საკალათბურთო კლუბი "ვერა" "სუპერლიგაში" ითამაშებს! მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში 81:70 დაამარცხა (სერია - 3:1) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სუპერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საგზური მოიპოვა. ვერელებმა, რომლებმაც სერიის საწყისი მატჩები 56:53 და 72:67 მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ, გასული შეხვედრა 11 ქულით დათმეს.

დღეს კი პეიჩის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიჩინა სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა, რის ხარჯზეც დამსახურებული გამარჯვება და სუპერლიგის საგზური მოიპოვა.

კსუ საკმაოდ ღირსეულად ებრძოლა ვერელებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიაში 0:2 აგებდა, ჯერ საერთო ანგარიში შეამცირა და დღესაც ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა. თითქმის მთელი მატჩი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა. "ვერამ" მხოლოდ ბოლო მეოთხედის შუაწელში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 10 ქულით ჩამოიტოვა. ამის შემდეგ ვერელებმა ლიდერობის შენარჩუნებას მიჰყვეს ხელი, რაც მშვენივრად გამოუვიდათ.

"ვერამ" მოიგო გუნდური თამაშითა და დაბალანსებული შემადგენლობით. მიუხედავად არცთუ დიდი ანგარიშისა, გამარჯვებულთაგან 6 მოთამაშე აცდა 10-ქულიან ბარიერს. კსუ-ში კი მხოლოდ 2 - ანდრე უოლკერმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო ვენდელ ლუისმა - 11. "ვერაში" 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ივან საიჩიჩი. 15 ქულა მიითვალა ბრაისონ სკოტმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ, დავით მაისურაძემ და გივი ბაქრაძემ 12-12 ქულა მოაგროვეს. 11 ქულითა და 7 პასით დაასრულა შეხვედრა ბრენდონ სლაიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ "ვერას" მოთამაშეები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვეს. გუნდის წევრებს სუპერლიგაში გადასვლის აღსანიშნავად სიმბოლური მედალიონები დაურიგდათ, ხოლო ვერელთა კაპიტან ვახტანგ ქადარიას ფედერაციის მესვეურებმა "ა" ლიგის საჩემპიონო სპეციალური პრიზი გადასცეს.

ფინალში დამარცხებული კსუ სეზონს აგრძელებს და ბოიან სალატიჩის გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსიც დარჩა. ხვალ, 20 აპრილს, ბოლო ტურის მატჩში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაიკავებს სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-9 ადგილს. სწორედ მასთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიაში დაპირისპირება "კავკასიას". სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა