მოსალოდნელი ტრანსფერი, რეკორდმაისტერმა შეიძლება ლუის გუსტავოც დათმოს, რაული კი ხელშეუხებელი აღარაა
მიუნხენის „ბაიერნს“ რომ მანუელ ნოიერის ყიდვა უნდა, ეს ძველი ამბავია. სიახლე ისაა, რომ მიუნხენურმა გრანდმა „შალკეს“ 21 მილიონი ევრო შესთავაზა. სპეკულაციებში ნახსენებია „ბაიერნის“ საყრდენი ნახევარმცველის, ლუის გუსტავოსა და „გლადბახის“ უნიჭიერესი გარემარბის, მარკო როისის გვარებიც, „შალკეში“ კი ნოიერი რონ-რობერტ ცილერმა ან მაარტენ სტეკელენბურგმა უნდა შეცვალონ. გაირკვა ისიც, რომ რაულის „შალკედან“ წასვლა გამორიცხული აღარაა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოკლედ, ნოიერის მოსალოდნელმა ტრანსფერმა კონკრეტული ფორმა მიიღო. „ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა, გერმანიის ნაკრების მეკარეში მინიმუმ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამ თანხას უმატებს სხვადასხვა გადასახადებს, რაც საერთო ჯამში მაქსიმუმ 7 მილიონი იქნება. აქედან, „შალკე“ 3 მილიონს გარანტირებულად მიიღებს. მარტივად რომ ვთქვათ, „ბაიერნი“ „შალკეს“ 21 მილიონს სთავაზობს და შესაძლოა, გელზენკირხენულმა კლუბმა კიდევ 4 მილიონიც მიიღოს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მიუნხენური კლუბის სპორტულიო დირექტორი კრისტიან ნერლინგერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე სამშაბათს „შალკეს“ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს შეხვდნენ.

„დიახ, ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი მოლაპარაკება გვქონდა. მიუნხენელებმა ახლა უკვე უკეთესი პირობები შემოგვთავაზეს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ მაინც არაფერია,“ - ეს ჰელდტის სიტყვებია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ეს იყო „ბაიერნისა“ და „შალკეს“ ბოსების მესამე შეხვედრა აპრილის შემდეგ. პირველი მოლაპარაკებები რუმენიგეს, „ბაიერნის“ ფინანსურ დირექტორ კარლ ჰოპფნერსა და „შალკეს“ მხრიდან ჰელდტსა და ფინანსურ დირექტორ პეტერ პეტერს შორის დიუსელდორფში შედგა. მეორე შეხვედრა კი მიუნხენში, „ბაიერნისა“ და „შალკეს“ მატჩის (4:1 მიუნხენელების სასარგებლოდ) შემდეგ, პრეზიდენტების ული ჰიონესისა და კლემენს ტიონიესის მონაწილეობით გაიმართა.

გუსტავო და როისი ნოიერის ტრანსფერში?

იყო საუბრები იმის შესახებ, რომ „შალკე“ ნოიერის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვდა, რაზეც „ბაიერნის“ მენეჯერმა ნერლინგერმა თქვა, ეს უბრალოდ სასაცილო თანხაა, ამდენს ნაღდად არ გადავიხდითო. ახლა ირკვევა, რომ შესაძლოა, მიუნხენელებმა გელზენკირხენელებს ფულთან ერთად, ფეხბურთელიც შესთავაზონ და პირველი კანდიდატი იანვარში „ჰოფენჰაიმიდან“ ნაყიდი ლუის გუსტავოა.

ბავარიელებმა „ჰოფენჰაიმს“ ბრაზილიელში 15 მილიონი გადაუხადეს და ყველამ იცის, რომ ეს უკანასკნელი რალფ რანგნიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია - „პროფესორი რალფი“ გუსტავოს „ჰოფენჰაიმში“ სამი წლის მანძილზე წვრთნიდა და გუნდიდან სწორედ იმის გამო წავიდა, რომ ხელმძღვანელებმა ლუისი გაუყიდეს. „შპორტ ბილდის“ ცნობით, შესაძლოა, ნოიერის ტრანსფერში სხვა პუნქტიც ჩაიდოს - კერძოდ ის, რომ „ბაიერნი“ თავს დაანებებს „გლადბახის“ 21 წლის გარემარბ მარკო როისს, რათა ეს უკანასკნელი „შალკემ“ იყიდოს.

ვინ შეცვლის ნოიერს შალკეში?

გერმანული პრესა წერს, რომ „შალკეს“ ბოსები ნოიერის შემცვლელად სამ კანდიდატს მოიაზრებენ - „ვერდერის“ კიპერ ტიმ ვიზეს, „ჰანოვერის“ მეკარე რონ-რობერტ ცილერსა და ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯ მაარტენ სტეკელენბურგს. 22 წლის ჰანოვერელი 4 მილიონი ევრო ღირს და ამ მხრივ ყველაზე იაფი ვარიანტია, სტეკელენბურგი და ვიზე კი, გელზენკირხენელებს მინიმუმ სამჯერ ძვირი დაუჯდებათ. ჰოლანდიელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებულები და თუ მაარტენის ყიდვა სერიოზულად მოისურვეს, „შალკეს“ მათთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. თანაც, გელზენკირხენული კლუბი სახელფასო ფონდის 70-დან 50 მილიონამდე შემცირებას გეგმავს, სტეკელენბურგი კი ნამდვილად არ არის დაბალანაზღაურებადი კადრი.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ რაულის „შალკედან“ აბარგება გამორიცხული აღარაა. მართალია, ვეტერანმა ესპანელმა თქვა, რომ 2012 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს 2013 წლამდე სიამოვნებით გააგრძელებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რანგნიკის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3-ია, რომელშიც რაული ვერ ჯდება.

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა