლისგან ზაალ ელიავამ იხსნა.

90-ე წუთზე ახლო მანძილიდან ბატიშტას დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია, დამატებაზე ხუდობიაკი დუბლს შეასრულებდა, მაგრამ მოასწრო და ბოლო წამს ელიავამ დაუფარა. აი, ასეთი იყო გუშინდელი მატჩი. ერთი სიტყვით, არის პერსპექტივა და იმედი, რომ "ზესტაფონი" "კარპატის" ბარიერს გადალახავს. საპასუხო მატჩი 5 აგვისტოს, ზესტაფონში გაიმართება და ვნახოთ...

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება