მასიმო მორატიმ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ "მილანმა" ღირსეულად მოიგო სკუდეტო და მიულოცა კიდეც თანაქალაქელს ეს დიდი წარმატება
მასიმო მორატიმ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ "მილანმა" ღირსეულად მოიგო სკუდეტო და მიულოცა კიდეც თანაქალაქელს ეს დიდი წარმატება. თუმცა, ჟურნალისტებმა მაინც არ მოასვენეს "ინტერის" პრეზიდენტი და ისეთი რამ ათქმევინეს, რასაც შემდეგ უკვე "როსონერის" ბანაკში გამოეხმაურნენ. ჯერ მორატის კომენტარს გავეცნოთ და შემდეგ უკვე "მილანელოზე" გადავინაცვლოთ:

"თანაქალაქელი დამსახურებულად გახდა ჩემპიონი, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ იმაში კი ვერავის დავეთანხმები, რომ დღეს "მილანი" "ინტერზე" ძლიერია. მართალია, ჩემპიონობა თავისთავად საუკეთესოობას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან არც მთლად ასეა საქმე. უბრალოდ, მიმდინარე სეზონში ჩავარდნა გვქონდა, არ წაგვივიდა თამაში, რასაც მწვრთნელთა ცვლილებები დაემატა და სწორედ ამით ისარგებლა ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა. მართალია "როსონერი" სკუდეტოს მფლობელია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ კვლავაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები ვართ. ამასთან, იტალიის ჩემპიონები ხუთჯერ ზედიზედ გავხდით, ასეთი შედეგისგან კი თანაქალაქელები ძალიან შორს არიან".

იტალიელი ჟურნალისტები უმალ ადრიანო გალიანის შეეხმიანენ, მორატიმ ესე და ესე თქვაო, მისგან კი შემდეგი მოისმინეს: "მასიმო მორატის დიდ პატივს ვცემ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ხანდახან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ძალიან კარგად დაუთვლია რამდენი სკუდეტო მოიგო მიჯრით "ინტერმა" და როდესაც საკლუბო მუნდიალით აპელირებს, არც იმის დათვალა უნდა ეშლებოდეს "მილანი" რამდენჯერ გახდა ამ ტურნირის, იგივე საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი. და საერთოდ, საერთაშორისო ტიტულებზე ლაპარაკი "ინტერისტებისთვის" მთლად მომგებიანი არ უნდა იყოს - ისევ მათთვისვე ჯობია ტიტულებზე და მიღწვებზე დავა ქვეყნის ფარგლებს არ გასცდეს".

მორატიმ პოლემიკის გაგრძელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გალიანის პასუხი ნაკლებად ანტერესებს. პრინციპში, სენიორ ადრიანო მართალია - საერთაშორისო სარბიელზე "ინტერს" ძალიან გაუჭირდება "მილანთან: კონკურენცია და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძური" ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"